12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
სოფო
საძინებელში როარ შეუვარდეს და ისე მოეფეროს არა? ? სხვა დროს და სხვა ვითარებაში?რა წესია! გასაგებია,ყველა დედას უყვარს თავისი შვილი,მაგრამ ეს ზედმეტობაა უკვე!
05:36 / 24-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვერხართ!
კი,ცოდოა "დედამთილიკო",მაგრამ აუცილებელი არ არის ლოგინში დაწოლილ "რძალუკას" რძალუკას და "შვილიკოს" შუაში ჩაუხტეს,თუ სურვილი აქვს შვილს სხვადროს აგრძნობინებს სიყვარულს :))ტკივილი სირცხვილის დაკარგვას არ ამართლებს ამ შემთხვევაში მოკლედ ყველა სი**ბა საქართველოში უნდა გაეძროს რაა:)
21:41 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
სანამ გვიან არაა აიგე შენი ნივთები და დაშორდი ეგ არასდროს არ შეიცვლება და არ გირს ეს ცხოვრება იმად რომ ვინმეს ნერვები აგლეჯინო ის ქალბატონი ძალიან მეცოდება მაგრამ ან უნდა შეეგუო რომ მუდამ ასე იქნება ან დაცილდე
09:09 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რამნიშვნელობააქვს
შენც გახდები დედა და მერე ილაპარაკე!......
04:04 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზი
დედა მაშინაა ბედნიერი როცა მისი შვილი და რძალი კარგ ურთიერთობაში არიან,რაც შეეხება საძინებელში შევარდნას ეგ უკვე ნერვებია ალბად დაკარგული შვილის გამო.ისე რძლებს ზოგადად აღიზიანებთ დედამთილი შვილს რომ ეფერება გონიათ მათი საკუთრებაა უკვე და ავიწყდებათ რომ ისინიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.მე ვურჩევდი რძლებსაც და დედამთილებსაც თავის შეკავებას
16:10 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
შვილმკვდარი დედაა, ვისაც არ გამოუცდია რაა შვილის სიკვდილი, ვერ გაიგებს...
15:05 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
ჰაიმეეე
12:42 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაიმეე
წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგეძლოთ,თუ არადა ხმას ნუ იგებთ რა!ქალბატონო ,,დედა'' აქ ეს გოგო იმას არ იდზახის არიქა დედა შვილს ეპერებაო,პირი რომ მოაგე და შენსას ყვირიხარ.დედას სრული უპლება აქვს შვილს მოეპეროს მაგრამ საძინებელში ცოლ-ქმრის შუაში ჩაწოლა რა წესია?ეს მინიმუმ უზდელობაა რა.და პუფ ამ გოგოს ქმარს კიდე,დედას რომ იმის უპლებას აძლევს ცოლთან ერთად ლოგინში ჩაუწვეს და მოეპეროს,პუფ,მეც მყავს 4 წლის შვილი და ხალხის გარემოცვაში ვერ მიეპერები ზედმეტად უკადრისობს და ამხელა ბიცჰი რას პიქრობს ცოლტან ერტად რომ წევს ლოგინში და შუასჰი დედა უწევს,საქართველოს გარდა სად მოხდება ეგ რა
01:18 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალისა
აუ მაგარი რაღაც მოვიფიქრე..რომ შემოვა შენც მოეფერე ხოლმე ორივე მიეხუტე კატასავიტ ეტმასნე ხელები უთათუნე კოცნე იმდენი რო შეწუხდნენ :D :D :D:D ან ისე ქენი პირდაპირ სექსის დროს შემოვიდეს შენ ქმრსაც გაუტყდება იმასაც
01:10 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალისა
ცალცალკე დაიძნეთ ან გადი ხოლმე როცა შემოვა.ან დაელაპარაკე ორივეს და თუ ეგეთი დაუნები არიან რომ მაგდენი არ ესმით წამოდი იყვნენ და ეალერსონ ერთმანეთს
01:00 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS