12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
მაკა
ის კმარიც ვერ კოპილა ტავის მატორზე დედამისს ამდენის უპლებას რომ აზლევს.მეზიზგება დედიკოს ბიჯები
14:34 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
აუ კაი რაააააა მაგნაირ ქმართან როგორ ცხოვრობ გაეცალე მაგ მოსიყვარულე დედაშვილს აშკარად ზედმეტი ხარ
11:20 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
როგორ ცხოვრობ ეგეთ კაცთან თუ დედიკოს მოფერება უნდა დედამთილმა ტავის ლოგინშჰი დაიწვინოს.მე აუცილებლად წამოვიდოდი.ქალბატონო ნაზი იქნებ მეუგლეც მიგეწვინათ და ერთი ორი ნათესავი.ცოლქმრის სპალნა სხვააა და მისაგებ ან საერთო ოტახში დზილი მთEლ ოჯახთან სხვაააა ხსჰირად ყოფილა რაგაცისთვის შემოსულა ცჰემი დედამტილი და ცუდ დროს ყოფილა ეს მომენტი.
11:02 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
კარი ჩაკეტე ადექიდა შენც.
00:41 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
natia
Am xalxma sul gaaprina.ra shuashi dacolazea saubari avadmyopebi xart.
18:03 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ასე მეგონა ჩემი ამბავი დაწერა ვინმემ.ორი კვირის მიყვანილი ვიყავი ერთ ოთახში რომ გვეძინა ცოლქმარსაც და დედამთილმამამთილს ერთად,ორსართულიან სახლში. და ამის დანახვით გაოცებულმა ერთმა ნათესავმა,რომ შეეკითხა ჩემს დედამთილს რა გჭირთ საამისო ამხელა სახლში სხვა ოთახი არ გაქვთო? პასუხი იყო ასეთი: მე ჩემს შვილთან როცა მინდა მაშინ დავწვები და ავდგებიო.დაიკაკუნებლად შემოსვლა დილის შვიდ საათზე და საქმეების გარჩევა ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ძველი დედამთილები ბევრ რამეში იჭრებოდნენ.მეც დედამთილი ვარ უკვე,მაგრამ მსგავსებიდან ღმერთმა დამიფაროს,
17:30 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი–ს
მეც დედამთილი ვარ და ხშირად ვწვები ჩემი შვილისა და რძლის შუაში. ამის გამო ჩემს რძალს არასდროს გამოუხატავს უკმაყოფილება.პირიქით,მეფერება ხოლმე ჩემი მეორე დედა ხარო. ცცმი ქალიშვილიც შემოვა ხოლმე და ყველას ერთად გვძინავს.რა არის ამაში უჩვეულო ან ცუდი?! ბარემ ერთად მოაწყეთ ორგიები ფუ გულისამრევი ხარ შენც და შენი ,,ოჯახიც!ავადმყოფებოოოოო!
22:04 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
მეც დედამთილი ვარ და ხშირად ვწვები ჩემი შვილისა და რძლის შუაში. ამის გამო ჩემს რძალს არასდროს გამოუხატავს უკმაყოფილება.პირიქით,მეფერება ხოლმე ჩემი მეორე დედა ხარო. ცცმი ქალიშვილიც შემოვა ხოლმე და ყველას ერთად გვძინავს.რა არის ამაში უჩვეულო ან ცუდი?!
23:35 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
****
არაფრის გაძლება არ უნდა მაგას, თუ შეგიძლია რომ წახვიდე, წადი და როცა ქმარი მოგაკითხავს მიზეზსაც ეტყვი,ცივილიზებულად. თორე შენი ქმარი საგანგაშოს ვერასდროს ვერ ნახავს მაგაში. სხვა შემთხვევაში მოგიწევს, მთელი ცხოვრება დედამთილთან ძილი.
22:08 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რონი
ცილქმრის საძინებელში დედა ეს უკვე მეტისმეტია !!! ეგ დედაშვილი სრულ ჭკუაზე არ არიან!!! ან ეს თანამედროვე ქართული ზღაპარია დედაშვილის სიყვარულზე!!! მოგონილი მგონია
15:08 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS