11 მარტი, 2015
''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''
მამუკას მართლა არაფერი მოუკლია ჩემთვის ამ უცნაური ამბის მოყოლა ლალიმ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქალებისთვის დაენახვებინა, ოჯახის დანგრევით ცხოვრება არ მთავრდება. ძალადობის მსხვერპლს კი შესაძლოა, მხარში მაზლი ამოგიდგეს და გათხოვებაშიც კი დაგეხმაროს.

- 18 წლის ვიყავი, როდესაც მამუკას ცოლად გავყევი და სახლში დედამთილ-მამამთილი და 9 წლის მაზლი დამხვდა. არ ვმუშაობდი, არც ვსწავლობდი, მთელი დღე სახლში ვიჯექი და სკოლიდან მოსული მაზლს ვამეცადინებდი და ვუვლიდი. სამი წელი შვილი არ გამიჩნდა, ამიტომ ამიკო ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი გახდა. ხანდახან იმაზეც
ვოცნებობდი, რომ ჩემთვის დედა დაეძახა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ამაში ნორმალური არაფერი იყო. მართლა დედა-შვილივით ვიყავით.

- დედამთილი ამ ურთიერთობაზე არ ეჭვიანობდა?
- პირიქით, უხაროდა, რომ მის შვილს ვინმე უვლიდა. მანამდე ქალი ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სკოლიდან მოსულ ბავშვს პატრონობდა, მაგრამ ჩემი მონდომების შემდეგ გაუშვა. პროფესიით ქირურგია და ხშირად ღამეც მიდიოდა გამოძახებაზე.
მე და მამუკამ ვითომ სიყვარულით შევქმენით ოჯახი, ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, მაგრამ რაღაც ვერ აგვეწყო. საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა და ხანდახან რამდენიმე კვირა სახლში არ მოდიოდა. არ მცემდა, არც მაგინებდა, მაგრამ ცივი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვის შეძენის შემდეგ თითქოს გამოსწორდა. ცდილობდა, სახლში მეტი დრო გაეტარებინა, მაგრამ მალე ამ სიხარულმაც გადაუარა და ძველებურად გააგრძელა.

- დედამთილ-მამამთილი რას ფიქრობდა თქვენს ურთიერთობაზე?
- არც ერეოდნენ, რამდენჯერაც დავიწუწუნე, დედამთილმა მითხრა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, არაფერი მაკლდა და ეს ჩემი მხრიდან მხოლოდ უმადურობა იყო. ბავშვს მე ვზრდიდი, მაგრამ მაზლისთვისაც არ მომიკლია ყურადღება. თან, ჩემი გულის მესაიდუმლე გახდა, ძალიან ვეცოდებოდი და 16 წლის იყო, როდესაც პირველად მითხრა, გაშორდი, რად გინდა ასეთი ქმარიო. ორი კვირა ვიფიქრე და ბოლოს მამუკას ვუთხარი, რომ გავშორებულიყავით. ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. მოგვიანებით გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა და მასთან უკვე ორი შვილი შესძენოდა. მითხრა, ერთოთახიან ბინას გიყიდი და ბავშვით იქ გადადიო. ალიმენტის გადახდაზეც არ უთქვამს უარი. სამ თვეში ყველაფერი მოაგვარა და ჩემს შვილთან ერთად ახალ სახლში გადავედი. საშინელება ის არის, რომ გული მაინც დამწყდა, თუნდაც ორი რამის გამო. პირველი, რომ ამდენ ხანს მატყუებდა და ასე ადვილად გამიმეტა და მეორე, ამიკო არ მემეტებოდა მარტო დასატოვებლად, არადა, უკვე დიდი ბიჭი იყო. დედამთილი არც კი დამემშვიდობა, ისე წამოვედი.

მამუკას მართლა არაფერი მოუკლია ჩემთვის, ფინანსურად ყოველთვე მეხმარებოდა, ამიკო კი ნახევარ დროს ჩემთან ატარებდა. ერთხელ გავუმხილე, რომ სოციალურ ქსელში ვიღაც მამაკაცი გავიცანი და შეხვედრას მთხოვდა. ყოფილმა მაზლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო და თან რეზოზე ყველაფერი გაიგო. მითხრა, ქვრივი, პატიოსანი კაცია, მშვიდი სამსახურით, და კარგი იქნება, თუ გაგიმართლებსო. სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და ბოლოს გათხოვება გადავწყვიტე. რეზოს 11 წლის ბიჭი ჰყავს, რომელიც ძირითადად, ბებიე-ბთან გაიზარდა.

- ამდენი საუბრის განმავლობაში შენი მშობლები არ გიხსენებია...
- რა გითხრათ, მშობლებმა გამრიყეს და ვერც ვამტყუნებ. ორი ძმა მყავს, რომლებმაც უმაღლესი დაამთავრეს და დღეს კარგი სამსახურები აქვთ, მე კი 18 წლის გავთხოვდი და ყველა ოცნება დავუმსხვრიე. მეორედ რომ გავთხოვდი, საერთოდ გაგიჟდნენ, თან, რომ გაიგეს, მეჯვარედ ყოფილი მაზლი გამომყვა. ამიკოს ეს არც საკუთარმა ძმამ და დედამ აპატიეს და საცხოვრებლად ჩემი ერთოთახიანი დავუთმე. მე ბავშვებთან ერთად რეზოსთან გადავედი საცხოვრებლად.

- დღეს როგორ გრძნობ თავს?
- ოქტომბერში დედა გავხდები. მყავს არაჩვეულებრივი ქმარი, რომელიც თავს მევლება და ყოფილი მაზლი, რომელიც ჩემთვის მართლა კარგად გაზრდილი შვილივით არის. ძალიან ბედნიერი და ღმერთის მადლიერი ვარ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
xato
zgapari udaxet da esetebic xdeba!mec mivkvebi kopil kmars mejvered:)))))) ;
14:55 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
natia
პრისიონერა ლალალალა ლა ლა ლა ლა
14:43 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
კაი ზღაპარია.........
12:38 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS