02 მარტი, 2015
''მამინაცვალმა მეორე ცოლი ჩვენს სახლში მოიყვანა...''
ეს ამბავი ახლობლებმა მძიმედ გადაიტანეს, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ მოდიოდა დეა 17 წლისაა და ამბობს, რომ მეგობრების ძალიან რცხვენია, მაგრამ ამ ამბავში მთავარ დამნაშავედ დედა მიაჩნია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა.

- 7 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. მე მშობლების ერთადერთი შვილი გახლდით. თბილისის ერთ-ერთ უბანში ორსართულიან სახლში ბედნიერად ვცხოვრობდით და ჩვენთან ხშირად დადიოდნენ სტუმრები. ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა, როდესაც მამა თანამშრომელ ქალთან ერთად საბერძნეთში გაიქცა. იმ ქალმა ქმარი და ორი შვილი დატოვა.
მაშინ ამ ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. რამდენიმე თვეში დედას დაურეკა და უთხრა, რომ წინასწარ ყველაფერი მოაგვარა, ბინა მასზე გადააფორმა და შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო. პატიება სთხოვა და დაჰპირდა, რომ ყოველთვე ჩემთვის ფულს გამოგზავნიდა. ამ პირობას დღემდე ასრულებს.

- დედამ, ალბათ, ქმართან განშორება მძიმედ გადაიტანა.
- ერთი წელი გაღიმებული არ მინახავს. სამსახურს ხშირად აცდენდა და დღეების განმავლობაში ოთახში იკეტებოდა. ამ დროს ბებიასთან მივყავდი და კართან მტოვებდა. ერთ დღეს მითხრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო და მართლაც ძალიან გახალისდა, ძველებურზე მეტადაც კი. ერთ წელიწადში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოვიდა, დათოდ გამაცნო და მითხრა, რომ დღეიდან ჩვენთან იცხოვრებდა. უცხო კაცთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. თვითონაც არ იკლავდა თავს ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

- დედა ბედნიერი იყო?
- ძალიან, ახალ ქმარზე გიჟდებოდა. ეს ამბავი ახლობლებმა მძიმედ გადაიტანეს, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ მოდიოდა. დედას მშობლები რამდენიმე წელი არ ელაპარაკებოდნენ.

- რატომ, ბედნიერების უფლება არ ჰქონდა?
- დათო არ მოსწონდათ. ამბობდნენ, რომ აფერისტი იყო და უამრავ ქალს გაუმწარა სიცოცხლე. მათგან მხოლოდ ფული აინტერესებდა. დაახლოებით ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბოლო დროს დედა და დათო ხშირად ჩხუბობდნენ. რაღაც ფულსა და საბუთებზე ლაპარაკობდნენ. ვაღიარებ, ძალიან მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ დედა მიხვდა თავის შეცდომას და მალე ამ კაცს სახლიდან გაუშვებდა. ერთ დღეს მართლა ასე მოხდა და ვიფიქრე, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფე-რი თავიდან დაიწყო და ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. მართლაც ასე მოხდა. დედამ მომიბოდიშა, რომ ამდენი წელი ნორმალურად ყურადღებასაც ვერ მაქცევდა, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას დიდი ხანი არ ეწერა. მამინაცვალი საბუთებით მოგვადგა და თან ვიღაც ორი მამაკაცი ახლდა. ერთზე თქვა, ჩემი ადვოკატიაო. აღმოჩნდა, რომ დედამ ორი წლის წინ პირველი სართული მის სახელზე გააფორმა. როგორც შემდეგ ამბობდა, არ ახსოვს, რაზე მოაწერინა ხელი ყოფილმა ქმარმა, მაგრამ სასამართლომ არაფერი გაითვალისწინა და პირველი სართული წაგვართვეს. მალე იქ მამინაცვალი გადმოვიდა საცხოვრებლად და ახლახან ცოლიც მოიყვანა.

- მთელი ეს წლები მამა არ გინახავს?
- არა, როგორც ვიცი, საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ცოცხალს არავინ დატოვებს. იმ ქალის ქმარი ემუქრება, ვისთან ერთადაც გაიქცა. ხშირად მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, რომ მასთან ჩავიდე, მაგრამ იმ ქალის დანახვა არ მინდა, ვინც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა. ჩვენი ბინის ამბავი გაიგო და დედაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თვითონ უარესი სისულელე გააკეთა და ხმას როგორ ამოიღებდა.

- ახლა პირველ სართულზე შენი მამინაცვალი ცხოვრობს ცოლთან ერთად?
- დიახ და ამის გამო სახლში მეგობრის მოყვანის მრცხვენია. ყველა ისე იცნობდა, როგორც მამაჩემს. რომ დაინახონ, ახალ ცოლთან ერთად ეზოში ნებივრობს, ალბათ, ყველას დასაცინი გავხდები. თუმცა ხანდახან მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იცის და უბრალოდ, მე არ მაგრძნობინებენ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ანა
იცხოვრე ლაღად და მხიარულად!შენ არაფერი დაგიშავებია! არც შენს მშობლებს...ის რაც თქვენს ოჯახში მოხდა არაა საოცრება,ამას ჰქვია ცხოვრება,თავისი შეცდომებით და უსიამოვნებებით...როგორ გადაუფორმა დედამ პირველი სართული? აჩუქა? აიყვანეთ ადვოკატი და გამოცდილ ნოტარიუსთან გაიარე კონსულტაცია...ამასობაში გაიზრდები,გათხოვდები და იმედია შენი მამინაცვალი მიხვდება რომ რაც არ ერგება,არ შეერგება! და სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობს!
03:34 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
nin
აქ სამარცხვინო არაფერია,უბრალოდ გამაღიზიანებელია რომ ფაქტიურად უცხო კაცის ხელში ჩააგდო ბინა.რაც შეეხება დედას მასაც ქონდა ბედნიერების უფლება ,მამასაც და იმ ქალსაც ვისთან ერთადაც გაიქცა,ესეიგი არ იყო ოჯახში სიყვარული და ძალით ცხოვრება კი ძნელია.
02:49 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
შენ ნუ განიცდი ასე შვილო, მიანდე უფალს იმ ყველა ადამიანის განსჯა ვინც შენ ამ დღეში ჩაგაგდო, მიიღე მეგობრები შენ სახლში, იცხოვრე ლაღად, ცოტა ხანში ნახავ როგორ შეიცვლება ყველაფერი, გვერდში დაუდექი დედას, ისწავლე რომ გახდე წაემატებული. ბედნიერებას გისურვებ. დედას გაუფრთხილდი, ის ყველაზე მეტად განიცდის თავის შეცდომას.
16:03 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატო
მეზიზგება ყველა ძროხა ქალიი, უტვინო ალბათ ასეთივეშტერი იყო მანამდეც და მიატოვა ქმარმა, რას უკეტებენ ამ ქალებს ეს კაცები ნეტაა გამაგებინაა, ასე რაა აშტერებთ
16:00 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Mერე არავინ ახლობელი Aრ გყავთ რომ ტყვია მოაჭედოს Uნამუსო შუბლში? Aნ შენ მოექეცი Aნ შენ მოექეცი ისე რომ ვეღარ შელოს მანდ ცხოვრება!
12:57 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mm
ცუდია,მაგრამ ხომ შეიძლება კიდევ უარესი რამ მომხდარიყო?მამაშენის ბრალია.დედა ცოდვაა,მოატყუა ნაძირალამ და ვერ გაიხარებს!ყველაფერს ეშველება,არ იდარდო და მომავალი არ გაიფუჭო.
00:31 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
დამიჯერე ყველამ ყველაფერი იცის და არ გაგრძნობინებენ. ეს დასაფასებელია. რაც შეეხება სიტუაციას, შენ ნუ გრცხვენია. იმათ შერცხვეთ ვისი ბრალიცაა ეს სიტუაცია, ანუ მშობლებს
14:46 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS