09 ივლისი, 2013
ქმარმა ძმაკაცების თვალწინ ლუდის ბოთლი მესროლა
ბედნიერმა დედამთილმა კი ორ დღეში ჩემი ტანსაცმელი და მზითვი დიდი მანქანით გამომიგზავნა. 
თქვენთან ხშირად წერენ ოჯახურ პრობლემებზე. განსაკუთრებულად ქალები, რომლებსაც ქმრები ამცირებენ. ერთი წელია მე და ალეკო ცოლ-ქმარი ვართ და ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარია.

მუშაობს, ყურადღებას არ მაკლებს, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭირს, როდესაც სახლში ძმაკაცები მოჰყავს, რადიკალურად იცვლება. მიყვირის, მამცირებს, ხანდახან მეტსახელებსაც მეძახის. როდესაც ძმაკაცები მიდიან, საათობით მებოდიშება და პატიებას მთხოვს. მპირდება, რომ ასე აღარ მოიქცევა.

უცნაური კიდევ ის
არის, რომ სხვა სტუმრებთან ასე არ იქცევა, მხოლოდ თავის ძმაკაცებთან. ორი დღის წინ ლუდის ცარიელი ბოთლი მესროლა. ამ დროს სახლში სტუმრად მისი ორი ძმაკაცი გვყავდა.

ამდენი ვეღარ მოვითმინე და სახლის ტანსაცმლით გამოვიქეცი. ტაქსიში ჩავჯექი, დედას მობილურზე დავურეკე, კორპუსთან დამხვდა და ფული გადაიხადა. მშობლებს ყველაფერი ვუთხარი. ალეკო ყოველდღე მირეკავს, მაგრამ ზარებს არ ვპასუხობ.

მამაჩემი დაემუქრა, აქ არ დაგინახო მოსული, თორემ მოგკლავო. ბედნიერმა დედამთილმა კი ორ დღეში ჩემი ტანსაცმელი და მზითვი დიდი მანქანით გამომიგზავნა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გამოსავალი
მერე ტაფა ვერ შეადგი გასაცხელებლად??? იცი რა უცებ მოვიდოდა აზრზე:)))) ეგ ზომები ჯერ არ მიმიღია მაგრამ ვიცი ეგ გზა უეჭველი გამოაფხიზლებს ყველას:)))) ის კი არა ძმაკაცებიც იგრძნობდნენ თუ რა ძლიერ უყვართ თავიანთი ოჯახები :)))
00:09 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მერე რა
მასეთი ნაგავი და დედას ტრუსიკი ყელში რომ ამომიოვიდა მივატოვე და შვილით გამოვიკეცი,სამაგიერიოდ ნამდვილ მამაკცს შევხვდი რომელმაც იცის ოჯახის ფასი და ჩემი შვილიც საკუთარივით უყვარს ,საერთო შვილიც გვყვავს და ძალიან ბწედნიეტრად ვცხოვრობთ,ასეთ ნაგავზე თავი არ მოიკლათ და Dროულად გაცილდით,მე ვნანობ რომ კიდევ დიდხანს ვითმინე და ნერვები გავიფუჭე,მე ბედნიერი ვარ ის კიხელიდანაა წასული,არ მიხარია მაგრამ არც მეცოდება
17:53 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
GOSHIIAA
gjerat es ambebi to? :d:d:d:d banalurad dawerili istoria ro yvela gaagijon da 2 wuti daakargino , am xalxsac meti ra unda egreve ro akomentareben :d:d:d:d vinc ar wers tavis problemebs da saxalxos xdis tavze botli ki ara unitazi unda gadaamtvrio
13:08 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
არც იდარდო მაგნაირთან დაშორებაზე დაია.მაგეთებს არაფერი გამოასწორებს.დაუნანებლად გაწყვიტე ურთიერთობა და ეცადე იპოვო შენი ნამდვილი ბედნიერება.
21:55 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნასროლი ბოთლი
კაცი ნამდვილად არაკაცია ....მარა ქალი კი ძააააააალიან დებბბბილი :)))
16:19 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS