09 ივლისი, 2013
ქმარმა ძმაკაცების თვალწინ ლუდის ბოთლი მესროლა
ბედნიერმა დედამთილმა კი ორ დღეში ჩემი ტანსაცმელი და მზითვი დიდი მანქანით გამომიგზავნა. 
თქვენთან ხშირად წერენ ოჯახურ პრობლემებზე. განსაკუთრებულად ქალები, რომლებსაც ქმრები ამცირებენ. ერთი წელია მე და ალეკო ცოლ-ქმარი ვართ და ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარია.

მუშაობს, ყურადღებას არ მაკლებს, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭირს, როდესაც სახლში ძმაკაცები მოჰყავს, რადიკალურად იცვლება. მიყვირის, მამცირებს, ხანდახან მეტსახელებსაც მეძახის. როდესაც ძმაკაცები მიდიან, საათობით მებოდიშება და პატიებას მთხოვს. მპირდება, რომ ასე აღარ მოიქცევა.

უცნაური კიდევ ის
არის, რომ სხვა სტუმრებთან ასე არ იქცევა, მხოლოდ თავის ძმაკაცებთან. ორი დღის წინ ლუდის ცარიელი ბოთლი მესროლა. ამ დროს სახლში სტუმრად მისი ორი ძმაკაცი გვყავდა.

ამდენი ვეღარ მოვითმინე და სახლის ტანსაცმლით გამოვიქეცი. ტაქსიში ჩავჯექი, დედას მობილურზე დავურეკე, კორპუსთან დამხვდა და ფული გადაიხადა. მშობლებს ყველაფერი ვუთხარი. ალეკო ყოველდღე მირეკავს, მაგრამ ზარებს არ ვპასუხობ.

მამაჩემი დაემუქრა, აქ არ დაგინახო მოსული, თორემ მოგკლავო. ბედნიერმა დედამთილმა კი ორ დღეში ჩემი ტანსაცმელი და მზითვი დიდი მანქანით გამომიგზავნა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ანი
სენ კიდევ დანა უნდა გესროლა მაგ ახვრისტვის!
14:42 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS