18 თებერვალი, 2015
''ვნანობ, რომ მეუღლე რეანიმაციის კართან მივატოვე...''
დეა 26 წლისაა და 8 წლის სანდროს ზრდის. რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა, უნდოდა, მშვიდად მოეგვარებინა ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ნათესაობისთვის საძულველ ქალად იქცა.

- მე და გოჩას სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ბინა მეზობელ კორპუსში ვიყიდეთ, ერთ დღეს მაღაზიაში შევხვდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მალე შემიყვარდა, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ბოლოს მშობლების თხოვნით უფრო დავქორწინდით, რადგან ჩემებს არ მოსწონდათ, რომ სულ ერთად ვიყავით და ხშირად მარტოც ვრჩებოდით. ქორწინებამ არაფერი შეცვალა. ერთადერთი
მუშაობა დაიწყო და ოჯახს თვითონ არჩენდა. დედამთილი თავს მევლებოდა, მამამთილი საზღვარგარეთ მუშაობდა და ჩვენი დაოჯახების შემდეგ ჩამოვიდა. ტკბილად ვცხოვრობდით, თითქოს არაფერი გვაკლდა. ბიჭი შეგვეძინა.

- ასეთი იდილია როდის დაირღვა?
- სამი წლის წინ, როდესაც გოჩას სამსახურში ვინმე გენომ დაიწყო მუშაობა. არ ვიცი, როგორ აიყოლია ჩემი ქმარი. სამსახურის შემდეგ ხშირად რესტორანში მიდიოდნენ და იქიდან ნასვამი მოდიოდა. თავიდან ეს კვირაში ერთხელ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ძალიან მოუხშირა. არაფერს მიშავებდა, ფულსაც ბევრს არ ხარჯავდა. იმ ბიჭის ძმის რესტორანში დადიოდნენ და საჭმელში ფულს არ ახდევინებდნენ, მაგრამ რა სასიამოვნოა, ყოველ ღამე მთვრალ ქმარს ელოდო.

- სამსახურში სიარული არ უჭირდა?
- არა, რომელ საათზეც გინდა მოსულიყო, სამსახურში არასოდეს იგვიანებდა. დილას ყავას სვამდა, სახეზე ცივ წყალს ისხამდა, ძლივს ფხიზლდებოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა. მშობლები დიდად არ რეაგირებდნენ, ხშირად ვერც იგებდნენ, რომელ საათზე მოდიოდა და თან, ხომ გეუბნებით, არც ჩხუბობდა და არაფერს გვიშავებდა. ერთ დღესაც ყელში ამომივიდა ყველაფერი და დავემუქრე, რომ დედაჩემთან დავბრუნდებოდი. არ დაიჯერა, სასაცილოდ არ ეყო და რამდენიმე დღეში სახლში რომ აღარ დავხვდი, გამოფხიზლდა. სამი დღე მეხვეწებოდა შერიგებას და ბოლოს დამითანხმა. პირობა დადო, რომ აღარ დალევდა. ერთ კვირაზე მეტი ვერ გაძლო. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი და ბოლოს გამოვუცხადე, რომ საბოლოოდ ვშორდებოდი.

იმ პერიოდში ჩემი ბიძაშვილი გადამეკიდა, დასასვენებლად თურქეთში წავიდეთო. ყველაფერი მზად გვქონდა და 18 აგვისტოს გამთენიისას უნდა გავფრენილიყავით. გოჩამ ყველაფერი იცოდა, ერთი კვირის დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მეზობლებს ჯერ არ გაეგოთ. ღამის 11 საათზე ჩემმა დედამთილმა დამირეკა, გოჩა დაჭრეს და საავადმყოფოში ვართ Yყველა, იქნებ მოხვიდეო. ვიფიქრე, ვენები გადაიჭრა ან რაღაც გაითამაშა-მეთქი და რეანიმაციის კართან მისული უკან გამოვბრუნდი, ისე, რომ არავინ მინახავს. იმ ღამეს თურქეთში გავფრინდი. დედაჩემს ვუთხარი, ცუდი არაფერი შეეტყობინებინა. ერთი კვირა იდეალურად დავისვენე და რომ ჩამოვედი, ჩემი ყოფილი ქმარი ისევ უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა. ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს და ძლივს გადარჩა, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. გონზე მოსულს დედამისი ყველაფერს მოუყვა, თურმე პირველი ის იკითხა, დასასვენებლად თუ წავედი.

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- დასანახავად ვერ მიტანს. მეზობლებიც მის მხარეს არიან, იმიტომ, რომ ბავშვობიდან იცნობენ და მე მამტყუნებენ. უკვე იქ ცხოვრებაც აუტანელია. დედას ვეხვეწები, რომ ბინა გავყიდოთ და იქაურობას გავერიდოთ. ბავშვი სულ მამასთან არის. გიჟდება მათზე. თან, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ აგდებულად მელაპარაკება, მგონია, რომ ჩემ წინააღმდეგ აქეზებენ. ყველაფერი მტკივა, როდესაც მახსენდება, რომ მეუღლე რეანიმაციის კართან მივატოვე...

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
დავით
კიმაგრამ რატომდაიწყო სმა კაცმა,ეს არის საკიტხავი? რატო არ იძახის ეს უსულგულო ქალი, ეგრევე რომ წერტ ლოთი ქმარიო. პატიოსანი შრომის მოყვარე ბიჭი ყოფილა და მერე გალოთდა? ცოლის გამო დაიწყო სმა. ჩვეულებრივი ქალური გულცივობაა მას არც არასდროს ყვარებია მისი ქმარი და იმიტომ დაიკიდა უფრო გაუხარდებოდა რეანიმაციაში რომ მომკვდარიყოაი მერე აიშვებდა კუდა ნახუ.....
18:19 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ეს ქალი იყო გაურკვევლობაში ტავიდანვე კი არ უნდა წამოსულიყო რჩევა დარიგება ეკითხა სხვისი აზრი მოესმინა.მართლა ძნელია ნასვამი კაცი ყოველ დგე ჩემი აზრით ტუ პათოლოგი არ იყო შეიდლებოდა მიდგო ისე რო ყველაფერი ლამაზად დამტავრებოდა . მე 7 მყავს ადამიანი რომელიც ეჩვიანი მაგრამ ისე ვუდგები რო თვითონაც გაუგნებულია .მაგრამ მთავარია ადამიანს უყვარდე და პატივს ქცემდეს დანარჩენს მიდგომა უნდა ჩემი გამოცტილებიტ
01:31 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დედა
ისე ცოლი რომ ყოფოლიყო რეანიმაციაში და ქმარი წასულიყო დასასვენებლად ,თანაც მაშინ როცა უკვე ურთიერთობა გაფუჭებული იყო, დარწმუნებული ვარ რომ ყველა გაამართლებდა. ისე რასაც დასთეს იმას მოიმკიო ნათქვამია. ხოდა იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა რაც დათესა ის მოიმკო. ნათესავები მაშინ რატომ არ ერეოდნენ ,როცა ის ყოველ დღე სვამდა? თუ ეს მისაღებია?
11:30 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამნაირ ქალებს ვერასოდეს გავამართლებ.თუ უყვარდა და ოჯახი უნდოდა იმ სიმტვრსლესაც აიტანდა,მითუმეტეს არ ამწარებდა.ან რა გულმა გაუძლო და მიატოვა.უცხოს არ ტოვებს წესიერი ადამიანი მასეთ დროს.
11:22 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ცანცარა გოგო ყოპილა, უცხოს არ მიატოვებენ სავადმყოპოს კარტან, ამბის კიტხვაც არ იკადრა, ბოლობოლო ტავის შვილის მამა იყო, ოდესგაც ხომ უყვარდა
20:03 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
ნინი, აბსოლუტურად გეთანხმები)) ერთადერთი ნორმალურად მოაზროვნე შენ დარჩი ამდენ ვაი-ჭკუის-დამრიგებელში)) ასეთ ქმრებს რომ იტანთ, ზუსტად იმიტომ არის თავზე რომ გა...ვამენ და ცხვირ-პირში გიბრახუნებენ !! ნეტა ქმარი თუ აგიტანთ ყოველ დღე ახალ დაქალთან ერთად დასალევად ან კლუბში თუ წახვალთ?? ასე თავს რატომ იმცირებთ?? ან ეს გამოთქმა რაღა იყო - "სექსის გამო თხოვდებით?" თუმცა, მართალია, სექსი უნდა გქონდეს მაშინ, როცა შენს ცხოველ ქმარს ამის სურვილი გაუჩნდება და 1კვირიანი გადაბმული სმის მერე ქალი მოუნდება??? ქალებო, ასე რატომ იკნინებთ თავს, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თვითონ ხდით საკუთარ თავს სხვის მოსამსახურედ და მხოლოდ ცხოველური ვნების დაკმაყოფილების საშუალებად?????????
11:20 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ამ ქალს გამართლება არ აქვს ჩემს თვალში!!! რეანიმაციაში მყოფი ქმარი როგორ მიატოვა და დასასვენებლად წავიდა, თან 1 კვირის გაშორებულიო. ცანცარა დედაკაცი...
07:52 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ma.na
ერთი ჩვეულებრივი იდიოტი გოგო !!! და არც გაბედოთ ვინმემ მისი გამართლება !! მისი მეუგლე კარგი იყო თუ ცუდი... გმერთმა ყველა დაგიფაროთ და, მამათქვენი წარმოიდგინეთ რეანიმაციის კართან მიტოვებული, თქვენი ძვირფასი დედისგანნ !! თურქეთი ჯობია არა ?! ფრთხილად, გმერთი მაღლაა !! და ბიჭი ეზრდებაა !!!
02:19 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ყვინჩა
Nეტა არავინ ურჩია რომ არ წასულიყო? თუ ფული ქონდა გადახდილი და დაკარგვის შეეშინდა?ადამიანი რომელიც გიყვარს არასდროს უნდა მიატოვო მითუმსტეს სიკვდილის პირას მყოფი.ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, როცა გიყვარს ყველაფერი გამოგივა, მაგრამ ამ გოგოს საქციელიდან გამომდინარე არ ყვარებია.ამიტომ რა აწუხებს ვერ ვხვდები.ქმრის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
16:35 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კაცები ხო რას ამბობ რა დაგინდობენ
ამ გოგოსი მესმის, ქმარს არანაერი ხათრი არ გააჩნდა მის მიმართ და რა ქალს აქვს ვალდებულება მარტო ოჯახი შეინარჩუნოს და კაცს არა? თუ რა ხდება ?იმიტომ არიან კაცები გაბლატავებულები რომ ასეთი მენტალიტეტია საქართველოში,პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება ისე რომ... და შვილს რაც შეეხება კატეგორიულად უნდა გააფრტხილო ქმარი და მისი ოჯახის წევრები რომ დედის ჭინააღმდეგ ნუ განაწყობენ,რომელ კულტურას მიეკუთვნება ეს ხალხი რა
14:14 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS