16 თებერვალი, 2015
"ცოლად ბავშვიანი ქალი მოვიყვანე და გერი შუაში გვიწვება...''
28 წლის თემო დიდი ხანი ფიქრობდა, სანამ ამ ისტორიას საზოგადოების წინაშე გამოიტანდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სამი თვეა რაც დაოჯახდა და პრობლემის შესახებ უახლოეს მეგობარსაც ვერ უყვება.

- სამი თვეა რაც დავოჯახდი და ამის გამო საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წასვლამ მომიწია. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი მომავალი მეუღლე შვილიანი გახლდათ და ამის გაგონება მშობლებს სასტიკად არ უნდოდათ. ლენკა საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. არ
დაუმალავს, რომ შვილი ჰყავდა. მეუღლეს დაშორებული იყო, თან ის ბიჭი ნარკომანი ყოფილა და ამათი გაყრიდან მალე გარდაცვლილა. ტირილით მომიყვა ყოფილი დედამთილი მადანაშაულებს, შენ რომ არ წასულიყავი, დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდაო.
- როგორც ვხვდები, მალე დაახლოვდით.
- გაცნობიდან ერთ კვირაში სიყვარული ავუხსენი. რაღაცნაირი გოგო აღმოჩნდა. თან ვითომ თავისუფალი, მაგრამ ზედმეტად ახლოს არ მიკარებდა. სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და არასოდეს მეპატიჟებოდა მარტოს თუნდაც ჭიქა ყავაზე. უხერხულია, მაგრამ გაცნობიდან ერთ თვეში კოცნაზეც ძლისვ დავითანხმე.
- ფიზიკური ურთიერთობა პირველ რიგში რას შეცვლიდა?
- ალბათ იმას, რომ დღეს მისი ქმარი აღარ ვიქნებოდი და საყვარლის სტატუსს იდეალურად მოვირგებდი. მე კი ისე მინდოდა მისი დაუფლება, რომ ყველაფერზე მზად ვიყავი. ცოლობა რომ ვთხოვე, თითქოს ელოდა, მაგრამ თან ძალიან გაუკვირდა. პასუხის მაგიერ მკითხა, ჩემმა მშობლებმა თუ იცოდნენ. რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, მაგის თქმას როგორ გავბედავდი. ბოლოს როდესაც ლენკას ცოლად მოყვანა გადავწყვიტე, მაშინაც ჩემმა დებმა უთხრეს და დღემდე ჩემი დანახვა არ უნდა არცერთს.
- ასე მძიმედ რატომ მიიღეს.
- თავიდან არ გაგიჟებულან, გოგოებმა ისე უთხრეს, რომ გატანჯული გოგო იყო, წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვემართოს იგივე, აღარ უნდა გავთხოვდეთო? - მაგრამ დედას ლენკას დედამთილი მოუძებნია და იმ ქალს უთქვამს, რომ ქმრის სიკვდილის შემდეგ სულ ნაირ-ნაირი საყვარები ჰყავს და მათ კმაყოფაზე ცხოვრობსო. თან ყველა სახლში მიჰყავსო. დედის ნათქვამი არ დავიჯერე და ჩვენს საერთო ნაცნობებთან გადავამოწმე. თავიდან უარზე წავიდნენ, მაგრამ აღიარეს, ვიღაცები კი ცხოვრობდნენ მაგასთან, მაგრამ როგორც ვიცით, ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონდათო. ამის დაჯერება როგორ შეიძლებოდა, მაგრამ დავიჯერე და კიდევ ერთხელ ვთხოვე ხელი ლენკას. სახლში მიყვანა გამორიცხული იყო და შევთავაზე ქირით გადავსულიყავით. ამაზე მომავალმა ცოლმა მითხრა, რომ ზედმეტი ხარჯის ასარიდებლად სასურველი იქნებოდა მე გადავსულიყავი მასთან. ვიწროდ ცხოვრობდა, მაგრამ სამი ადამიანი დავეტეოდით.
- ალბათ ამ წინადადებამ უფრო მეტად გაგახარა.
- რა თქმა უნდა, გადასვლამდე ერთი კვირით ადრე ბავშვიც გამაცნო. საჩუქრებით მალე მივიჩვიე და სამ დღეში მამას მეძახდა. ეს ცოტა უხერხულობას მიქმნიდა, თან მეგობრები დამცინოდნენ, მამა კი არა მამა-ძია ხარო. ლენკამ ბავშვი ერთი კვირით დედამთილთან გაუშვა და თაფლობის კვირა მოვიწყეთ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეუღლისგან მაინც სიცივეს ვგრძნობდი. ბავშვის დაბრუნების შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო. პირველივე ღამეს გაეღვიძა და ჩვენ საწოლთან მოვიდა. ლენკამ შუაში ჩააწვინა და მთელი ღამე საყვარელი ქალის ნაცვლად სხვისი შვილის გვერდზე გავატარე. მეორე ღამეს იგივე განმეორდა, მესამე, მეოთხე და ცოლს მორიდებით ვკითხე, იქნებ ბავშვი რომ დაიძინებს თავის საწოლში გადააწვინო-მეთქი. სკანდალი მომიწყო, ჩემ შვილს არცერთი კაცის გამო არ გავანერვიულებო. ისევ მე დავთმე.
- ახლა როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება?
- სამი თვეა ერთად ვართ და იშვიათად ეს ბავშვი რომ ბებიასთან მიდის, შინ მისვლა მიხარია. დანარჩენ დღეებში კი შუაში გვიწევს. ერთხელ ლენკას ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა საკუტარი შვილი გვყოლოდა, მაგრამ ცივად მომიგო, სანამ ბექუნა ათი წლის არ გახდება მეორე შვილზე არ ვიფიქრებო.
- იქნებ დედაშენი მართალია და ლენკასთვის მორიგი კაცი ხარ რომელსაც გიყენებს?
- ამაზე მეც სერიოზულად ვფიქრობ, რადგან სმა-ჭამა, ჩაცმა-დახურვა მე მაბარია. მეუღლე თავად არ მუშაობს, მშობლები სოფელში ცხოვრობენ და იშვიათად ჩადის მათ სანახავად. ვიცი, რომ გერმანიაში მცხოვრები ძმა ყოველთვე უგზავნის ფულს, მაგრამ არასოდეს არაფერში დაუხარჯავს, რაც ერტად ვცხოვრობთ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ნატო
ახია შენზე.რო მოგყავდა არ იცოდი ვინ მოგყავდა?მასეთები ნადირობენ კაცებზე მარა კაცი ხო არ უნდა იყო უნებისყოფო.ხო უნდა მიხვდე რომ ეგ დროებითია და მალე მოგბეზრდება.
23:37 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ბარსა
შენ ვერხარ კაცური კაცი დალაგებულ აზრზე და მიმართე ვინმეს პატარაზე როგორუნდა ილაპარაკო ეგრე ის მოგეჩვია და მიტო გიწვება შუაში შენი შვილი როიკოს დაწერდი აქ მაგას შვილი არმაცლის ცოლთან დაწოლასო სირიხარ რა მაგარი თან
06:36 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
ჯერ შენი კაცობის ამბავი მანდ ვლინდება რა ბანძიც ხარ რო ოჯახში ვერ აგვარებ.იმდენად ბანძი ხარ რომ დედაც კი არ სცემს შენს გადაწყვეტილებას პატივს!აქ რო დგახარ და ტირიხარ არ ჯობია ჯერ შენს კაცობას მიხედო??თუ ის გოგო შეგიყვარდა იმის შვილი საკუთარივით არ უნდა მიიღო?ეს ყველაფერი იმდენად კარგად მესმის რომ ამ წამს სურვილი მაქვს შენნაერ კაცს ყელი გამოვღადრო!მეც მსგავს სიტუაციაში ვარ და მყავს შვილი.ჯერ ჩემს ქმარს იმხელა კაცობა აქვს რომ მთელმა ოჯახმა ისე მიგვიღო მეც და ჩემი შვილიც რომ მე თვითონვე გაოგნებული ვარ დღემდე.იმიტომ რომ დღემდე ასე გრძელდება და ჩემს შვილს საკუთარივით უვლიან.რაც შეეხება ჩემს შვილს დღემდე შუაში გვიწევს,მამას ეძახის და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ და უკვე მისგან შვილსაც ველოდები,ღამე იმხელაა შეგიძლია ბავშვი დააძინო მშვიდად მოფერებით და შემდეგ მძინარე დააწვინო თავის საწოლში და მერე გესიყვარულა იმ ცოლთან.მაგრამ შენ იმდენად არაკაცი ხარ აქ დგახარ წერ ტირიხარ შენვე და შენივე სიტყვებიდან გამომდინარე ამტკიცებ იმას რომ ის ბავშვი მაგარი გკიდია და არანაერი გრძნობა არ გაგაჩნია არც იმ საცოდავი გოგოს მიმართ და ბავშის ხო საერთოდ! შენ რომ რამე კაცობის გქონდეს ჯერ იმ ბავშვს შეიყვარებდი და აქ არ დაწერდი სექსში ხელს როგორ გიშლის.და ბოლოს!კი მაგრამ თუ ეგ ბავშვი ხელს გიშლის სურვილის დაკმაყოფილებაში მეორეს როგორღა სთხოვდი
04:31 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ia
ვერგავიგე ეს ქალი ცოლად მოიყვანე თუ ცოლად მოგიყვანა.... კაცი არ ხარ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. ისე უნდა იყოს როგორც შენ გადაწყვეტ რადგან შენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული და ის გვერდში უნდა გედგეს და არა განზე იყოს და მარტო თავის სურვილებს რომ ისრულებს ეს ასე არ არის. ალბად იმ ქალს მარჩენალი კაცი ჭირდებოდა და გიშოვა.....
11:05 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ჰაჰაჰააა გაუგეს ერთნაირება ერთმანეთს, რა კომენტარებს წერენ კაცები გავგიჯდი , თავის მოჩრა და სირცხვილი
16:39 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
goga
იცი რა ძმაო, ის დროა ცოტა მკაცრად უთხრა მაგ შენს მის ორიგინალობას რომ შეცვალოთ რაღაც. თუ არა და მოგიწევს აიტანო ეს ყველაფერი, რაც აშკარად ძაან რთული ასატანია... ჩემი რჩევა იქნება კარგად დაფიქრდე, ღიირს კი მაგ ქალთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება? გიყვარს ისე რასაც , მართლა სიყვარული ჰქვია??? .. დაფიქრდი ვაჟკაც.
15:14 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მარი 100% იანი ხარ! ვისაც ამ კაცის ესმის და უგებს ვაი თქვენ რა! წარმატებებს გისრვებთ :D
14:11 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
აი კაცების ტირილი და წუწუნი პირველად მოვისმინე რა! თქვე დალოცვილებო ძაან მაგარი როჯები რო გგონიათ თავები მაშინ თუ მართლა ასეთები ხართ ნუ ატყუებინებთ ქალებს თავს რაა! თუ არადა თავად ისე მოაგვარე პრობლემა რო სხვები არ დააზარალო და არ იტირო რაც მთავარია! ქართველი ვაჟკაცები თურმე თავს ვერ იკავებენ :D და მერე მსხვერპლები ხდებიან , ფუუუუ
14:10 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
აბსოლიტურად ვეთანხმები ბესოს, აი ამ ნენესი კი ვერაფერი გავიგე, ვინ რას თამაშობს რა პატიოსნება და რაღაცეებიო, კიდევ ერთი არ მესმის რა კაცი რო დადის და საყვარლებს არ იკლებს ეგ არაპატიოსნება არ არის და ქალს როზგი უნდა გადაუჭიროთ ზურგზე თუ ვინმესთან სექსუალური კავშირი აქვს? ხო და კაცისგან ისიც საპაიებელია საყვარლებს რო გაიჩენს ნუ კაციაა და აბა რაააა :) ვაი რა საცოდაობაა!
12:32 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ერთი კაცი
ყველანაირად მესმის თემოს. მეც დაახლოებით იგივე ისტორია გადამხდა თავს. ყველაფრით პერსპექტიულმა ახალგაზრდა კაცმა ქმარს გაცილებული შვილიანი ქალი მოვიყვანე ცოლად. დედისა და დისგან იგივე წინააღმდეგობები შემხვდა, რაც თემოს. სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება არ აეწყო და დავცილდით. შემდეგ მან ყოფილ ქმართან გააგრძელა ცხოვრება, მე კი ახალი ოჯახი შევქმენი... გავიდა წლები და ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მისი ქმარიც. გვერდით დავუდექი ჩემს პირველ ცოლსა და მის შვილს, ყველანაირად ვეხმარებოდი. ერთწლიანი ტრაურის შემდეგ ის ისევ ჩემი გახდა. გარკვეული დროის თანაცხოვრების შემდეგ ის ჩემს მიმართ გაცივდა, დაიწყო კონფლიქტები და ჩვენ ისევ დავცილდით. ახალი წლის დადგომამდე დამირეკა და მომიკითხა. საჩუქრებით ხელდამშვენებული გიჟივით გავარდი მასთან. მოკლედ რომ ვთქვა ისევ ცოლობა ვთხოვე, რაზეც უარით მიპასუხა (მის ვაჟიშვილს სურს ჩვენი ერთად ყოფნა). როდესაც უარის მიზეზები ვკითხე, მიპასუხა რომ პირველად ყოფილი ქმრის ჯინაზე გამომყვა ცოლად, ხოლო მეორედ ჩემი მომაბეზრებლობის გამო. მოკლედ ყოველივე ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარი შეცდომა, რომელიც შეგნებულად დავუშვი ახალგაზრდობაში! დასკვნა: სიყვარული აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი. თემო! თუ მას არ უნდა შენგან შვილის გაჩენა, ამაზე უნდა დაფიქრდე. არ გამოგიყენოს ისე, როგორც მე გამომიყენეს ჩემი ბრმა სიყვარულის გამო.
10:55 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS