10 თებერვალი, 2015
''15 წლის შვილი ფეხმძიმედ მყავს და არ მეუბნება, ვისგან...''
42 წლის ქალის ინტერვიუ, ალბათ, ცოტა შეგაშინებთ და ეცდებით, შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რათა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როგორშიც დღეს ქალბატონი ელენეა.

- გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ რამაზს მალე შევეგუე, ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო და თავს მევლებოდა. რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა, ორივე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სანატრელი გოგონა ნონიკო შეგვეძინა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდად გავზარდეთ, მაგრამ უკვე გვიანია. მის ყველა ახირებას
ვასრულებდით, ღამე მამამისი რამდენჯერ ლოგინიდან ამდგარა, რომ შვილისთვის ჩიპსები ან შოკოლადი ამოეტანა მაღაზიიდან.
- მეორე შვილი არ შეგეძინათ?
- დიახ, შმაგი ახლა 7 წლის მყავს, მაგრამ რაღაცნაირად დაიჩაგრა. ყველას ეგონა, რადგან ბიჭი დაიბადა, ნონიკოს ყურადღება მოაკლდებოდა, მაგრამ პირიქით... შმაგი სამი წლის იყო, როცა ჩემმა მეუღლემ სამუშაოდ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა. გოგონა იზრდება, უნივერსიტეტში სწავლის ფული უნდა შევუგროვო და ცალკე ბინა ვუყიდოო. არ მესიამოვნა, ორი შვილით მარტო ვრჩებოდი, თან მართლა არ გვიჭირდა, ორივე ვმუშაობდით და საშუალოდ ვცხოვრობდით. მეუღლეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ორ თვეში მართლა გერმანიაში წავ-იდა. იქ ვერ აეწყო და საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. ახლა კარგადაა, ამბობს, რომ ლეგალურად მუშაობს და ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გვიგზავნის.
- მას შემდეგ არ ჩამოსულა?
- არა, რამდენჯერმე მითხრა, რომ მე ჩავსულიყავი, ოღონდ სანახავად, მაგრამ საელჩომ არ გამიშვა. შემდეგ არალეგალურად ვცადე, მაგრამ შმაგი მარტო ვერ რჩება, როცა გაიგო მივდიოდი, ნერვიულობისგან სიცხე მისცა, ბავშვი კინაღამ მომიკვდა. ისედაც დაიჩაგრა, უმამოდ იზრდება და ვერ მივატოვე.
- ნონიკოს და მამამისს როგორი ურთიერთობა აქვთ?
- იდეალური, ყოველ საღამოს მეუღლე ''სკაიპით'' გველაპარაკება და ნონიკოს განსაკუთრებულად ეფერება. ჩემთან და ბიჭთან თითქოს მოვალეობას იხდის. არ მომწონდა ასე ცხოვრება, მაგრამ ბოლოს უქმროდ ცხოვრებას მეც შევეჩვიე, სანამ ეს უბედურება არ დამატყდა თავს.
ჩემი გოგონას სამეგობრო წრე მას შემდეგ აღარ მომწონდა, რაც მამამისის დაძალებით კერძო სკოლაში გადავიყვანე. აურია, შინ გვიან ბრუნდებოდა, ახალი მეგობრები გაიჩინა და მეუბნებოდა, რომ კლუბებში დადიოდა და იმიტომ ბრუნდებოდა ღამის 12 საათზე. მამამისით დავემუქრე და ცოტა ხანს დაწყნარდა, მაგრამ მერე ისევ აიშვა. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ფეხმძიმედაა. ძმამ მოუსმინა, კლასელს რომ ელაპარაკებოდა. ბავშვმა გახარებულმა მითხრა, დედა, ნონიკოს შვილი ეყოლებაო. კინაღამ გავგიჟდი, შვილის ოთახში შევვარდი და მინდოდა მომეკლა. თავიდან დამიმალა, მაგრამ მერე ვეღარ უარყო. არ მეუბნება, ვისგან არის ფეხმძიმედ, მიუვარდები და ჩემს ცოლად მოყვანას აიძულებო.
- ბავშვის გაჩენას აპირებს?
- თვითონ ბავშვია, მაგან შვილი როგორ უნდა გააჩინოს და გაზარდოს. მეუბნება, რომ აბორტზე არ გამომყვება, რადგან შვილი უნდა. ლამის შევიშალო, ფეხმძიმე გოგოს ხელი როგორ დავარ-ტყა. მამამისს ვერ ვეუბნები, მეშინია, არ გაგიჟდეს, მაგრამ უკვე მაგაშიც ეჭვი მეპარება. იმ დღეს შევაპარე, ნონიკო კლუბებში დადის-მეთქი და ისეთი ასაკი აქვს, ახლა უნდა გაატაროს დროო. ან ევროპულ ცხოვრებას მიეჩვია, ან ისეთი დაბრმავებულია, რომ შვილს ყველა უსაქციელობას აპატიებს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
tiko
Rasakvirvelia aborti sashinelebaa da arc unda ifiqrros masze magram is noniko iseti tavnebaa sheidzleba mere usayveduros ratom ar damadzalet abortio ras gaugeb
17:44 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
არ შეცდეთ ელენე, თუ გინდა შენიშვილის ნდობა და სიყვარული მოიპოვო ამ რთულ სიტუაციაში გვერდში დაუდექით და ბავშვი სიკვდილისათვის არ გაიმეტოთ. მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობას ვერ მოიშორებთ.
16:58 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქალბატონო ელენე, კარგი იყო არ მომხდარიყო, მაგრამ ეხლა არ დაუშვათ შეცდომა და არ მოაშოროთ ბავშვი, აუცილებლად უნდა გააჩინოს, თორემ თქვენი შვილი არასოდეს გაპატიებსთ, შემდეგში არც თქვენ აპატიებთ თქვენ თავს. გაიხსენეთ ღმერთმა რა გვიან მოგცათ დედობის უფლება, თქვენ მხარში უნდა ამოუდგეთ და გაზარდოთ პატარა (ძველი შეცდომების გამეორების გარეშე), მით უმეტეს ეკონომიურად არ გიჭირსთ.გაზარდეთ, აუცილებლად გაზარდეთ. ნონიკოს თუ არ უნდა თქვას ვინ არის ბავშვის მამა, თავი დაანებეთ, არაა საჭირო, ის ადამიანი არამზადაა და ღმერთი დასჯის. მეც დედა ვარ და მეც შეიძლება აღმოვჩნდე მსგავს სიტუაციაში. გულით გეუბნებით ჩემს შვილს გვერდში დავუდგები, მით უმეტეს არასრულწლოვანს, თვითონ, რომ უნდოდეს ბავშვის მოშორება მე არ დავუშვებ და ღვთის შეწევნით გავზრდით. თქვენი კეთილისმსურველი.
16:51 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
17 წლის ვარ
და ზუსტად ვხვდები ახლა რა ხდება იმ გოგოს გულში თავში და გრძნობებში,ცოტა ძნელია ამ ასაკთან გამკლავება და იმისათვისს რომ შეცდომა არ დაუშვა მშობელი უნდა დაგიდგეს გვერდით რისთვისაც პირველრიგში საჭიროა მისი ნდობა გქონდეს რომ ყველაფერი გაუმხილო მაგრამ თქვენ არ გვიჩენთ ამის სურვილს,გვაკომპლექსებთ და გვაიძულებთ ყველაფერი თქვენს უჩუმრად გავაკეთოთ.აბორტს თუ გააკეთებინებთ თქვენც ინანებთ მთელი ცხოვრება და თქვენს შვილს ფსიქიკას დაურღვევთ, ვერასოდეს მოიშორებს დანაშაულის გრძნობას მითუმეტეს თუ შვილის გაჩენა უნდა,ეს კატასტროფა შენც ქალი ხარ და იცი ამაზე დიდი ტკივილი ქალისთვის რომ არარსებობს მოგიკლან ჯერ არ დაბადებული შვილი რომელიც სიყვარულით ჩაისახა
15:58 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიმაი
მე 17 წლის ვარ და ზუსტად ვიცი ეხლა რა ხდება თქვენი შვილის თავში გონებაშიდ ა ორგანიზმში , ძნელია ამა საკს გაუმკლავდე მარტო,თქვენი ბრალია რო თქვენმა გოგონამ მესაიდუმლედ არ აგირჩიათ , ხელი დაარტყათ ეს რა საქციელია?არც აბორტის გაკეთება არაა სწორი ,რა სისსულელა,ამით პირველ რიგში მის სულიერ მდგომარეობას გაუჩენთ ბზარს და მერე ფსიქიკურად აიშლება,ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ დაარანაირად არ გირჩევთ აბორტის გაკეთებას ეს კატასტროფა იქნება,გეშინოდეთ უფლის!
15:51 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
ძალიან მძიმე სიტუაციაა... სამწუხაროა რომ მშობლები თავიდან ანებივრებენ შვილებს და ჰგონიათ თითქოს ყველაფერს უკეთებენ, მაგრამ აღზრდა, რაც ყველაზე მთავარია ავიწყდებათ და სათანადო ყურადგებას არ აქცევენ შვილებს... დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილი ცუდს არაფერს გააკეთებს, რადგან არ უნდათ ამის წარმოდგენა... "ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ის ამას არასოდეს გააკეთებს"-ხშირად მოგვისმენია ყველას. სწორედ ეს დამოკიდებულებაა ყველაზე არასწორი. სწორად გაზარდეთ შვილები და იყავით მათთვის საუკეთესო მაგალითი. და თუკი ამას არ გააკეთებთ მაშინ ნურც შედეგი გაგაკვირვებთ! ახლა კი მთავარ საკითხზე გადავალ. როგორ უნდა ელაპარაკო ადამიანს სწორ საქციელზე და ბავშვის სწორად აღზრდაზე, რომელსაც არ ესმის აბორტის არსი... რომელიც ამ სიტუაციაშიც კი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს! აბორტი, ეს საშინელებაა, უდუდესი ცოდვაა. ადამიანი რომც არ იყოს მორწმუნე, და არ აინტერესებდეს ცოდვა და არ აღიარებდეს მას, უნდა ესმოდეს მკვლელობის არსი. აბორტი მკვლელობაა, საკუთარი სისხლის და ხორცის მკვლელობა. არადა როგორი ძვირფასია ის ადამიანი და როგორ უზომოდ შეგიყვარდებათ ყველას. აბორტით ელენეს ცხოვრებას ვერ შეცვლით და რეალობაც რეალობათ დარჩება. ამას კი დაემატება სტრესი რომელიც მას მთელი ცხოვრება დაყანჯავს ამ ამბის გამო და დამიჯერეთ ვერასოდეს გაპატიებთ ამას, ვერც საკუთარ თავს და დიდი ალბათობაა შეგიძულოთ კიდეც. ასევე ნუგა გაგაკვირვებთ მისი უარესი საქციელი! გაინტერესებთ სწორი რა არის?! მან ეს ბავშვი უნდა გააჩინოს! აუცილებლად! თქვენ დაეხმარებით რომ მოუაროს ამ ბავშვს და ამჯერად მაინც შეეცადეთ ორივემ რომ ის კარგი და წესიერი ადამიანი გაიზარდოს და ჯანმრთელი ღმერთის წყალობით. ლაპარაკი ზედმეტია იმაზე რომ ბავშვია ცოდო და ა.შ. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, თუნდაც საკუთარ თავს: რა არის უფრო მნიშვნელოვანი...? ნებისმიერი ადამიანი, დედა, მამა და და ა.შ. ქონება და სოციალური სტატუსი თუ სიცოცხლე? რა თქმა უნდა სიცოცხლე! მიეცით ამ ბავშვს სიცოცხლე! ის გაიზრდება და თვითონ მიაგწევს ყველაფერს რაც დასჭირდება.
12:02 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქ.ქ
გააჩენინეთ შვილი და აიძულეთ პასუხისმგებლობა თვიტონ აიღოს. ჯერ პატარაა და მოასწრებს კიდევ რაღაცის სწავლას, დააყენეთ პირისპირ ცხოვრებასთან და მიეხმარეთ ჩუმად ისე თვითონ რომ ვერ შეამჩნიოს.
10:09 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქალბატონო ელენე ბავშვის გაჩენა მისთვის იქნება ცხოვრების დანგრევა, ჩემი აზრით უნდა ათქმევინოთ მამის ვინაობა აუცილებლად, აი არ ვიცი რა გირჩიოთ :(
00:00 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ani
Gaugzavnet mamamiss,tqven martom ratom unda ganitsadot? Rats gazardet is miigit.
07:32 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეაკო
კარგი იყო არ მომხდარიყო,მაგრამ ეხლა უნდა გააცჰინოს და გაზარდოტ ბავსჰვი.აბორტი რომ გაიკეტოს ტავს ვერ აპატიებტ,ჯამრტელობას სჰეურყებტ ტქვენს სჰვილს.
02:13 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS