10 თებერვალი, 2015
''15 წლის შვილი ფეხმძიმედ მყავს და არ მეუბნება, ვისგან...''
42 წლის ქალის ინტერვიუ, ალბათ, ცოტა შეგაშინებთ და ეცდებით, შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რათა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როგორშიც დღეს ქალბატონი ელენეა.

- გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ რამაზს მალე შევეგუე, ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო და თავს მევლებოდა. რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა, ორივე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სანატრელი გოგონა ნონიკო შეგვეძინა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდად გავზარდეთ, მაგრამ უკვე გვიანია. მის ყველა ახირებას
ვასრულებდით, ღამე მამამისი რამდენჯერ ლოგინიდან ამდგარა, რომ შვილისთვის ჩიპსები ან შოკოლადი ამოეტანა მაღაზიიდან.
- მეორე შვილი არ შეგეძინათ?
- დიახ, შმაგი ახლა 7 წლის მყავს, მაგრამ რაღაცნაირად დაიჩაგრა. ყველას ეგონა, რადგან ბიჭი დაიბადა, ნონიკოს ყურადღება მოაკლდებოდა, მაგრამ პირიქით... შმაგი სამი წლის იყო, როცა ჩემმა მეუღლემ სამუშაოდ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა. გოგონა იზრდება, უნივერსიტეტში სწავლის ფული უნდა შევუგროვო და ცალკე ბინა ვუყიდოო. არ მესიამოვნა, ორი შვილით მარტო ვრჩებოდი, თან მართლა არ გვიჭირდა, ორივე ვმუშაობდით და საშუალოდ ვცხოვრობდით. მეუღლეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ორ თვეში მართლა გერმანიაში წავ-იდა. იქ ვერ აეწყო და საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. ახლა კარგადაა, ამბობს, რომ ლეგალურად მუშაობს და ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გვიგზავნის.
- მას შემდეგ არ ჩამოსულა?
- არა, რამდენჯერმე მითხრა, რომ მე ჩავსულიყავი, ოღონდ სანახავად, მაგრამ საელჩომ არ გამიშვა. შემდეგ არალეგალურად ვცადე, მაგრამ შმაგი მარტო ვერ რჩება, როცა გაიგო მივდიოდი, ნერვიულობისგან სიცხე მისცა, ბავშვი კინაღამ მომიკვდა. ისედაც დაიჩაგრა, უმამოდ იზრდება და ვერ მივატოვე.
- ნონიკოს და მამამისს როგორი ურთიერთობა აქვთ?
- იდეალური, ყოველ საღამოს მეუღლე ''სკაიპით'' გველაპარაკება და ნონიკოს განსაკუთრებულად ეფერება. ჩემთან და ბიჭთან თითქოს მოვალეობას იხდის. არ მომწონდა ასე ცხოვრება, მაგრამ ბოლოს უქმროდ ცხოვრებას მეც შევეჩვიე, სანამ ეს უბედურება არ დამატყდა თავს.
ჩემი გოგონას სამეგობრო წრე მას შემდეგ აღარ მომწონდა, რაც მამამისის დაძალებით კერძო სკოლაში გადავიყვანე. აურია, შინ გვიან ბრუნდებოდა, ახალი მეგობრები გაიჩინა და მეუბნებოდა, რომ კლუბებში დადიოდა და იმიტომ ბრუნდებოდა ღამის 12 საათზე. მამამისით დავემუქრე და ცოტა ხანს დაწყნარდა, მაგრამ მერე ისევ აიშვა. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ფეხმძიმედაა. ძმამ მოუსმინა, კლასელს რომ ელაპარაკებოდა. ბავშვმა გახარებულმა მითხრა, დედა, ნონიკოს შვილი ეყოლებაო. კინაღამ გავგიჟდი, შვილის ოთახში შევვარდი და მინდოდა მომეკლა. თავიდან დამიმალა, მაგრამ მერე ვეღარ უარყო. არ მეუბნება, ვისგან არის ფეხმძიმედ, მიუვარდები და ჩემს ცოლად მოყვანას აიძულებო.
- ბავშვის გაჩენას აპირებს?
- თვითონ ბავშვია, მაგან შვილი როგორ უნდა გააჩინოს და გაზარდოს. მეუბნება, რომ აბორტზე არ გამომყვება, რადგან შვილი უნდა. ლამის შევიშალო, ფეხმძიმე გოგოს ხელი როგორ დავარ-ტყა. მამამისს ვერ ვეუბნები, მეშინია, არ გაგიჟდეს, მაგრამ უკვე მაგაშიც ეჭვი მეპარება. იმ დღეს შევაპარე, ნონიკო კლუბებში დადის-მეთქი და ისეთი ასაკი აქვს, ახლა უნდა გაატაროს დროო. ან ევროპულ ცხოვრებას მიეჩვია, ან ისეთი დაბრმავებულია, რომ შვილს ყველა უსაქციელობას აპატიებს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ნინა
რადგან გაბედა და მამაკაცთან დაწვა,ე.ი.არც თუ ისე ბავშვურად აზროვნებს.მე თქვენს ადგილზე გავაჩენინებდი შვილს და თავად გავაზრდევინებდი,ჩემს დაუხმარებლად! იწვალოს,იტანჯოს და გაზარდოს! აბორტი არაა გამოსავალი,მაგასაც თქვენ დაგაბრალებთ მერე,რომ დააძალოთ,ამიტომ რადგან არ უნდოდა თავისუფლება,დაჯდეს ახლა სახლში და შვილი გაზარდოს,იქნებ გონს მოეგოს და მორიგი სისულელე არ ჩაიდინოს...
20:06 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
kawi
Deda roa imitom nerviulob da simkacre rashuashia roca mamisgan zurgi akvs.eg ukve warsulia da azri araakvs msjelobas.mtavaria momavali warmarton sworad.es tkvenma shvilma airchia gaachinos da titonve gazardos tuki ase unda.da xalxis azrit naklebad dainteresdir raa.ras ityvian da a.sh.mtavaria bednieri iyos tkveni shvili da tkvenc bednieri iknebit.
12:35 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ბერა
15 წლის გოგო რომ დაორსულდება, ის მოსაკლავია. ადამიანს ბავშვობაში აქვს სწავლის დრო.სწავლაზე უნდა ფიქრობდეს და არა გარყვნილებაზე. დედის უყურადღებობის ბრალია.რა უნდა ბავშვს 12 საათამდე ქუჩაში და კლუბში.კლუბებში ბოზები დადიან.
09:03 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კი მაგრამ დედა რო ხარ რაზე ფიქრობდი რატო მკაცრად არ ექცეოდი
23:43 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ალისა
თემო რამდენი წლის ხარ? პრეზერვატირი :D :D :D :D :D :D..
22:44 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ალისა
რაც მოხდა ეგ ცუდია მაგრამ შენ რასაც ეუბენბი ეგ უარესია, შენი შვილი შენზე კარგი ადამიანია უდანაშაულო ბავშვს სასიკვდილოდ არ იმეტებს,და თუ მაინც დააძალებ დარწმუნებული ვარ ბედნიერი ცხოვრება არ გეღირსებათ,,საქართველო მაგ აბორტების გამოა ესეთ დღეში გადაშენების პირას რო ვართ ქართველები.ღმერთის მაინც არ გეშინიათ ან გული მაინც არ გაქვთ?
22:40 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
17 წლის გოგო
მთავარია ის, რომ ვინმეს მსხვერპლი არ არის.. გააჩინოს და გაზრდით ერთად. მამასაც გააგებინეთ, იქნებ უყვართ ერთმანეთი თქვენს შვილსა და იმ ბიჭს
14:45 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სას
ასდ
21:03 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თემო
მოსაკლავია ცემაში.... ხო ხოო ახლა აპატიეტტ მერე სხვასაც მისცემს და კიდე ერთს გააჩენს მერე კიდე ერთს და ასე შემდეგ და რომელი შვილი ვისგან ყავს თვითონაც არ ეცოდინება... ან პრეზერვატირის შესახებ არაპერი სმენია თუ მარტო ფეხების გაშლაზე ფიქრობდა?
21:02 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰუნჰუ
ჰოდა რო ჩაკეტილხარ უიმოდ. ქმარი შვედეთში, ქალიშვილი პანელზე. შენც მიგეცა ვინმესთვის.
19:30 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS