10 თებერვალი, 2015
''15 წლის შვილი ფეხმძიმედ მყავს და არ მეუბნება, ვისგან...''
42 წლის ქალის ინტერვიუ, ალბათ, ცოტა შეგაშინებთ და ეცდებით, შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რათა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როგორშიც დღეს ქალბატონი ელენეა.

- გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ რამაზს მალე შევეგუე, ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო და თავს მევლებოდა. რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა, ორივე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სანატრელი გოგონა ნონიკო შეგვეძინა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდად გავზარდეთ, მაგრამ უკვე გვიანია. მის ყველა ახირებას
ვასრულებდით, ღამე მამამისი რამდენჯერ ლოგინიდან ამდგარა, რომ შვილისთვის ჩიპსები ან შოკოლადი ამოეტანა მაღაზიიდან.
- მეორე შვილი არ შეგეძინათ?
- დიახ, შმაგი ახლა 7 წლის მყავს, მაგრამ რაღაცნაირად დაიჩაგრა. ყველას ეგონა, რადგან ბიჭი დაიბადა, ნონიკოს ყურადღება მოაკლდებოდა, მაგრამ პირიქით... შმაგი სამი წლის იყო, როცა ჩემმა მეუღლემ სამუშაოდ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა. გოგონა იზრდება, უნივერსიტეტში სწავლის ფული უნდა შევუგროვო და ცალკე ბინა ვუყიდოო. არ მესიამოვნა, ორი შვილით მარტო ვრჩებოდი, თან მართლა არ გვიჭირდა, ორივე ვმუშაობდით და საშუალოდ ვცხოვრობდით. მეუღლეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ორ თვეში მართლა გერმანიაში წავ-იდა. იქ ვერ აეწყო და საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. ახლა კარგადაა, ამბობს, რომ ლეგალურად მუშაობს და ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გვიგზავნის.
- მას შემდეგ არ ჩამოსულა?
- არა, რამდენჯერმე მითხრა, რომ მე ჩავსულიყავი, ოღონდ სანახავად, მაგრამ საელჩომ არ გამიშვა. შემდეგ არალეგალურად ვცადე, მაგრამ შმაგი მარტო ვერ რჩება, როცა გაიგო მივდიოდი, ნერვიულობისგან სიცხე მისცა, ბავშვი კინაღამ მომიკვდა. ისედაც დაიჩაგრა, უმამოდ იზრდება და ვერ მივატოვე.
- ნონიკოს და მამამისს როგორი ურთიერთობა აქვთ?
- იდეალური, ყოველ საღამოს მეუღლე ''სკაიპით'' გველაპარაკება და ნონიკოს განსაკუთრებულად ეფერება. ჩემთან და ბიჭთან თითქოს მოვალეობას იხდის. არ მომწონდა ასე ცხოვრება, მაგრამ ბოლოს უქმროდ ცხოვრებას მეც შევეჩვიე, სანამ ეს უბედურება არ დამატყდა თავს.
ჩემი გოგონას სამეგობრო წრე მას შემდეგ აღარ მომწონდა, რაც მამამისის დაძალებით კერძო სკოლაში გადავიყვანე. აურია, შინ გვიან ბრუნდებოდა, ახალი მეგობრები გაიჩინა და მეუბნებოდა, რომ კლუბებში დადიოდა და იმიტომ ბრუნდებოდა ღამის 12 საათზე. მამამისით დავემუქრე და ცოტა ხანს დაწყნარდა, მაგრამ მერე ისევ აიშვა. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ფეხმძიმედაა. ძმამ მოუსმინა, კლასელს რომ ელაპარაკებოდა. ბავშვმა გახარებულმა მითხრა, დედა, ნონიკოს შვილი ეყოლებაო. კინაღამ გავგიჟდი, შვილის ოთახში შევვარდი და მინდოდა მომეკლა. თავიდან დამიმალა, მაგრამ მერე ვეღარ უარყო. არ მეუბნება, ვისგან არის ფეხმძიმედ, მიუვარდები და ჩემს ცოლად მოყვანას აიძულებო.
- ბავშვის გაჩენას აპირებს?
- თვითონ ბავშვია, მაგან შვილი როგორ უნდა გააჩინოს და გაზარდოს. მეუბნება, რომ აბორტზე არ გამომყვება, რადგან შვილი უნდა. ლამის შევიშალო, ფეხმძიმე გოგოს ხელი როგორ დავარ-ტყა. მამამისს ვერ ვეუბნები, მეშინია, არ გაგიჟდეს, მაგრამ უკვე მაგაშიც ეჭვი მეპარება. იმ დღეს შევაპარე, ნონიკო კლუბებში დადის-მეთქი და ისეთი ასაკი აქვს, ახლა უნდა გაატაროს დროო. ან ევროპულ ცხოვრებას მიეჩვია, ან ისეთი დაბრმავებულია, რომ შვილს ყველა უსაქციელობას აპატიებს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
მავნე
მე ვერ დაგიწყებთ ჭკუი დარიგებას და ვერც იმას გეტყვით ვინ არის დამნაშავე ასე რომ მოხდა,ერთ რამეს ავგნიშნავ შვილის გაზრდა მარტო მისი ახირებების და კაპრიზებია ასრულება არაააა..მას მშობლების ნდობა უნდა ქონდეს და პატივისცემა..თქვენს შემთხვევაში კი აუცილებლად დაუდექიტ გვერზე და გააჩენინეთ ბავშვი.აბორტი მკვლელობაააა და ნუ გახდებით მკვლელობის მონაწილე.გარდა ამისა ამით მის ჯანმრთელობას ზალიან დიდ ზიანს მიაყენებთ და გაცილებით უფრო ცუდი რამ შეიძლება ჩაიდინოს
23:02 / 22-05-2016
გამოხმაურება / 0 /
კატს
იმდღეს ჩემს მAსწს ვეუბნებოდი სექსოლოგიის გაკვეთIლები უნდა არსებობდეს ტქო Dა გაეცინა თAნ ბიჭია, აი რატო უნდა Iყოს რომ ესეთი შეცდომები იქნას აღმოფხვრილი
02:07 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რეი
ეს ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია რომ თავს არ იცავენ არასასურველი ორსულობისგან,პრეზერვატივის გამოყენება უტყდებათ ქართველ ახალგაზრდობას თუ რა ხდება ვერ ვხვდები,სრული კოშმარია,ახლა ამ ბავშვმა რა ქნას??? ამ ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა მაგრამ არავის ბრალი არაა ისევ თავისი ბრალია და იმ ადამიანის,უბრალოდ დაიცვან თავი არასასურველი შედეგებისგან მარტო პეხმძიმობა არ შედის აქ უამრავი ინფექციური დაავადებაა,აბორტი არუნდა გაიკეთოს მერე შEიძლება საერრთოდაც აღარ ეყოლოს შვილი და ცოდვაა
14:58 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ელიკო
გაგაგიჟენს ეს ხალხი,მოგონილიაო... ვთქვათ ეს მოგონილია, მაგრამ საქართველოში წელიწადში უმცირესი 10 ბაშვი 16 წელს შეუსრულებელი დედისაგან რომ იბადება ესეც მოგონილია?
18:45 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რაც არ უნდა დაიწეროს,ყველა სტატიაზე დააკომენტარებს ვიღაც რომ გამოგონილი ისტორიაა)) რა გიკვირთ ხალხნო.რა აღარ ხდება
00:21 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS