ედიტს სულ სამი დღე მისცეს, რომ ნივთები შეეგროვებინა და გადასულიყო. როცა ეს დრო ამოეწურა, ქალის ჩემოდნები უკვე ახალ ბინაში იყო გადატანილი. ედიტმა
ვახშმობის შემდეგ ქალმა ყველა ოთახი შემოიარა და კარნიზის მილებში კრევეტების ნარჩენები შეალაგა. ჭურჭელი აალაგა და წავიდა.
ჯეიკი და მისი ახალი მიჯნური მეორე დღესვე შებარგდნენ სახლში. რამდენიმე დღე უბედნიერესი ჰქონდათ. თუმცა მალე სახლში უცნაური უსიამოვნო სუნი გაჩნდა. ყველაფერი კარგად დაალაგაეს, მაგრამ სუნი არ გაქრა. მკვდარი თაგვის სუნს ჰგავდა, მაგრამ ვერაფერს ვერ პოულობდნენ. ქიმიურადაც კი დაამუშავეს ოთახები, თუმცა სუნი არ ქრებოდა. უკვე სტუმრადაც აღარავინ მოდიოდა, ხელოსნებმა მუშაობაზე
უარი თქვეს, მოახლე წავიდა. ბოლოს ახალგამომცხვარი წყვილიც დანებდა და ახალი საცხოვრებლის ძიება დაიწყო. თუმცა არც ეს აღმოჩნდა იოლი: არავის უნდოდა იმ სახლის ყიდვა, სადაც ასეთი საშინელი სუნი იდგა. ერთ თვეში კი "მყრალი სახლის" ამბავი ლამის მთელმა უბანმა იცოდა. სახლში ცხოვრება აუტანელი გახდა და ჯეიკს ისღა დარჩენოდა, იპოთეკური სესხი აეღო ახალი სახლის საყიდლად - განქორწინების პროცესში და ახალი მიჯნურის სიამოვნებების ასრულებაში, საკმაო თანხები დაკარგა და ახალი სახლის საყიდელი ფულიც აღარ ჰქონდა.
იხილეთ სრულად