28 იანვარი, 2015
''დედამთილი მათხოვრობას მაიძულებს და ფულს კაცებში ხარჯავს...''
ალბათ, ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება ასეთ სიურპრიზს მოუწყობდა. რაიონში დაბადებული და მშობლებისგან გათამამებული 26 წლის ლიკა დღეს ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს.

ლიკა:

- 22 წლის გავთხოვდი. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ორი წელი გვიყვარდა. კახეთის ერთ-ერთ რაიონში ვცხოვრობდით და ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ორი მული მყავდა, ყველა თავს მევლებოდა. ტრაგედია ქორწილიდან ორ კვირაში დატრიალდა, როცა ლევანმა პიჯაკის ჯიბეში წერილი შემთხვევით იპოვა. სავარაუდოდ, ქორწილში ვიღაცამ ჩაუდო.
წერდნენ, რომ ნაშვილები იყო და დედამისი თბილისში ცხოვრობდა. ფურცელზე მისამართიც ეწერა. იმ საღამოს საშინელება ხდებოდა, რადგან გაირკვა, რომ უშვილო წყვილმა ერთი წლის ლევანი ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა, მალე მისი ერთ-ერთი დაც აიყვანეს და ჩემს დედამთილს 18-წლიანი უშვილობის შემდეგ, 42 წლის ასაკში გოგონა შეეძინა.
- არც შენმა მულმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო?
- არა, რა თქმა უნდა. ისიც საშინელ დღეში ჩავარდა. ერთ ქალაქში ვცხოვრობდით და ასე როგორ დაიმალა ამ ოჯახის საიდუმლო, არ ვიცი. უახლოესმა მეზობლებმა იცოდნენ და ისინიც არსად ამბობდნენ. ლევანმა ბარგი ჩაალაგა, მთხოვა, მეც გავყოლოდი და თბილისში დედამისი მოგვეძებნა. დედობილმა უთხრა, თუ სახლს დატოვებდა, იქ ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს მეც ქმრის მხარეს ვიყავი, ნეტავ, შემეჩერებინა. ნამდვილი დედის მისამართს ძლივს მივაგენით. ლოტკინის დასახლებაში, ბარაკებში ცხოვრობდა. ოროთახიანი სახლიდან თმაგაჩეჩილი და ნამთვრალევი ქალი რომ გამოვიდა, გული გამისკდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ვინ ვიყავით, სახლში შეგვიპატიჟა და ლევანის გულზე ატირდა.
- შვილმა აპატია?
- კი, გულში იკრავდა და ეუბნებოდა, რომ არასოდეს მიატოვებდა. ის ქალი რაღაც სისულელეს მოუყვა და ადვილად დააჯერა, რომ ბავშვი წაართვეს. მეორე დღეს ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ და რომ დაინახეს, სად ვცხოვრობდი, მითხრეს, სახლი სასწრაფოდ დამეტოვებინა, მაგრამ ლევანის სიყვარულზე მეტად, ჩემს რაიონში დაბრუნების მრცხვენოდა და არ გავყევი. ასე გამოვიდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მე და ლევანს მხარში გვედგნენ, ამ შეშლილი ქალის გამო უარვყავით.
- დედა-შვილს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
- არაჩვეულებრივი. ლევანმა მეორე დღესვე მუშაობა დაიწყო. არაფერს თაკილობდა, ოღონდ სახლში ფული მოეტანა. დედამისი ექიმებში დაჰყავდა და სახლიც შეარემონტა. თითქოს არ ვცხოვრობდით ცუდად, მეც ბედნიერი ვიყავი. ერთ წელიწადში ბავშვი შემეძინა და ნიაკოს დაბადებიდან ერთ კვირაში ლევანი ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. ალბათ, იქ დასრულდა ჩემი ცხოვრება. ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, არც ჩამომაკითხეს. ვერ ვხვდები, როგორ აუცრუვდათ გული. ლევანის დედობილ-მამობილს კი მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდათ. დაქვრივების შემდეგ რაღაც დანაზოგი გვქონდა და ორი თვე თავი წვალებით გავიტანე, შემდეგ კი ნახევარი დრო მშივრები ვიყავით. დედამთილმა მითხრა, საღამოობით მეტროსთან ბავშვით იმათხოვრე და ხალხს შეეცოდებიო. თავიდან გული გამისკდა, მაგრამ დავუჯერე და დღეს სხვა გზა აღარ მაქვს, ქუჩაში ვდგავარ.
- მათხოვრობას არ ჯობდა, რომ სამსახური მოგეძებნა, თუნდაც სახლები დაგელაგებინა.
- ბავშვის დამტოვებელი არ მყავს, იმ ქალს ვერ ვანდობ, შეიძლება, რამე დამართოს და ასე წვალებით გამაქვს თავი. ფულს დედამთილს ვუყოფ. მეზობლებმა მითხრეს, მეზობლის კაცებისთვის სასმელს ყიდულობს და ერთად სვამენო. სიცოცხლე მხოლოდ შვილის გამო მინდა, მაგრამ წარმოდგენაც კი მიჭირს, ქუჩაში რა უნდა გაიზარდოს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
რაღაც არ მგონია ასე უგულოდ მოგქცეოდნენ შენი მშობლები. მაგ უვარგის დედამთილსაც შეეშვი და თავს სხვანაირად მიხედე!!!!! მათხოვრობას ნუ დანებდები და შეეჩვევი!!!!
20:30 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
888.......................
IMDENI ISTORIEBIA,IMDENI VICI MKITXET DA MOGIYVEBIT,MTELI DGES VATAREB KOMPIUTERTAN,VEDZEB XALXS,ASETI GADACEMAA RUSETSHI ЖДИ МЕНЯ............VAR DAMXMARE, SAQARTVELOSHI VEDZEB MAT AXLOBLEBS,DA IMDENI ISTORIEBI MXVDEBA,RAGAC SISULEELEBS ROM IGONEBT JOBIA MODZEBNOT NAMDVILI ISTORIEBI
10:19 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კლაუს ტოპმიოლერი
უზმოზზე მაინც ნუ ეწევით
02:49 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჩელო
რა მეზღაპრე სასტავი ყავს ამ ჟურნალს საღოლ
01:29 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ekas
Kaxetis Romel kalakshia metro?
07:59 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
იცი რა მაინტერესებს? ყველაფერი კახეთში როგორ ხდება? სისულელეა, ეს თუ მართალი ამბავია მაშინ ეს გოგო სამკურნალო ყოფილა
10:01 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ME
ვის მოდის თავში ასეთი დებილი აზრები. ფანტაზია დებილებისთვის
21:51 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
შენ ნორმალური ხარ, თუ მკითხველს ადებილებ.რაც წავიკიტხე ამას საღად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი არ იზამდა.ან გაზრდილი შვილის დასატირეწბლად გამზრდელები როგორ არ ჩამოვიდნენ ან შენი მშობლები რა ხალხია?
16:44 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
Aseti uazroebi rogor arian ra vgijdebi,sakutari azri da cudis da kargis garcheva ar sheudzliat da swori azrovneba ra.marionetia es gogo da shteri. Ooo,magrad meshleba nervebi asetebze.
15:39 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
--------------
ეს რა წავიკითხე)))) ამხელა გოგოს ტვინი როგორ არა გაქვს თავში??? ან შენი მშობლების თავში ჩამახედა რა ))წადი სოფელში მიდი მშობლებთან ამ ლევანის მშობლებთან ვინმე მიგიღებს.დავიჯერო შენს მშობლიურ მხარეში არავინ შეგიცოდებსსს??? მოშორდი მაგ ქალს შენი შვილის გამო გააკეთე ეგ
15:26 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS