05 თებერვალი, 2013
ნაციონალებმა ოჯახი დამინგრიეს
ამ პერიოდის განმავლობაში შვილები არასოდეს უნახავს, ჭირიანებივით გვერიდებოდა.  ათი წელი ისე ვცხოვრობდით მე და ბაჩო, რომ ქმარს ჩემთვის ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს. ყველაფერი ორი წლის წინ აირია, ჩემი ტყუპისცალი დის ქმარი, გენო, დააკავეს. ბრალად ნარკოტიკების უკანონო შენახვა და მოხმარება წაუყენეს.

ნუნუკა ექვსი თვის ფეხმძიმე იყო და შოკში ჩააგდო ქმრის დაკავებამ. გენოს უდანაშაულობაში ყველა დარწმუნებული ვიყავით. ნარკოტიკი კი არა, სიგარეტი არ მოუწევია. უპატიოსნესი ბიჭი იყო, უბრალოდ, არც ერთი პოლიტიკური აქცია არ გაუცდენია და ნაციონალებმა სამაგიერო გადაუხადეს.

ჩემი
მეუღლე ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. გენოს დაკავება რომ გაიგო, ძალიან ეწყინა, მაგრამ ისეთი დარწმუნებული იყო თავისი პარტიის სიმართლეში, რომ გვითხრა, ალბათ ვიღაცამ ჩაითრია, თორემ უკანონოდ არ დააკავებდნენო.

ამ ამბის შემდეგ ჩემი და, გიჟი ოპოზიციონერი გახდა. აქცია არ გაუცდენია. ''კავკასიაზე'' დავით აქუბარდიას გადაცემაშიც ხშირად რეკავდა.

ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, რომ ჩემი და ზედმეტად აქტიურობდა და თუ არ გაჩერდებოდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ. კინაღამ გავგიჟდი. ყელში ვეცი, ვუყვიროდი, ეგ არის შენი პარტია. საერთოდ წავალ შენგან-მეთქი.

გაშტერებული სახით მიყურებდა, ბოლოს ძლივს ამოღერღა, შენი საქმისა შენ იციო. ორ დღეში ჩემი ორი შვილით საკუთარ სახლში დავბრუნდი და მალე გავიგე, რომ ბაჩო დაუწინაურებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში შვილები არასოდეს უნახავს, ჭირიანებივით გვერიდებოდა.

მთავრობის შეცვლიდან სამ დღეში თავის და გამოგზავნა, ბავშვები გამოატანეო. ყოფილი მული ხელცარიელი გავუშვი. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ბაჩო სამსახურიდან გამოუშვიათ და შესაძლოა დაიჭირონ. დაკითხვაზეც ყოფილა. მართალია, ჩემი შვილების მამაა, მაგრამ არ მეცოდება. თვითონაც უნდა ნახოს, როგორია ის ციხე, სადაც მისი პარტიის ხელმძღვანელები ხალხს აწამებდნენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ლამბაქა
კუკურუკუკუუუუუუუუუ....კუკურუკუკუუუუუუუუუუუუუ
23:16 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალე
ნაცები არაფერ შუაში არ არიან...არ ყვარებიხარ ქმაარს.ესაა სიმართლე შე ლენჩო
23:14 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სიკო
რა შუაშია კი არა თავშია,არა ერთი პიროვნება ვიცი ვინც პარტიული დაკვეთის გამო ოჯახი დაანგრია...სხვათაშორის ნაციონალური პარტიის წევრებზეა საუბარი,არავინ მაგათ არ უნდათ არც დედა და არც არავინ,მოქმედებენ დავკარგავ ყველას თუ პარტია მოითხოვს ამას...
13:24 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
****
პოლიტიკა რა შუაშია, შენი ქმარი თუ გაუმაძღარი ღორია.შენს ქმარს არც ჰყვარებიხარ როგორც სჩანს, და არც შენ გყვარებია რომ არ გეცოდება.ყველა იმას მიიგებს რასაც იმსახურებს მაგრამ თქვენს შორის სად არის სიყვარული?
22:17 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ნაცი რა შუაშია დებილებო ან პოლიტიკური შეხედულება,ნაციონალობა პოლიტიკური შეხედულება კი არა მკვლელობა,გაუპატიურება და ერის მოღალატეობაა,ცოლის დაც და იჯახიც ფეხებზე დაიკიდა ნაც-ანალური პარტიის გამო
10:19 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS