ნუნუკა ექვსი თვის ფეხმძიმე იყო და შოკში ჩააგდო ქმრის დაკავებამ. გენოს უდანაშაულობაში ყველა დარწმუნებული ვიყავით. ნარკოტიკი კი არა, სიგარეტი არ მოუწევია. უპატიოსნესი ბიჭი იყო, უბრალოდ, არც ერთი პოლიტიკური აქცია არ გაუცდენია და ნაციონალებმა სამაგიერო გადაუხადეს.
ჩემი
ამ ამბის შემდეგ ჩემი და, გიჟი ოპოზიციონერი გახდა. აქცია არ გაუცდენია. ''კავკასიაზე'' დავით აქუბარდიას გადაცემაშიც ხშირად რეკავდა.
ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, რომ ჩემი და ზედმეტად აქტიურობდა და თუ არ გაჩერდებოდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ. კინაღამ გავგიჟდი. ყელში ვეცი, ვუყვიროდი, ეგ არის შენი პარტია. საერთოდ წავალ შენგან-მეთქი.
გაშტერებული სახით მიყურებდა, ბოლოს ძლივს ამოღერღა, შენი საქმისა შენ იციო. ორ დღეში ჩემი ორი შვილით საკუთარ სახლში დავბრუნდი და მალე გავიგე, რომ ბაჩო დაუწინაურებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში შვილები არასოდეს უნახავს, ჭირიანებივით გვერიდებოდა.
მთავრობის შეცვლიდან სამ დღეში თავის და გამოგზავნა, ბავშვები გამოატანეო. ყოფილი მული ხელცარიელი გავუშვი. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ბაჩო სამსახურიდან გამოუშვიათ და შესაძლოა დაიჭირონ. დაკითხვაზეც ყოფილა. მართალია, ჩემი შვილების მამაა, მაგრამ არ მეცოდება. თვითონაც უნდა ნახოს, როგორია ის ციხე, სადაც მისი პარტიის ხელმძღვანელები ხალხს აწამებდნენ.
ჟურნალი ''რეიტინგი''