05 თებერვალი, 2013
ნაციონალებმა ოჯახი დამინგრიეს
ამ პერიოდის განმავლობაში შვილები არასოდეს უნახავს, ჭირიანებივით გვერიდებოდა.  ათი წელი ისე ვცხოვრობდით მე და ბაჩო, რომ ქმარს ჩემთვის ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს. ყველაფერი ორი წლის წინ აირია, ჩემი ტყუპისცალი დის ქმარი, გენო, დააკავეს. ბრალად ნარკოტიკების უკანონო შენახვა და მოხმარება წაუყენეს.

ნუნუკა ექვსი თვის ფეხმძიმე იყო და შოკში ჩააგდო ქმრის დაკავებამ. გენოს უდანაშაულობაში ყველა დარწმუნებული ვიყავით. ნარკოტიკი კი არა, სიგარეტი არ მოუწევია. უპატიოსნესი ბიჭი იყო, უბრალოდ, არც ერთი პოლიტიკური აქცია არ გაუცდენია და ნაციონალებმა სამაგიერო გადაუხადეს.

ჩემი
მეუღლე ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. გენოს დაკავება რომ გაიგო, ძალიან ეწყინა, მაგრამ ისეთი დარწმუნებული იყო თავისი პარტიის სიმართლეში, რომ გვითხრა, ალბათ ვიღაცამ ჩაითრია, თორემ უკანონოდ არ დააკავებდნენო.

ამ ამბის შემდეგ ჩემი და, გიჟი ოპოზიციონერი გახდა. აქცია არ გაუცდენია. ''კავკასიაზე'' დავით აქუბარდიას გადაცემაშიც ხშირად რეკავდა.

ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, რომ ჩემი და ზედმეტად აქტიურობდა და თუ არ გაჩერდებოდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ. კინაღამ გავგიჟდი. ყელში ვეცი, ვუყვიროდი, ეგ არის შენი პარტია. საერთოდ წავალ შენგან-მეთქი.

გაშტერებული სახით მიყურებდა, ბოლოს ძლივს ამოღერღა, შენი საქმისა შენ იციო. ორ დღეში ჩემი ორი შვილით საკუთარ სახლში დავბრუნდი და მალე გავიგე, რომ ბაჩო დაუწინაურებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში შვილები არასოდეს უნახავს, ჭირიანებივით გვერიდებოდა.

მთავრობის შეცვლიდან სამ დღეში თავის და გამოგზავნა, ბავშვები გამოატანეო. ყოფილი მული ხელცარიელი გავუშვი. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ბაჩო სამსახურიდან გამოუშვიათ და შესაძლოა დაიჭირონ. დაკითხვაზეც ყოფილა. მართალია, ჩემი შვილების მამაა, მაგრამ არ მეცოდება. თვითონაც უნდა ნახოს, როგორია ის ციხე, სადაც მისი პარტიის ხელმძღვანელები ხალხს აწამებდნენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
კიკუ
რისი გულისთვის დაანგრიე ოჯახი? თან ბავშვებსაც რომ უმალავს, თან უხარია რომ იჭერენ. სამწუხაროდ ეს ადამიანი ვერსდროს მიხვდება რომ სულელია ან გიჟი.
13:15 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ეს მიზეზია ნაცები თვითონ არ ენდომებოდა ქმარი და წამოვიდა აბა რომელი ჭკუა მკოფელი დანგრევდა ოჯახს ნაცების გამო..მერე გაქეცი ბიჯინასთან და დაიბრუნე ოჯახი მაგარი სასაცილო..
12:19 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა......... ამ სტატიაზე და წაშლილ კომენტარებზე უკვე მაგრად ვღადაობ :))))))))))))საერთოდ გააქრეთ ეს "ნამვილი"ამბავი,თორე იწვებით აშკარად :)))))))))))
01:37 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დატ
რა ცოდოები ხართ,სხვა ვერაფერი მოიგონე შე ჩემისა,თუ მართლა ოჯახი მაგის გულისთვის დაანგრიე ვაი შენს პატრონს
17:19 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბლა
ნაცების გამო საჭმელი სულ მლაშე გამომდის!
12:07 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
Tamar
სახელებს რო ცვლიან არ იცით? ეტყობა ფანტაზია გამოელია ჟურნალისტს,ნუ გიკვირთ ისეთები მესმის ეს ამბავი მონაგონია ,მეც დავცინოდი ხოლმე ამ ამბებს მაგრამ ცხოვრებაში უარესი ამბები გავიგე და ბევრი
23:24 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
MმEც დამინგრიეს ოჯახი მაგათმა წარმომადგენლებმა
23:22 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
სამართლიანი ადამიანი ბრძანდებით;თქვენსავით მოვიქცეოდი აუცილებლად, იმიტომ რომ ნაციონალი და საგი გონების არსად მინახია, ეგენი ერტმანეთს სისხლს უსხამენ, აზომბირებენ და მერე ყველა ერთნაირად ფიქრობს და მოქმედებს.ასე რომ თქვენ უკეთესს იმსახურებთ და გული ნუ გაგწყდებათ, პირიქით გმირი ქალი ხართ ბევრი ჩვენგანის თვალში
23:11 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ
ცჰემი კომი ამოგისჰლიატ,საბრალოებოოო ხა ხა ხა ვიცინი ტქვენზე
22:42 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვინც ვერ მოასწრო წინა ვერსიის წაკითხვა იმისთვის--ამ ამბის შემდეგ ჩემი და თიკო, გიჟი ოპოზიციონერი გახდა.-აი ასე ეწერა პირველ ვერსიაში,მერე მიხვდნენ კომენტარებიდან რომ დას ორი სახელი,თიკო და ნუნუკა ვერ ექნებოდა,დაიწვნენ მოკლედ,თვითონ რომ იგონებებენ გამოჩნდა და თიკო ამოშალეს სასწრაფოდ :))))))))))
22:22 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS