20 იანვარი, 2015
ქისტური ტრადიციები – ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''
ბავშვობაში ქისტი ქართველური ტომების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეგონა. ისე, როგორც მეგრელი, ლაზი, ხევსური, აჭარელი. არ მახსოვს, ეს აზრი ვაჟას ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა, თუ მანამდე... ასეა თუ ისე, პანკისის ხეობაში ჩასული პირადად შევხვდი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა როცა მათ გამოველაპარაკე და მათი ტრადიციების შესახებ მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ ქართველები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაინახური ტომის წარმომადგენელთა გვარების უმეტესობა ''შვილით'' მთავრდება, პასპორტში კი ეროვნება ქისტი უწერიათ. ეს ხალხი კარგად იცნობს ქართულ ტრადიციებს და ახლო
ურთიერთობა აქვთ მათთან, თუმცა ქართველებისგან მკვეთრად განსხვავებული ტრადიციები და ხასიათი აქვთ. როგორც მუსლიმებს ჩვევიათ, დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. კავკასიური ოჯახისთვის დამახასიათებელი უფროს-უმცროსობის ადათი ქისტებთან დღემდე შემონახულია. რა თავისუბურებები და უცნაურობები აქვს ქისტურ ოჯახებს, ამის შესახებ ადგილობრივი ქისტები გვიამბობენ.

ლია მარგოშვილი, ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი:

- როგორც კი სკოლა დავამთავრე, მომიტაცეს. თუ ბიჭს გოგო მოეწონება, მოტაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ გოგოს არ უნდა და საქმროსთან არ დარჩა, მისი წასვლის შემთხვევაში, ბიჭის გვარის ყველა წარმომადგენელი ''ფეხზე დადგება'', რადგან ქალის პროტესტი მათ დაწუნებასა და სირცხვილს ნიშნავს. ამიტომ უყვარს თუ არ უყვარს, მაინც უნდა დარჩეს, საერთო საქმისთვის ასე ჯობია.
- პატარძალი როგორ იქცევა?
- მას გარკვეული ხნის განმავლობაში მორიდება მართებს ქმრის ნათესავებთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღე საერთოდ არ ლაპარაკობს. თუ დედამთილი ან ქმრის რომელიმე ნათესავი პატარძლის ''ალაპარაკებას'' მოისურვებს, უნდა უთხრას: წყალი მომიტანეო, როცა დავალებას შეასრულებს, ყურში ეტყვის, მე თუ არ დაგაფასე, ღმერთმა დაგაფასოსო. ამის შემდეგ ჯერ იმასთან შეუძლია ლაპარაკი, ვისაც წყალი მიუტანა, შემდეგ კი თანდათან ''ქმარეულებშიც'' შინაურდება.
- ეს ტრადიციები დღემდე მოქმედებს?
- რა თქმა უნდა, ყველა ახალმოყვანილი ქისტი პატარძალი ვალდებულია ასე მოიქცეს.
- სიძეც ასე იქცევა, თუ ის უფრო თამამია ''ცოლეურებში''?
- არა, უფრო თამამია, თუმცა რაღაც შეზღუდვები მისთვისაც არსებობს.
- როგორც ვიცი, ქისტ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს...
- დიახ, შეუძლია ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვის მატერიალური საშუალება აქვს. მათ შორის განათხოვარი და გამოშორებული ქალის მოყვანის უფლებაც აქვთ.
- ოთხივე ცოლი ერთ სახლში ჰყავს თუ ცალ-ცალკე?
- ვის როგორც შეუძლია, ჩემს ახლობელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხივე ერთ სახლში.
- ცოლებს ერთმანეთში როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანი არიან ერთმანეთის მიმართ. შეიძლება გულში სხვა აზრი ჰქონდეთ, მაგრამ არ გამოამჟღავნებენ, ეს ცუდი საქციელია. ერთმანეთის შვილებსაც კარგად ექცევიან. ქმრის პატივისცემით ეგუებიან მის დანარჩენ ცოლებსაც. რა ვქნათ, ეს ხომ ტრადიციაა.
- აქ რამდენიმე ქალბატონს გავესაუბრე და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ქმრის სახლიდან წამოსულია. მკაცრი ტრადიციების მიუხედავად ოჯახები ხშირად ინგრევა?
- იცით, თუ ცოლ-ქმარი ვერ ეგუება ერთმანეთს, არც ერთი არ არის ვალდებული მთელი ცხოვრება ასეთი ადამიანის გვერდით გაატაროს. როგორც ეს თქვენთან, ქართველებში ხდება. თუმცა თავისი ნებით ქალს არ შეუძლია წამოვიდეს. მამაკაცს თუ არ უნდა ცოლთან ცხოვრება, მას მოჰყავს მშობლები სახლში და მიზეზსაც უხსნის. და კიდევ ერთი, მანდილს მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებს, თუ ის წამოვიდა ქმრის ოჯახიდან, არ არის ვალდებული მანდილით იაროს. მე მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მისი სახლიდან წამოსული ვარ, მაგრამ მის პატივსაცემად თავშიშველა სიარულს ვერიდები.
- ოჯახში ქალს რა ევალება?
- ყველაფერი - სახლის მოვლა, ბავშვების აღზრდა, ქმრის პატრონობა, ყანა, ბოსტანი, ცხვრის მოწველა, საჭმლის მომზადება...
- მამაკაცი რას აკეთებს?
- მას კაცური საქმეების კეთება ევალება, შეშას ჩეხავს, ცხვარს უვლის, ოღონდ არ წველის და თუ სადმე მუშაობს, ოჯახში ფულიც მან უნდა შემოიტანოს.

ჯემალ მარგოშვილი, პანკისელი ქისტი:

- მე ოთხი ცოლი მყავს. ორი ერთად ცხოვრობს. ერთისთვის ცალკე მაქვს სახლი, მეოთხე კი ჯერჯერობით ნათესავის სახლშია. ახლა მერვე შვილს ველოდები. თუ საშუალება მექნა, კიდევ მინდა შვილები... ჩემი ცოლები ერთმანეთში კარგად არიან. სხვანაირად წარმოუდგენელიც არის.
- რომელიმე ცოლი პრივილეგიით არ სარგებლობს?
- არა, ოთხივემ იცის თავისი საქმე და ამიტომ საჩხუბარიც არაფერი აქვთ.
- როგორ, როცა ოჯახში სხვა ქალი შემოდის, პირველ ცოლს პროტესტის გრძნობა არ უჩნდება?
- შეიძლება გულში უდევს ავი რამ, მაგრამ მას ვინ ჰკითხავს, მე რას გავაკეთებ და ვის შემოვიყვან. თავისი საქმე აქვს და იმას მიხედოს. მე ვალდებული ვარ, რაც ოჯახსა და შვილებს სჭირდება, არ მოვაკლო. დანარჩენი ქალს არაფერი ევალება. მე ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, სახერხ საამქროს ვამუშავებ და შემოსავალი ასე თუ ისე მაქვს, რომელსაც თანაბრად ვანაწილებ და ოჯახებს ვარჩენ. ერთი დღე ერთ სახლში ვარ, მეორე მეორეში და ასე მაქვს დღეები განაწილებული... ჩვენი ტრადიცია ოთხ ქალზე მეტის მოყვანის უფლებას არ იძლევა. თუმცა ვისაც მეტის რჩენის საშუალება არ აქვს, ერთ ცოლსაც ჯერდება.
- ერთდროულად ოთხი ქალის სიყვარული როგორ შეგიძლიათ?
- ეს შეკითხვა პირველად დამისვეს ცხოვრებაში... რა ვიცი, რადგან მომყავს, ალბათ შემიძლია. რა სჯობს, ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, თუ ერთი მყავდეს და კიდევ უამრავთან ვირბინო.

მარინა მარგოშვილი, 24 წლის ქისტი:

- მე ჯერ არ მყავს ოჯახი, მაგრამ სხვა რელიგიის მიმდევარს ვერ გავყვები. თუმცა იმის წარდგენაც მიჭირს, რომ საზიარო ქმარი მეყოლება... ჩემმა ძმამ მოიყვანა მეოთხე ცოლი ამას წინათ. მერვე შვილს ელოდება. სხვათა შორის, ცოლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. დებივით უყვართ ერთმანეთი. ცოტა მძიმეა ჩემი ხალხის ტრადიციები, მაგრამ ისეთი სიყვარულიც არსებობს, მარტო ერთი ცოლი რომ ჰყავდეს კაცს, მაგრამ ასეთი კაცი შეძლებულად არ მიიჩნევა. უჭირს და მეტის რჩენის თავი არ აქვსო იტყვიან. ეს უფრო დამამცირებელია.
- შენი რელიგია მართლმადიდებელზე გათხოვებას გიკრძალავს?
- კი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც თხოვდებიან და მერე რელიგიას იცვლიან. მე ამას ვერ გავაკეთებ. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბევრ ქრისტიან ბიჭს მოვწონდი, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომელიმე მათგანს შევხვედროდი.
- რატომ, თუკი ის შენი ერთგული იქნება?
- ან იქნება და ან არა... მე შევეცდები ჩემს ქმარს მეტი ცოლი არ მოვაყვანინო, ვიცი, რომ ეს, ქართულ ენაზე ვსწავლობთ ყველა საგანს. ქისტურად მხოლოდ ოჯახსა და ერთმანეთში ვსაუბრობთ. საერთოდ, ჩვენი ტრადიცია სწავლა-განათლებას არ გვიშლის, ჩაცმის მხრივ არის ცოტა პრობლემები, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ძმის შენიშვნებს წავუყრუებ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 57 /
რა გვეშველება?
ყოველი დღე განაწილებული აქვთ სასაცილოა და ყველა ცოლი ერთად ყარგად არიან. აქ რა სიყვარული უნდა იყოს მე ჩემ ქმარზე ვეჩვიანობ მითუმეტეს საეჭვიანო არაპერი არ მაქ და ისინი დზაან წყნარად ცხოვრობენ ეს ხო აბსურდია , საქართველოში უნდა აიკრძალოს სხვა რელიგიის წარმომადგენლების ცხოვრება ისედაც რამდენი ვარტ რომ ეს ავაზაკები თავს გვესმიან
16:27 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ბევრ მუსულმანს ვიცნობ მაგრამ ყველას ტიტო ცოლი ყავს.ტურქები,ირანელები,იისინი ყველა მუსულმანები არიან.მაგრამ ტვიტონ მატი ცოლები იისეტ სიმაგლეზე დგანან ქმრები ვერც გაუბედავენ სხვა ცოლის მოყვანას.
23:35 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ბევრ მუსულმანს ვიცნობ მაგრამ ყველას ტიტო ცოლი ყავს.ტურქები,ირანელები,იისინი ყველა მუსულმანები არიან.მაგრამ ტვიტონ მატი ცოლები იისეტ სიმაგლეზე დგანან ქმრები ვერც გაუბედავენ სხვა ცოლის მოყვანას.
23:32 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
იქნებ არ დაეთანხმოთ ჩემს ფილოსოფიას,მაგრამ იმ კაცს არც ერთი ცოლი არ უყვარს!და არცერთ მის ცოლს ეგ კაცი არ ეყვარება!ეგ სულ სხვა აზროვნებაა!უბრალოდ ცხოვრობენ ერთმანეთთან.მამაკაცს სიყვარული უნდა შეეძლოს ქალის!გრძნობა უნდა ქონდეს მის მიმართ!არ შეიზლება ერთად 4 ქალი გიყვარდეს.ეს უბრალოდ ცხოველური ინსტიქტებია!
02:35 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ელო
ფუღურო თავი გაქვს, თუ გიყვარს მაგას არ უნდა ამბობდე. მოინდომა ცოლები...
17:40 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
ეს ხალხი უკვე ძალიან საშიშია და მათი ტრედიციების გამომზეურებით უფრო ვრწმუნდებით ამაში.21 საუკუნეში ცხოვრობენ ჩვენ გვერდით სარგებლობენ ყველა უფლებებით და მაინც მონათმფლობელურ ყოფას აგრძელებენ.ამათ რო უფლება მისცე 90 წლები მონაგონი იქნება
14:27 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
@
საბჭოთა ხელისუფლების დროს მრავალცოლიანობა აკრძალული იყო. ახლა, ეტყობა, შეიცვალა კანონი. ისე, მაგათთვის, როგორც ადრე, რაღაც შეღავათები უნდა დააწესონ უმაღლესში მიღებისა. არ შეიძლება,რომ ასე გვყავს ეგ ხალხი მიტოვებული მოლების იმედად.რაც მეტი განათლებული ხალხი იქნება პანკისის ხეობაში, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქისტებისათვის, არამედ _ მთელი ქვეყნისთვის.
20:06 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
არ ვარ მართალი?-ს
ჩვენს მამაკაცებს ერთი ქალი ვერ შეუნახავთ (ყველას არ ეხება), თავად არიან ქალის შესანახები და მეორე ცოლის მოყვანას პირველის ხარჯზე აპირებთ?!ისე, მაინც კარგია, რომ გულახდილად თქვით ის, რასაც ჩვენი კაცების დიდი ნაწილი ნატრობს.მეცინება!
19:56 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია- არა ვარ მარტალი -ს
17 წელია საშვილოსნო ამოკვეთილი მაქვს,მაგრამ სექსის მხრივ ყველაფერი რიგზე გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს... შენ არ ვარგოდე რა შენი ცოლის ბრალია...
19:38 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ეს ტრადიცია ჩეჩნებში შამილის დროს განმტკიცდა. ხშირი ომების გამო მოსახლეობა განახევრდა და სულ რომ არ გადაშენებულიყვნენ , შამილმა სახალხოდ მოუწოდა ქალებსაც და კაცებსაც რომ ფიზიკური გადარჩენისთვის ასე უნდა მოქცეულიყვნენ. შამილის სიტყვა კი მათთვის კანონი იყო თან რელიგიაც არ უშლიდა.
09:47 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS