- თვალზე ცრემლი მადგება, როდესაც გაავებული ხალხის კომენტარებს ვკითხულობ. მრავალშვილიან დედებზე რომ ამბობენ, თუ გაზრდის თავი არ ჰქონდათ, რას აჩენდნენო, რადგან საკუთარ თავზეც არაერთხელ მომისმენია. რამაზს ცოლად რომ გავყევი, ვიცოდი, რომ სიღარიბეში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარდა და იმედი მქონდა, ორივე თუ ვიმუშავებდით, რაღაც გამოგვივიდოდა. დედამთილ-მამამთილი დაღუპული
- მშობლები არ გეხმარებოდნენ?
- ათი წელია, რამაზის ცოლი ვარ და თუ დამიჯერებთ, დედაჩემი ჩვენს სახლში არ მოსულა და ჩემს ქმარს არც დალაპარაკებია. ხანდახან დამირეკავდა, სადმე მხვდებოდა და ფულს მაძლევდა. მამაჩემს ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა, ვეზიზღები. ამბობს, რომ ცხოვრება ქუჩის მაწანწალას დავუკავშირე და ამ გადმოსახედიდან არც ვამტყუნებ.
- მეუღლესთან დაშორებაზე არ გიფიქრია?
- არა, რადგან სამი შვილით მამა არასოდეს მიმიღებდა. თან, რამაზი სვამდა, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. ჩემთვის არასოდეს შეუგინებია და ხელიც არ დაურტყამს. ბავშვებს წვალებით ვზრდიდით, მეზობლებს სახლებს ვულაგებდი და ფულს იმით ვშოულობდი. მეუღლე კი ელიავაზე მუშად მუშაობდა.
- სად გაიცანით ერთმანეთი, როგორც ვხვდები, მანამდე საკმაოდ განსხვავებული ცხოვრების წესი გქონდათ.
- დიახ, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დედ-მამა პედაგოგები არიან და ძალიან მკაცრები. ალბათ, მათი სიმკაცრისთვის რომ დამეღწია თავი, იმიტომ გავყევი ცოლად ტელეფონით გაცნობილ რამაზს და სწავლას თავი დავანებე. ვიცი, ცუდი ადამიანი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნივერსისტეტში ჩემი ქმრის გამოჩენის შემრცხვა.
- მას მაინც გაჰყევი ცოლად და მასთან ცხოვრობ, პრობლემას რაში ხედავ?
- იმაში, რომ არ ვარ კარგი ქალი და ქმარს ვატყუებ, მეოთხე შვილი მისი ბიძაშვილისგან მყავს.
- ეს როგორ მოხდა?
- ერთი თვით რამაზი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ძმაკაცი შეჰპირდა, რომ ათას დოლარს გადაუხდიდნენ. ფული მართლა მისცეს და შინ ბედნიერი დაბრუნდა. სწორედ იმ პერიოდში შემო-გვეჩვია მეუღლის ბიძაშვილი. ადრეც მოდიოდა, მაგრამ ვითომ გვპატრონობდა და თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. შინ გვიან მიდიოდა. ბავშვებს უკვე ეძინათ ხოლმე. ერთ ღამეს ძალა იხმარა და მითხრა, რომ ამ დღეზე დიდი ხანი ოცნებობდა. მაშინ დავფეხმძიმდი და აბორტი ვერ გავიკეთე. ვერ შევძელი.
- ქმრის ბიძაშვილმა იცის, რომ ბავშვი მისგან გააჩინეთ?
- არა, მაგრამ იმის შემდეგ ურცხვად მოდის სტუმრად, როცა დამიმარტოხელებს, ხელების ფათურსაც არ ერიდება. წარმოდგენაც არ მინდა, ქმარმა რომ გაიგოს... ვიცი, რომ მოკლავს და ციხეში წავა.
სალომე დადიანი