20 იანვარი, 2015
''სამი შვილი ქმრისგან გავაჩინე, ერთიც - მისი ბიძაშვილისგან...''
ძალიან რთულია, საზოგადოებამ გაუგოს ქალბატონს, რომელიც იტყვის, რომ ბავშვი ქმრის ბიძაშვილისგან გააჩინა. ამის იმედი 30 წლის მარიკას არც აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ ამბავს თუ გაამხელს, გულზე მოეშვება.

- თვალზე ცრემლი მადგება, როდესაც გაავებული ხალხის კომენტარებს ვკითხულობ. მრავალშვილიან დედებზე რომ ამბობენ, თუ გაზრდის თავი არ ჰქონდათ, რას აჩენდნენო, რადგან საკუთარ თავზეც არაერთხელ მომისმენია. რამაზს ცოლად რომ გავყევი, ვიცოდი, რომ სიღარიბეში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარდა და იმედი მქონდა, ორივე თუ ვიმუშავებდით, რაღაც გამოგვივიდოდა. დედამთილ-მამამთილი დაღუპული
მყავდა. რამაზი 10 წლის დაობლდა, მამიდამ ბინა გაუყიდა და ერთოთახიან მიწურში დატოვა. ჩვენი ცხოვრება თითქოს ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ქმარი სმას ვერ გადაეჩვია. სამი შვილი გავაჩინე, ერთიმეორის მიყოლებით.
- მშობლები არ გეხმარებოდნენ?
- ათი წელია, რამაზის ცოლი ვარ და თუ დამიჯერებთ, დედაჩემი ჩვენს სახლში არ მოსულა და ჩემს ქმარს არც დალაპარაკებია. ხანდახან დამირეკავდა, სადმე მხვდებოდა და ფულს მაძლევდა. მამაჩემს ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა, ვეზიზღები. ამბობს, რომ ცხოვრება ქუჩის მაწანწალას დავუკავშირე და ამ გადმოსახედიდან არც ვამტყუნებ.
- მეუღლესთან დაშორებაზე არ გიფიქრია?
- არა, რადგან სამი შვილით მამა არასოდეს მიმიღებდა. თან, რამაზი სვამდა, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. ჩემთვის არასოდეს შეუგინებია და ხელიც არ დაურტყამს. ბავშვებს წვალებით ვზრდიდით, მეზობლებს სახლებს ვულაგებდი და ფულს იმით ვშოულობდი. მეუღლე კი ელიავაზე მუშად მუშაობდა.
- სად გაიცანით ერთმანეთი, როგორც ვხვდები, მანამდე საკმაოდ განსხვავებული ცხოვრების წესი გქონდათ.
- დიახ, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დედ-მამა პედაგოგები არიან და ძალიან მკაცრები. ალბათ, მათი სიმკაცრისთვის რომ დამეღწია თავი, იმიტომ გავყევი ცოლად ტელეფონით გაცნობილ რამაზს და სწავლას თავი დავანებე. ვიცი, ცუდი ადამიანი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნივერსისტეტში ჩემი ქმრის გამოჩენის შემრცხვა.
- მას მაინც გაჰყევი ცოლად და მასთან ცხოვრობ, პრობლემას რაში ხედავ?
- იმაში, რომ არ ვარ კარგი ქალი და ქმარს ვატყუებ, მეოთხე შვილი მისი ბიძაშვილისგან მყავს.
- ეს როგორ მოხდა?
- ერთი თვით რამაზი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ძმაკაცი შეჰპირდა, რომ ათას დოლარს გადაუხდიდნენ. ფული მართლა მისცეს და შინ ბედნიერი დაბრუნდა. სწორედ იმ პერიოდში შემო-გვეჩვია მეუღლის ბიძაშვილი. ადრეც მოდიოდა, მაგრამ ვითომ გვპატრონობდა და თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. შინ გვიან მიდიოდა. ბავშვებს უკვე ეძინათ ხოლმე. ერთ ღამეს ძალა იხმარა და მითხრა, რომ ამ დღეზე დიდი ხანი ოცნებობდა. მაშინ დავფეხმძიმდი და აბორტი ვერ გავიკეთე. ვერ შევძელი.
- ქმრის ბიძაშვილმა იცის, რომ ბავშვი მისგან გააჩინეთ?
- არა, მაგრამ იმის შემდეგ ურცხვად მოდის სტუმრად, როცა დამიმარტოხელებს, ხელების ფათურსაც არ ერიდება. წარმოდგენაც არ მინდა, ქმარმა რომ გაიგოს... ვიცი, რომ მოკლავს და ციხეში წავა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ქეთი
არ გრცხვენია რაებს ბოდიალობ. ხმამაგლა როგორ ამბობ მაგას. ალბათ კიდევაც არ იტყვი უარს და მახუთესაც გააHენ
16:56 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
რამ გაგაჩინათ ასეთი ბოროტები და ბოღმიანები? გული მერევა თქვენზე. საკუთარ ბინძურ თეთრეულს მიხედეთ და სხვის გამწარებულ ცხოვრებაძე ნუ ხარჯავთ თქვენს უსაქმურობას.
10:47 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა უტვინო გოგო ხარ , არ გრცხვენია? რას ბოდიალობ
20:41 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ცივილიზირებული ფსიქოპატი
წავიკითხე და ერთს ვიტყვი მითხარი მაგ კაცის სახელი მისამართი პიროვნება და მე მოვკლავ ისე რო თქვენ არც არაფერ სჰუასჰი იქნებით.მძულს ეგეთი ხალხი ადამიანები ენდობიან ადამიანს და მერე ეგეთრაღაცას კადრულობს სამმარადისო ჯოჯოხეთში უნდა დაიწვას მძულს ადამიანების რჯული
20:06 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
01
ყოველთვის მაოცებს გაჭირვებაში გაჩენილი შვილების რაოდენობა. თუ პრობლემაა სექსისთვის როგორღა იცლით??? და კიდევ, სხვა კომენტარები წავიკითხე და ვეთანხმები, სიყვარულის არ უნდა შეგრცხვეს. ბიძაშვილი, მასთან სექსი, ეს ხომ ჩვეულებრივი თავის გამართლების შაბლონია. არ უნდა გაკიცხო სხვაო, ესეც მართალია, მაგრამ როცა სხვა აზრი აინტერესებთ მაშინ სთავაზობ შენსას.ჩემო კარგო, სანამ ხალხს გააგებინებ შენს საქციელს, თვითონ ჩაუღნავდი რაც გააკეთე და მიხვდები რომ თანაგრძნობა მაგ ყველაფრისგან ძალიან შორსაა. ეგ არის ერთი ჩვეულებრივი, სუსტი პრიმიტივი ქალის საქციელი.
16:17 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამრო
გაუპატიურება გამიგია მაგრამ ძალით როგორ უნდა დაორსულდე ვერ გამიგია.იციან ასეთები ვის გაუბედონ ალბათ.ძალით ქმარი ვერ დამაორსულებს ბიძაშვილზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.
16:04 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაგნოლია
უნივერსიტეტში მისი გამოჩენის მრცხვენოდაო, არასოდეს გყვარებია შენი ქმარი, მაპატიე ამ სიმართლისათვის, ერთ ოთახიანი - სორო არ არის, და იმ თახსირი ბიძაშვილის სახლიდან მოსროლაც შეიძლება, იცი რა მგონი ცოტას მოუდებილებ
16:46 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
393
შენც გინდოდა მასტან სექსი და უარი ვერ უთხარი რომ გყვარებოდა შენი მეუგლე ოდნავ მაინც დანით ან რაიმე საგნით დაჩრიდი მაგრამ შენ პეხები აუპარჩხე ეხლა კი თავს იმართლებ... თუ გიყვარდა ან ოდნავ პათივს ცემდი შენს მეუგლეს ქვეყანას შედზრავდი მაგრამ იცოდი რომ ქმარი შორს იყო და რაა განაგვლებდაა.. რაა ეშველებატ მასეთ ქალებს ნეთავ..მე ვერ გაგამარტლებ შენ ხარ დამნაშავე
00:10 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
......
უფალი ამბობს ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო, რაც არ უნდა ჩაედინა ამ ქალს ამ დროში 4 შვილის გაზრდა ცოტა არ იყოს რთულია და მალადეც ამ ქალს რო ოჯახს არ ანგრევს. თუ შეგიძლიათ გაამხნევეთ და ძალა შემატეთ და თუ არადა ნუ განიკითხავ მან რა გააკეთა. მომავალში არავინ იცის ვის რა ელის.
21:17 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რომ მოყევი ამ სისულელეს რა შეიცვალა? ყველაფერი თავად უნდა მოაგვარო
14:36 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS