20 იანვარი, 2015
''სამი შვილი ქმრისგან გავაჩინე, ერთიც - მისი ბიძაშვილისგან...''
ძალიან რთულია, საზოგადოებამ გაუგოს ქალბატონს, რომელიც იტყვის, რომ ბავშვი ქმრის ბიძაშვილისგან გააჩინა. ამის იმედი 30 წლის მარიკას არც აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ ამბავს თუ გაამხელს, გულზე მოეშვება.

- თვალზე ცრემლი მადგება, როდესაც გაავებული ხალხის კომენტარებს ვკითხულობ. მრავალშვილიან დედებზე რომ ამბობენ, თუ გაზრდის თავი არ ჰქონდათ, რას აჩენდნენო, რადგან საკუთარ თავზეც არაერთხელ მომისმენია. რამაზს ცოლად რომ გავყევი, ვიცოდი, რომ სიღარიბეში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარდა და იმედი მქონდა, ორივე თუ ვიმუშავებდით, რაღაც გამოგვივიდოდა. დედამთილ-მამამთილი დაღუპული
მყავდა. რამაზი 10 წლის დაობლდა, მამიდამ ბინა გაუყიდა და ერთოთახიან მიწურში დატოვა. ჩვენი ცხოვრება თითქოს ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ქმარი სმას ვერ გადაეჩვია. სამი შვილი გავაჩინე, ერთიმეორის მიყოლებით.
- მშობლები არ გეხმარებოდნენ?
- ათი წელია, რამაზის ცოლი ვარ და თუ დამიჯერებთ, დედაჩემი ჩვენს სახლში არ მოსულა და ჩემს ქმარს არც დალაპარაკებია. ხანდახან დამირეკავდა, სადმე მხვდებოდა და ფულს მაძლევდა. მამაჩემს ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა, ვეზიზღები. ამბობს, რომ ცხოვრება ქუჩის მაწანწალას დავუკავშირე და ამ გადმოსახედიდან არც ვამტყუნებ.
- მეუღლესთან დაშორებაზე არ გიფიქრია?
- არა, რადგან სამი შვილით მამა არასოდეს მიმიღებდა. თან, რამაზი სვამდა, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. ჩემთვის არასოდეს შეუგინებია და ხელიც არ დაურტყამს. ბავშვებს წვალებით ვზრდიდით, მეზობლებს სახლებს ვულაგებდი და ფულს იმით ვშოულობდი. მეუღლე კი ელიავაზე მუშად მუშაობდა.
- სად გაიცანით ერთმანეთი, როგორც ვხვდები, მანამდე საკმაოდ განსხვავებული ცხოვრების წესი გქონდათ.
- დიახ, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დედ-მამა პედაგოგები არიან და ძალიან მკაცრები. ალბათ, მათი სიმკაცრისთვის რომ დამეღწია თავი, იმიტომ გავყევი ცოლად ტელეფონით გაცნობილ რამაზს და სწავლას თავი დავანებე. ვიცი, ცუდი ადამიანი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნივერსისტეტში ჩემი ქმრის გამოჩენის შემრცხვა.
- მას მაინც გაჰყევი ცოლად და მასთან ცხოვრობ, პრობლემას რაში ხედავ?
- იმაში, რომ არ ვარ კარგი ქალი და ქმარს ვატყუებ, მეოთხე შვილი მისი ბიძაშვილისგან მყავს.
- ეს როგორ მოხდა?
- ერთი თვით რამაზი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ძმაკაცი შეჰპირდა, რომ ათას დოლარს გადაუხდიდნენ. ფული მართლა მისცეს და შინ ბედნიერი დაბრუნდა. სწორედ იმ პერიოდში შემო-გვეჩვია მეუღლის ბიძაშვილი. ადრეც მოდიოდა, მაგრამ ვითომ გვპატრონობდა და თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. შინ გვიან მიდიოდა. ბავშვებს უკვე ეძინათ ხოლმე. ერთ ღამეს ძალა იხმარა და მითხრა, რომ ამ დღეზე დიდი ხანი ოცნებობდა. მაშინ დავფეხმძიმდი და აბორტი ვერ გავიკეთე. ვერ შევძელი.
- ქმრის ბიძაშვილმა იცის, რომ ბავშვი მისგან გააჩინეთ?
- არა, მაგრამ იმის შემდეგ ურცხვად მოდის სტუმრად, როცა დამიმარტოხელებს, ხელების ფათურსაც არ ერიდება. წარმოდგენაც არ მინდა, ქმარმა რომ გაიგოს... ვიცი, რომ მოკლავს და ციხეში წავა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
მე
დედა რომ გვერდით გყავს და გიდგას ადამიანს მთებს შეძრავ და არაფრის გეშინია...მესმის მისი ,რამდენი დარდი ატარა და ჩვენ მაინც ნუ გავკიცხავთ.დაფიქრდით თანადგომის გარეშე თქვენ როგორები იქნებოდით!!!....მშობელს არ ირჩევენ სამწუხაროდ
17:51 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
24
საშინელებაა მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ადამიანს საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს, თავს გავუტრხავდი და ნახავდა როგორ გამიფათურებდა ხელს მაგრამ მგონია რომ სუსტი და უნიათო ხარ, ჩემმა მამამთილმა ცადა ჩემთან საუბარი არა ფათური და ისეთი დღე დავაღწიე ოჯახში ფეხს ვერ შემოდგავს არაფერი დამიმალია და თითოონ მისმა შვილმა სცემა, საკუთარი პატიოსნებბის არ უნდა შეგრცხვეთ და არ უნდა გაჩუმდეთ რომელი საუკუნეა. იმ ბავშვნმა რაღა დააშავა ცხოვრებას ნუ დაუმახინჯებ შეინახე ეგ შენი საიდუმლო და თავი დაარწმუნე რომ შენი შვილია და არა მისი. ეგ კიდე გააგდე რათ გინნდა ეგეტი ნათესავი
13:53 / 17-08-2017
გამოხმაურება / 0 /
Dani
Nutu ar gecpdeba ramazi is xom cxovrebisgan ase mwared daichagra. Svamda. Misi mshoblebi rom hyoloda iqneb misi cxpvreba sxvagvari yopiliyo.sazizgari mamida da bizashvili hyolia. Sheni mshoblebic rom dadgomoda gverdit ese ar iqneboda. Hoda exla es saidumlo isev shen unda ataroto yvirtad radganac mis tanjul gils kidev tkivils nu miayeneb.is ro svamda shen xom arapels gavnebda did tliviltan ertad gachirvebac uwyobda xels rom daelia... mis winashe yvelani damnashaveni xart.... es dido tvirti shen unda zido isev da daudge gverdit rom mtlad ar gaanadguro da ar mokla........
11:51 / 17-08-2017
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
10 წლის მანძლიზე რა გულმა მოგითმინა დედა რომ ხაარ მისულიყავი შვილის ოჯახში ცოტა ხელი გეკრათ სიზეზე იქნებ კაცად დამდაგრიყო რა მოხდა 10 წლის ბავშვი დაობლებულა და გვერდში რომ ამოდგომოდით სიზეს და ცოტა დედაშვილური ურთიერთობა გაგებათ უკეთესი იქნებოდა და ჭირი გჭირთ თქვენ შვილიშვილებზე მაინც გეფიქრათ
13:01 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
...ხოდა უთხარი მამაშენს ,რომ მეოთხე შვილი შენი ქმრის არაა,სხვისია და იქნებ იმაზე მაინც მიუვიდეს გული:D თქვენს პატრონს !რა ოჯახიც, ის შთამომავლობაც! მაშ ,ჯიშ-ჯილაგს და ოჯახის დონეს ფასი არ უნდა ედოს?! ჩვენი წინაპრები რა გიჟები იყვნენ, 9თაობას რომ გაიკითხავდნენ ხოლმე??!ადრე მეცინებოდა,მაგრამ ეხლა ძალიანაც სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს,შვილს ვის ატან,ან ვინ შემოდის შენ ოჯახში- არ უნდა იცოდე,რომ მერე Nათესავების "დახმარება "არ დასჭირდეს ,შთამომავლობის გაგრძელებას?!ფუ!
04:49 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS