16 იანვარი, 2015
"ცოლი, დედა და ბებია ერთ თვეში გამითხოვდნენ'' - გეის აღსარება
28 წლის გურო დღეს ყველაფერს ნანობს, მაგრამ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. წერილი ფოსტაზე მოგვწერა და დარწმუნებულია, რომ მის წაკითხვას ოჯახის წევრები შეძლებენ და უნდა, რომ აპატიონ.

გურო:
- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ დავქორწინდი. ნიაკო არ მიყვარდა და უფრო მეტიც, ქალები არ მომწონდა. 8 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. ბებიამ და დედამ გამზარდეს. საკუთარი ორიენტაციის შესახებ უახლოეს მეგობრებსაც ვერე ვეუბნებოდი, რადგან სხვა წრეში ვტრიალებდი და ვერ გამიგებდნენ. "ჩემიანებთან'' კი რამდენჯერაც ვცადე სიახლოვე
ხელი მკრეს.

27 წლის ვიყავი რომ დავქორწინდი. ბებია წლები იტალიაში ცხოვრობდა და იქიდან გვეხმარებოდა. იქ გაიცნო ნიაკოს დედა და ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. ვიფიქრე, იქნებ შემიყვარდეს და რაღაც გამომივიდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება არ შედგა.

მეუღლე მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრება არ გამომდიოდა და ყველაფერი დედაჩემს მოუყვა. შემდეგ კი ბარგი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა. გადარეულმა დედაჩემმა იმ საღამოს საშინელი დღე მაყარა. მითხრა, რომ მეორედ ჩემს გამო არ გათხოვდა და თავისი ახალგაზრდობა შემომწირა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდაო.

ჩემი ორიენტაციის შესახებ იტალიაში ბებიასაც მოახსენეს. ის ქალი სულ გადაირია. წნევამ აუწია და სამი დღე საავადმყოფოში იყო. ტელეფონში მიკიოდა მთელ ფლორენციელ ქართველებში თავი მომჭერი. ახლა ყველა იმას ლაპარაკობს რომ ჩემი შვილიშვილი გეიაო.

ოჯახი ამიმხედრდა, ცოლი გამექცა, ყველაფრით დავიღალე და რაც ფული მქონდა შეგროვებული ორი კვირა საქართველოს გავეცალე. სამსახურში შვებულება დავწერე. საკმაოდ უცნაურად მიყურებდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ცოლი ორ თვეში რატომ გამექცა.

დაბრუნების შემდეგ საოცარი სიურპრიზი დამხვდა. ცოლი თავის ძველ შეყვარებულთან მისულა და პატიება უთხოვია, თან დაუყოლებია, რომ ქალიშვილი იყო და ქმარი გეი აღმოაჩნდა. იმ ბიჭსაც მიუღია და ახლა ქორწილისთვის ემზადებიანო.

რამდენიმე დღეში დედამ გამომიცხადა, რომ სახლს მიტოვებდა და საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა. თავიდან მეგონა, რომ იქირავა და ხელი აღარ შემიშლია, მაგრამ ორ დღეში გავიგე, რომ საცხოვრებლად საყვარელთან გადასულა. ეჭვი მქონდა, რომ ამ წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, მაგრამ ხელი არ შემიშლია.

ამ ამბის ფინალი კი ის აღმოჩნდა ბებია 91 წლის იტალიელს გაყვა ცოლად, იმ კაცს ვისაც თვითონ უვლიდა.

კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ყველაზე მეტად ბებიის და დედის საქციელი გამიკვირდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ხელს არაფერში შევუშლი, მაგრამ ტრაგედია ის არის და გული იმაზე მწყდება, რომ საკუთარი ბედნიერება ჩემი გაუბედურების ხარჯზე მოიწყეს.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ეკა
რა გასაჩენები თქვენ ხართ
10:44 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ფინალი აფსურდულია.. შენი უბედურების ხარჯზე არ გამოდის მათი ბედნიერება....დავიწყოთ იქიდან რომ ამხელა კაცი ხარ გაგზარდეს და პატივს გცემდნენ.მათი გადმოსახედიდან შეხედე სიტუაციას.უბედური კი არა ბედნიერი ხარ.იმ გოგომ იცოდა შენი ორიენტაციის შესახებ?მერე რომ უთხარი კარგი საქციელია???ან დედას სხვისგან უნდა გაეგო???მე თუ მკითხავ საკუთარმა პრობლემამ თავად გაგანადგურა და გინდა სხვები დაადანაშაულო.ეხლა სამივემ გამოსავალი იპოვა და გზას დაადგნენ და შენ დაბოღმილი ჩვენ გვაბოლებ რააა
12:28 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
i
Dzalian dznelia gamoutyde adamians shen seqsualur orientaciashi tu ici ro arar migigrben da shenc cdilob ro mat sheutavso sheni cxovreba ki martalia to unda getqva mara eseti ambavi ar unda aetexat imashi rom mamakacebi mogwons arari araferi imitom rom arafrit ar sheicvlebi mattvis sheni ojaxis wevrebistvis ertaderti gansxvaveba is iqneva ro qalis magivrad gverdshi kaci geyoleba me ubralod ver vxvdebi eset momentshi adamiani rogor unda uaryo da ar dauchiro mxari :/ imedia gapatieben imas rom sheni seqsualuri orirntacia ar sheesabameba mat normebs
02:38 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ñññ
მოაშორეთ ქმ გეების ისტორიები რაააააააააა
18:17 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nini
Sheni problema ici raaris imas ver mimxvdarxar Rom yvelaperi sheni bralia gogo moiyvne colad da gaaubedure ganatxovris saxeli daarqvi da roca ukve gviani iyo mere gaamxile sheni problema da ise ro icode dedashenma rac gitxra score gitxra da bebiamac bodishi simartlistvis
04:22 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
მაგის ბედნიერება კი არა ეგ დედის და ბებიის ბედნიერება იყო რო ისე გაეზარდათ და ისე მოქცეულიყო ეს ბიჭი როგორც დედას და ბებიას უნდოდა. აი ეგ ეშლებათ ძალიან ბევრს არ უნდოდა ამას და რო იცოდა რაებიც იყვნენ ვერ ამობობდა. ბევრ ოჯახში ხდება ასეთი ,,მზრუნველობა'' .
02:27 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
.........
რავარი დასაჯერებელია აი ამბავი დაგვცინი?????
23:05 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
საერთოდ ეგენი ეგეთები არიან, ბოროტები არიან, რომ ხედავენ სხვა ნორმალური ცხოვრებით ცხოვორბს ჭკუა ეკეტებათ და ცდილობენ თავიანთი სიბინძურის რეკლამირებით ჩვენი ცხოვრების წესში შემოიჭრან და იგივე მორალურობა დანერგონ ჩვენს შვილებში რომ ჩვენც ისევე გაგვაუბედურონ როგორებიც ეგენი არიან.
19:37 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
Tu simartlea eg ambavi.. is rom gei ikavi araferia da deda da bebia rom gatxovda eg ubedurebaa? Eg adamianebi shens gamo ambobdnen uars sakutar bednierebaze. Ra, magat ar undodat piradi da seqsualuri cxovreba tu sikvdilamde shentvis unda gaeciat angarishi.egoisti xar.ikavi gei, ki batono, magram sxvebis bednierebze nu ibogmebi.
15:04 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS