გურო:
- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ დავქორწინდი. ნიაკო არ მიყვარდა და უფრო მეტიც, ქალები არ მომწონდა. 8 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. ბებიამ და დედამ გამზარდეს. საკუთარი ორიენტაციის შესახებ უახლოეს მეგობრებსაც ვერე ვეუბნებოდი, რადგან სხვა წრეში ვტრიალებდი და ვერ გამიგებდნენ. "ჩემიანებთან'' კი რამდენჯერაც ვცადე სიახლოვე
27 წლის ვიყავი რომ დავქორწინდი. ბებია წლები იტალიაში ცხოვრობდა და იქიდან გვეხმარებოდა. იქ გაიცნო ნიაკოს დედა და ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. ვიფიქრე, იქნებ შემიყვარდეს და რაღაც გამომივიდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება არ შედგა.
მეუღლე მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრება არ გამომდიოდა და ყველაფერი დედაჩემს მოუყვა. შემდეგ კი ბარგი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა. გადარეულმა დედაჩემმა იმ საღამოს საშინელი დღე მაყარა. მითხრა, რომ მეორედ ჩემს გამო არ გათხოვდა და თავისი ახალგაზრდობა შემომწირა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდაო.
ჩემი ორიენტაციის შესახებ იტალიაში ბებიასაც მოახსენეს. ის ქალი სულ გადაირია. წნევამ აუწია და სამი დღე საავადმყოფოში იყო. ტელეფონში მიკიოდა მთელ ფლორენციელ ქართველებში თავი მომჭერი. ახლა ყველა იმას ლაპარაკობს რომ ჩემი შვილიშვილი გეიაო.
ოჯახი ამიმხედრდა, ცოლი გამექცა, ყველაფრით დავიღალე და რაც ფული მქონდა შეგროვებული ორი კვირა საქართველოს გავეცალე. სამსახურში შვებულება დავწერე. საკმაოდ უცნაურად მიყურებდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ცოლი ორ თვეში რატომ გამექცა.
დაბრუნების შემდეგ საოცარი სიურპრიზი დამხვდა. ცოლი თავის ძველ შეყვარებულთან მისულა და პატიება უთხოვია, თან დაუყოლებია, რომ ქალიშვილი იყო და ქმარი გეი აღმოაჩნდა. იმ ბიჭსაც მიუღია და ახლა ქორწილისთვის ემზადებიანო.
რამდენიმე დღეში დედამ გამომიცხადა, რომ სახლს მიტოვებდა და საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა. თავიდან მეგონა, რომ იქირავა და ხელი აღარ შემიშლია, მაგრამ ორ დღეში გავიგე, რომ საცხოვრებლად საყვარელთან გადასულა. ეჭვი მქონდა, რომ ამ წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, მაგრამ ხელი არ შემიშლია.
ამ ამბის ფინალი კი ის აღმოჩნდა ბებია 91 წლის იტალიელს გაყვა ცოლად, იმ კაცს ვისაც თვითონ უვლიდა.
კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ყველაზე მეტად ბებიის და დედის საქციელი გამიკვირდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ხელს არაფერში შევუშლი, მაგრამ ტრაგედია ის არის და გული იმაზე მწყდება, რომ საკუთარი ბედნიერება ჩემი გაუბედურების ხარჯზე მოიწყეს.
მკითხველის ისტორია