14 იანვარი, 2015
შვილი, რომელიც დედას ვერ იტანდა - როგორ შეცვალა ყველაფერი ერთმა წერილმა
დედაჩემს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა.

როგორ ვერ ვიტანდი მას... და როგორ მრცხვენოდა. სტუდენტებსა და მასაწავლებლებს სადილს უმზადებდა, რომ ოჯახი შეენახა. ერთხელ, როცა მეორე კლასში ვსწავლობდი, დედამ სკოლაში მომაკითხა, შინ წასაყვანად. ისე შემრცხვა, აქ როგორ მომადგა-მეთქი. არაფრად ჩავაგდე, გაბრაზებული მზერა ვტყორცნე და კლასიდან გავვარდი.

მეორე დღეს ერთმა კლასელმა მითხრა: "დედაშენი ცალთვალაა?". მინდოდა მიწა გამსკდომოდა. ისიც მინდოდა, რომ დედა საერთოდ გამქრალიყო ამ ქვეყნიდან. იმ დღესვე ვეჩხუბე და ვუთხარი: "სულ მარცხვენ, შენც გამო დამცინიან. ნეტავ მოკვდე და დავისვენო-მეთქი".
დედას სიტყვა არ შემოუბრუნებია...
გაავებულს წესიერად არც გამიაზრებია, რა ვუთხარი. სახლიდან წასვლა მინდოდა, რომ მას მოვშორებოდი.

გულმოდგინედ ვსწავლობდი, რომ ჩემი ქალაქიდან რაც შეიძლება შორს გამეღწია. საბოლოოდ მართლაც გადავსახლდი, ცოლი შევირთე, სახლი ვიყიდე. ბავშვები გვეყოლა. ბედნიერი ვიყავი ჩემი შვილებითა და აწყობილი ცხოვრებით.

ერთხელ დედა მესტუმრა. რამდენიმე წელი არ ვყავდი ნანახი, შვილიშვილები კი საერთოდ არ ენახა. შემოდგა თუ არა ფეხი, ბავშვებმა სიცილი დააყარეს, მე კი ვუყვირე, გაუფრთხილებლად რატომ მოხვედი-მეთქი.

"როგორ შემიშინე ბავშვები, წადი აქედან". ამაზე დედამ მშვიდად მიპასუხა: "მაპატიეთ, ალბათ მისამართი შემეშალა", და წავიდა.
ერთხელ ჩემი კოლეჯის კურსდამთავრებულებმა შეხვედრაზე მიმიწვიეს ჩემს მშობლიურ ქალაქში. ცოლი მოვატყუე, მივლინებაში მივდივარ-მეთქი და საღამოს ჩემი ქალაქის გზას დავადექი. ჩემს ქუჩასაც ჩავუარე... მეზობლისგან შევიტყვე, რომ დედაჩემი ცოცხალი აღარ იყო.
ცრემლიც არ გადმომვარდნია. მეზობელმა წერილი გადმომცა, რომელიც დედას ჩემთვის დაეტოვებინა:

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS