14 იანვარი, 2015
''საკუთარმა მულმა სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა...''
24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი გაჭირვება, ალბათ, უამრავ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მეძაობა მოუწევდა. მართლაც მძიმე იყო 29 წლის ლიკას ინტერვიუ მოსასმენად და იმედია, ოდესმე მაინც დააღწევს თავს ჭაობს, საიდან ამოსვლასაც ცდილობს.

ლიკა:

- 20 წლის ასაკში გავთხოვდი, მე და ნუგზარს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მალე ბავშვიც შეგვეძინა და მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, რომ მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვცდილობდი, არ მენერვიულა, რომ მუცელი არ მომშლოდა და საბედნიეროდ, პატარა თორნიკე
ასე შევინარჩუნე. 24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ და თვითონ იყვნენ დასახმარებელი. მეუღლის მშობლები კი ძალიან ცუდად მომექცნენ, მითხრეს, ჩვენი შვილისთვის ცუდი ფეხი გქონია, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და აქ შენ გამო დარჩა, რომ წასულიყო, იქნებ, ცოცხალი გადარჩენილიყოო.
- მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ჩვეულებრივი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შეუღლება არ გახარებიათ, მაგრამ ცუდადაც არ მექცეოდნენ. ცალკე ვცხოვრობდით და არაფერს მიშლიდნენ. ერთადერთი მული მემეგობრებოდა ძალიან. სულ ჩემთან იყო, მეუბნებოდა, აუტანელი მშობლები მყავს და იქ ცხოვრებას შენთან მირჩევნიაო. ცხოვრება არეული ჰქონდა. ვიღაც ბიჭმა შეაცდინა, თვითონ ამბობს, რომ ძალა იხმარა და დაფეხმძიმდა. გაგიჟებულმა სამი თვის ბავშვი მოიცილა. ამის შემდეგ მშობლები უფრო გადაირივნენ და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა.
- ამ დროს მეუღლე უკვე გარდა­ცვლილი გყავდა?
- კი, ნუგზარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამდენს ვერ გაბედავდა. არ მსიამოვნებდა მისი ცხოვრების წესი, მაგრამ ურთიერთობაში იმდენად თბილი და კომფორტული იყო, რომ დავთანხმდი. თან, მაშინ ვერ ვხვდებოდი საიდან, მაგრამ საჭმლის ფული მას მოჰქონდა სახლში, რომ მე და ჩემი შვილები შიმშილით არ დავხოცილიყავით. ორი პატარა ბავშვით სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებდი და მთელ დღეებს სახლში ვატარებდი.
- უბედურება როდის დაიწყო?
- ორი წლის წინ, როდესაც სახლში ვინმე თემური და რეზო მოიყვანა. მეგობრებად გამაცნო და მეც სუფრა გავუშალე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ კაცები ღამე წასვლას არ აპირებდნენ. თემური და ჩემი მული ერთად დაწვნენ, რა უნდა მეთქვა, იქ სკანდალს ხომ ვერ ავტეხდი?! რეზოს კი ცალკე გავუშალე და ჩემს შვილებთან ერთად შევედი დასაძინებლად. შუაღამეს ჩემი ოთახის კარზე კაკუნმა გამაღვიძა. გავედი და რეზო იდგა ქვედა საცვლით. უცებ ხელი მომკიდა და მითხრა, რომ ხმა არ ამომეღო და ლოგინისკენ გამათრია. იმ ღამეს გამაუპატიურა. მივხვდი, რომ მულისთვის არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა და მისი მოწყობილი იყო ყველაფერი, მაგრამ მეორე დღეს, როცა კაცები წავიდნენ, ისტერიკაში ჩავვარდი. სახეში სამი ასლარიანი მესროლა და მითხრა, აი, საიდან მოდის ეს ფული. დავიღალე და დროა, ერთი ადგილი შენც გაანძრიოო. არ ვიცი, რა დამემართა, რომ მაშინ ამ ჭაობში ჩათრევას დავთანხმდი და დღეს ჩემი სახლი ბორდელად არის ქცეული.
- ბორდელში რას გულისხმობ?
- ბავშვები ბებია-ბაბუასთან გავხიზნეთ, მულის რჩევით, კიდევ ორი გოგო დავიმატეთ და სახლი ნამდვილ ბორდელად იქცა. რამდენიმეჯერ მეზობლებმაც გვიჩივლეს, მაგრამ პოლიციიდან არავინ მოსულა. ყელში ამომივიდა ასე ცხოვრება, მინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობ. საკუთარი თავი მეზიზღება. სამი თვეა, დედამთილ-მამამთილი ბავშვებსაც არ მაჩვენებს და ვერც ვამტყუნებ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მარი
იცი რას გეტყვი? შენ ადგილზე იმ ადამიანს ვუჩივლებდი და მულსაც სახლიდან გავაგდებდი.. სულ რო ღია ცის ქვეშ მეცხოვრა ვიცხოვრებდი და შვილებს არ შევარცხვენდი. არხარ კარგი დედა. ალბათ არც ისე ძაან გიყვარდა შენი მეუღლე თორე შენი შვილების მამის ხსოვნის ხათრით მაინც არ იზავდი ასე.. მეც მყავს შვილი და დავუშვატ მომიხდა ასეტი რამე.. ეს იმას ხოარ ნიშნავს მეორე დღესვე დავიწყო? ხვდები რაც...... ასე რომ რაც გემართება საკუთარ უტვინო თავს დააბრალე
22:47 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიღაც
მამაო დაეხმარება არა სირი....რის მამაო რა მამაო!!!! მამა ერთი ვიცი:ერთ -ერთი რომ არის ჩვენი მშობლებიდან,ის!!!
12:25 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
შენ თუ არ გინდა ვერავინ დაგაძალებს,იოლი ფული არჩიე პატიოსნად შრომას?ჯობს ეკლესიას მიმართო და Mოინანიო მამაო დაგეხმარება
23:49 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
maia
ცოდოა ეს გოგო,ღმერთმა გამძლეობა მოგცეს.მე გირჩევდი მოაგროვე ფული და წადი რომელიმე ქვეყანაში შენს შვილებთან ერთად სამუდამოდ
21:14 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ჩემო კარგო ვის რა მოგველის ხვალ არავინ არ ვიცით მაგრამ ერთს გეტყვი მიდი ეკლესიაში და მოინანიე შენი ცოდვები და თავი მიუძგვენი ეკლესიას და შენ შვილებსაც დაიბრუნებ
20:56 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
vigac
ოოოო ნუ იგონებთ ერთი ამ ზღაფრებს რააა
17:42 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ენის ტარტარს თავი დაანებეთ რა და თქვენს საქმეს მიხედეთ არავინ იცის რა მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო და იგივე მდგომარეობაში ვინ რას იზამდით... მისი კრიტიკა თქვენ უკეთესს არ გხდით,სხვისი საცვლების ქექვას თავი დაანებეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ რაიმეთი დაეხმარეთ, თუ არა და სინდისი იქონიეთ და გაჩუმდით... ხო და კიდევ თუ ასე გაწუხებთ (მეეჭვება, უFრო ერთობით აქ კომენტარის წEრით და საკუთარი ''არისტოკრატიზმის წარმოჩენით,, ) დარწმუნებული ვარ ყველას გყავთ თითო მაინც გაჭირვებული მეზობელი, დაეხმარეთ რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, მაგრამ მერე ვის მაგალითზე დაამტკიცებთ თქვენს ''მაღალ ზნეობას,, ...
15:54 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინე
შემზარავია ამ ამბავის მოსმენა, მაგრამ თუ ადამიანს სურს, გამოსავალს ყოველთვის ნახავს, ბავშვები ალბათ სკოლის ასაკის იქნებიან, ნუთუ არ ფიქრობ, რომ შენს შვილებს შენი ფულზე მეტად დედის სიყვარული და პატიოსნება ჭირდება? რაკი შენს საქციელს ათვითცნობიერებ და ნანობ, სასწრაფოდ ბინა დააცლევინე მაგ ქალებს და აკურთხებინე, ნებისმიერ სამსახურში დაიწყე მუშაობა, გარდა ბორდელისა, რადგან პატიოსანი შრომა სამარცხვინო არ არის, დროზე ამოდი მაგ ჭაობიდან და უფალს თხოვე პატიება იმ საქციელისათვის, რაც პირველ რიგში შენს თავს დამართე და შემდეგ შენს შვილებს და ახლობლებს. არ დაფიქრდე, საასწრაფოს მოეშვი მაგ საქმიანობას...
12:23 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
////
იმის მაგივრად,რომ ცოდვილ და გაუბედურებულ ქალს უთხრათ აწი წესიერად მოიქეცი,ილოცე.მოინანიე და კარგი აკეთე, ლანძღავთ და ქოლავთ.მე მეცოდება ყველა ცოდვილი.
22:15 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კკკ
რატო ნახულობთ გამოსავალს მეძავობაში,შვილებზე არ ფიქრობთ?
21:02 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS