11 იანვარი, 2015
თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - „გეგონებოდათ სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდნენ...“
ჩვენმა მეგობრებმა ძლივს მიიყვანეს საწოლამდე და დააწვინეს მცირე ხნის წინ, მაღაზიაში შესულმა შემთხვევით მოვისმინე გამყიდველის სატელეფონო საუბარი. შევიტყვე, რომ ამ ქალბატონის ვაჟს შეჰყვარებია გოგონა, რომელიც ნათესავად ეკუთვნის. ბიჭი თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლია და როცა მას მოძღვრისთვის თავის სიყვარულის შესახებ მოუყოლია და უთქვამს, რომ დაქორწინებას აპირებს, მოძღვარი ამ ქორწინების წინააღმდეგ წასულა - მართლმადიდებლური წესების მიხედვით, ნათესაური ქორწინება მეშვიდე თაობამდე აკრძალულია.
ქალმა რომ სატელეფონო საუბარი დაასრულა, ბოდიშის მოხდით ვთხოვე, იქნებ დაწვრილებით მითხრათ თქვენი გასაჭირი-მეთქი. გამყიდველს არ დაუმალავს, რომ
თურმე მისი ვაჟი და ის გოგონა ერთმანეთისთვის მეექვსე თაობაა, მოძღვრის განმარტებით კი, ქორწინება ნათესავთა შორის მეშვიდე თაობამდე აკრძალულია.
გამყიდველმა ცრემლიანი თვალებით მითხრა, ჩემი ბიჭი სტუდენტია, გული აიცრუა სწავლაზე, თავის მოკვლაზეც კი ფიქრობს, გოგონა კი სკოლის მოსწავლეა და მთელ დღეებს შინ ტირილში ატარებსო. აღარ ვიცოდი რა მეთქვა, იქნებ სხვებსაც დაეკითხოთ, კარგად გაარკვიოთ თქვენი ნათესაური კავშირები-მეთქი. მერე სულიერი სიძლიერე ვუსურვე და წამოვედი...
რამდენიმე დღის წინ, გამყიდველი ისევ მოვიკითხე. მითხრა, კარგი ამბავი არ მაქვს, მაგრამ ორივე უკეთ არის, თითქოს ბედს შეეგუვნენ, ტაძარში სისტემატიურად დადიან და სულიერად დამშვიდდნენო... ეს ამბავი ახლობლის ოჯახში მოვყევი და მასპინძლის ბებიამ თავისი ახალგაზრდობის დროინდელი მსგავსი ისტორია გაიხსენა:

ქალბატონი ეთერი:
- მე და ნინო ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, სტუდენტებიც ერთდროულად გავხდით და კახეთიდან რომ ჩამოვედით, თავდაპირველად საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. იქ გავიცანით გოჩაც, რომელსაც პირველივე დღიდან მოეწონა ნინო. ჩემი მეგობარიც არ იყო გულგრილი, შეუძლებელი იყო გოჩა არ მოგწონებოდა - მაღალი, სიმპათიური, ძლიერი, თბილი... ის ჩვენზე ოთხი წლით უფროსი იყო და დიდ ყურადღებას გვაქცევდა. მცირე ხანში ნინოს სიყვარულშიც გამოუტყდა და ახალგაზრდებმა საერთო მომავალზე დაიწყეს ფიქრი. თუმცა ამ ამბის გახმაურებას არ ჩქარობდნენ, გოჩა ამბობდა, სწავლას დავამთავრებ, ფეხზე დავდგები, ვიმუშავებ, ბინას ვიქირავებ და ცოლად მერე შეგირთავო. ნინოსაც არსად ეჩქარებოდა, მაინც სულ ერთად იყვნენ და ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიდნენ. ერთხელ სოფლიდან ნინოს მამამ თამაზმა ჩამოგვაკითხა და ვახშმობისას გოჩაც შემოგვიერთდა. კაცებმა ცოტა დალიეს, საუბარს შეჰყვნენ და უამრავი საერთო ნაცნობი გამონახეს. მათ შორის ნათესაური კავშირებიც კი აღმოჩნდა.
- მაინც როგორი?
- ამ ამბიდან თითქმის ნახევარი საუკუნეა გასული და დეტალურად არ მახსოვს, თუმცა ის კი ვიცი, რომ გოჩას ბებიის და ნინოს გვარის კაცზე იყო გათხოვილი. ის კაცი, თამაზის წინაპარი იყო - სისხლისმიერი ნათესავი, თუმცა იმ დღემდე თამაზი არც გოჩას იცნობდა და არც მის ოჯახს. ნინოს მამას ძალიან მოეწონა ახალგაზრდა კაცი და დაახლოების მიზნით, ორ თვეში, ნინოს უმცროსი დის ნათლობაში გოჩა ბავშვის ნათლიად მიიწვია.
- თუ თამაზს გოჩასთან დაახლოება უნდოდა, უფროსი ქალიშვილი მიეთხოვებინა, ნინომ თავისი გრძნობის შესახებ მშობლებს არაფერი უთხრა?
- არა, მათ ეს არ იცოდნენ. როგორც გითხარით, გოჩა და ნინო თავისი სიყვარულის გამომზეურებას არ ჩქარობდნენ. თამაზმა გოჩა ნათლიად რატომ აირჩია, დღემდე არ ვიცი, მაგრამ უკვე ფაქტის წინაშე დავდექით ყველანი და გოჩამაც ხმა ვეღარ ამოიღო. ნათლობაზე სოფელში სამივე ერთად წავედით. გზაში ნინოს და გოჩას ისეთი სახეები ჰქონდათ, გეგონებოდათ სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდნენ... თამაზს დიდი სუფრა ჰქონდა გაშლილი და ნათლობაზე ნახევარი სოფელი დაპატიჟებული ჰყავდა. ეკლესიიდან სახლში რომ დავბრუნდით, გოჩამ უზარმაზარი ყანწი გამოსცალა. მერეც კი ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა, არადა ნასვამი გოჩა არასდროს მინახავს. ვისხედით სუფრასთან, ვუყურებდი ნინოს და გოჩას სახეებს და გული ცუდს მიგრძნობდა. საუბედუროდ, ჩემს გარდა ვერავინ ხვდებოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა ამ ორი ადამიანის სულში. იმ დღეს გოჩა ისე გაილეშა, ჩვენმა მეგობრებმა ძლივს მიიყვანეს საწოლამდე და დააწვინეს. მეორე დღეს კი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ არც მასპინძელთან უთქვამს რამე, არც ნათლულის ოჯახს გამომშვიდობებია და არც ნინო უნახავს. მე და ჩემი მეგობარი თბილისში რომ დავბრუნდით, გოჩა საერთო საცხოვრებელში აღარ დაგვხვდა, წერილი დაუტოვებია ნინოსთვის. ბოდიშს უხდიდა ყველაფრისთვის და წერდა, რომ ასეთ სიტუაციაში ჯობდა თბილისს გასცლოდა.
- ასე მარტივად გადაწყვიტა ყველაფერი? სად წავიდა?
- როგორც მერე გავიგეთ, სვანეთში წასულა ნათესავთან. არც მშობლებს ეხმიანებოდა და არც ნინოსთან გამოჩენილა. ამ ამბიდან სამი წელი გავიდა, ნინოს თავიდან ძალიან გაუჭირდა სიტუაციასთან შეგუება, მაგრამ მერე დრომ თავისი გაიტანა... ერთ დღესაც შევიტყვეთ, რომ გოჩას ტყეში თავი მოუკლავს. მეგობრებმა ის საკუთარი თოფით მკვდარი იპოვეს ხის ძირას, გულის ჯიბეში ნინოს ფოტო ედო თურმე... დღემდე ვერ მიპატიებია თავისთვის, იქნებ კარგად რომ გაგვერკვია ყველაფერი და მოძღვარს დავლაპარაკებოდით, ეს არ მომხდარიყო?! იქნებ სულაც არ იყო მათ შორის ისეთი ნათესაური კავშირი, ან გოჩას რომ ნინოს და ჰყავდა მონათლული, ეს მათი ქორწინებას ხელს არ უშლიდა?! ახლა უკვე გვიანია ამაზე ფიქრი, მაგრამ ნინო დღემდე იდანაშაულებს თავს. ეს ამბავი არ გახმაურებულა. დღემდე არც ნინოს მშობლებმა იციან და არც გოჩასი, რომ მათ შორის დიდი გრძნობა იყო. ჩვენ გოჩას მეგობრების დახმარებით შევძელით ამ საიდუმლოს შენახვა. მერე ნინო გათხოვდა, ახლა უკვე სამი შვილიშვილი ჰყავს, მაგრამ დღემდე ტირის, როცა გოჩას ვიხსენებთ. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა ორივე და არავის ვუსურვებ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას.

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
საეკლესიოს ცავლების მიხედვი მირონიტ ნატესაობა 7ტაბაზე გადადის..ასე რომ ნუ ხამდებიტ ხალხო და 9ნატლიას ნუ დაახვევტ ტკვენ შვილს ტავზე ერტმა ერიტ მონატლოს მეორემ მეორე და ასე შემდეგ..ან იციტ კი ნატლიის ჯვარი რამხელა...აკ ერტ კომენტატორს გამოვეხმაურებ არც5 ტაობაა ცჰემტვის პრობლემაო...ნუ იკნება პრობლემა როცა მარტლა სასჰინელება დაგატკდება ტავს..მე კი ა რმინდა დაგატკდეს მაგრამ ეგ მკრეხელობაა რასაც ამბობტ.
23:54 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
Nელი
არ აროს Eგ ტქვენი ნინო Kაი ქალი ბიცმა მაგის გულიზა თAვი მოიკლა და Eგ გატხოვდა ტუ Eსეტი სიყვარული ქონდა გოცჰასი ღOგორ გაბედა რატომ შIყვარულს არ სცა Pატივი და გოცჰას შIყვარულს,,,ხსოვნას ????? AფერუM მის ქსლობას Kაცი უნდოდა ეტყობა Kაცის გარესჰე ვერ GაDლო ფუჰ მიმიფურტხებია Mისი სიყვარულისტვის და Mისი მიტომდა სიყვარულისტვის
17:50 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
12
ამ ერტი ბეწო საქარტველოსი ტუ მოიზიებტ ყველა ერტმანეტის ნატესავი გამოდგება არა სისხლიტ არა მირონიტ,გადასენდა მას ერი ისედაც გადასენების გზაზეა
14:07 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
მე საერთოდ 5 თაობა ვიცოდი და არც ეგ 5 თაობაა ჩემთვის დაბრკოლება. ღმერთი სიყვარულია ხალხო, სიყვარულის დაშლა ვის გაუგია????
13:06 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ვსსჰსგ
მაინც ვერ მივხვდი... ეთქვა გოჩას არ შემიძლია მოვნათლოო ანდა ეთქვა თქვენი შვილი მიყვარს და არ გამოვაო... რა შუაშია ეკლესია და რელიგია? ეკლესიას ხოარ დაუძალებია შენი საცოლის და მონათლეო...
02:28 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
bneli da bnelze bneli
ახლაც ცდილობს ეკლესია რო სიბნელეში ამყოფოს ხალხი და მაშინ ხო საერთოდ იმ დროს. ბიძაშვილ მამიდაშვილი და იმისი შვილები საბედნიეროდ საქართველოში არასოდეს დაქორწინდებიან და მთავარია სისხლისმიერი ნათესავები არ იყონ,თორემ ეგრე რო გაყვე, ყველა ვიღაცის ბებიის მაზლიშვილის შვილიშვილია და იმის ვიღაცა კიდევ.
23:04 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რელიგიას და რწმენას პატივს ვცემ,მაგრამ არა ასეთ ფანატიზმში და სიბეცეში გადასულს! ის უკეთესია, ერთი რომ მოკვდა და მეორე რომ მთელი ცხოვრება გაუბედურებული ცხოვრობს,როგრც ქალბატონი ეთერი ჰყვება? ყველას თავისი მოსაზრება აქვს,არავისთან პაექრობას არ ვაპირებ,ჩემი აზრით კი,მეექვსე თაობაში ადამიანებს რომ ერთმანეთი უყვარდებათ,თუ უახლოესი სისხლისმიერი ახლობლები არ არიან,მათთვის ქორწინების დაშლა უბრალოდ უაზრობაა!
18:41 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS