06 იანვარი, 2015
''ახალი წლის ღამეს ქმარმა მიმატოვა და ჩემს მეგობართან ერთად გაიქცა...''
მითხრა, ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად ნიკასნაირი ქმარი მეყოლებაო ალბათ, ადამიანების დიდი ნაწილისთვის ახალი წლის დადგომა ბედნიერებასთან, სუფრასა და საყვარელ ადამიანებთან გატარებულ ლამაზ ღამესთან ასოცირდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც ახალი წლის ღამეს ცხოვრება დამთავრდა და დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობენ.

ლიზა, 26 წლის:

- სამი წელი მე და ნიკა ბედნიერად ვცხოვრობდით. პატარა ნიაკოს ვზრდიდით, ორივე ვმუშაობდით და ხშირად გამიგია ახლობლებისგან, რომ ჩვენზე მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცხოვრებაში არ უნახავთ. ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ ნიკაზე. ხშირად სტუმრად მოსვლამდე უთქვამთ, ქმარი სახლში
დაგვახვედრეო. საღამოების სული და გული იყო. გიტარაზე მღეროდა და უყურადღებოდ არავის ტოვებდა.
- შემდეგ რა შეიცვალა?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, დაშორებამდე ერთი თვე საკუთარ თავში ჩაიკეტა. ხშირად მოწყენილი იყო. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, გადავიღალე და სამსახურშიც პრობლემები მაქვსო, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. არც ეჭვის საფუძველს მაძლევდა და ვფიქრობდი, გადაუვლიდა. ერთადერთი, რაც ახლა მახსენდება, ჩემი ბავშვობის მეგობრის, ფიქრიას გაუჩინარება იყო. მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ზარზე არ მპასუხობდა და ოღონდ ჩემთან არ მოსულიყო, ათას სისულელეს იგონებდა. მანამდე კი ღამეებიც რჩებოდა ჩემთან და ერთხელ მშობლებთან ჩხუბის შემდეგ ერთი თვე ჩვენგან დადიოდა სამსახურში.
- ნიკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- კარგი, როგორც ჩემს ყველა მეგობარს. განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. უბრალოდ, ერთხელ მითხრა, ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად ნიკასნაირი ქმარი მეყოლება, თუ არადა, მირჩევნია, ასე დავბერდეო. მაშინ ბევრი ვიცინე, ისიც კი ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებდა, შეიძლებოდა, მართლა მარტო დაბერებულიყო და თან დავპირდი, რომ მეუღლეს ნიკას ძმაკაცებიდან შევურჩევდი.
- მაჭანკლობა არ გამოგივიდათ?
- დიახ, ყველას იწუნებდა, მაგრამ იმ საბედისწერო ღამემდე ეჭვი მართლა არ ამიღია, რომ ჩემს ქმარზე სერიოზულად ფიქრობდა.
- როგორც ვხვდები, ახალი წლის ღამეს ძალიან ცუდი რამ მოხდა.
- შარშან 2014 წლის შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადე. მართალია, მეუღლე უხასიათოდ მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუმრებთან გაერთობოდა. ჩემი და ნიკას მეგობრებიდან ყველა დავპატიჟე და მათ შორის ფიქრიაც, რომელმაც დაიფიცა, რომ აუცილებლად მოვიდოდა. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით, თითქმის ყველა მოვიდა და სამ საათზე ფიქრიამაც შემოაღო კარი. ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა, არაფერი შემინიშნავს საეჭვო. გათენებისას სტუმრებმა წასვლა რომ დაიწყეს, ჩემი ქმარი ვეღარ ვიპოვე. ვიფიქრე, სადმე ჩაეძინა ან ვინმე გააცილა-მეთქი და ძალიან არ მინერვიულია. სახლში მარტო რომ დავრჩი და ქმარი მაინც ვერ ვიპოვე, ტელეფონზე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, შემდეგ კი საერთოდ გათიშა. ნერვიულობისგან ყველაფერი დამავიწყდა და ქვეყანა შევყარე, ქმრის მოძებნას ვთხოვდი. შუადღეს მისი ტელეფონი ორი წუთით ჩაირთო და მომწერა, - ნუ მეძებ, დრო დადგება და ყველაფერს გაიგებო. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ქალს უკავშირდებოდა. ერთი კვირა სრულ საგიჟეთში ვცხოვრობდი, ვერავინ მიბედავდა იმის თქმას, რომ ქმარი ჩემს საუკეთესო მეგობარ ფიქრიასთან ერთად იმ ღამეს ბათუმში გაიქცა.
- ბოლოს ვისგან გაიგე?
- ჩემმა დედამთილმა მითხრა. თან გამლანძღა, ქმარს ყურადღება არ მიაქციე და შენს დაქალებს კალთაში უსვამდიო. ახალი რძალი სამი თვის შემდეგ მიიღეს. მანამდე ქირით ცხოვრობდნენ. მე კი დავრჩი ჩემს პატარა გოგონასთან ერთად ჩვენი საერთო ფულით ნაყიდ ოროთახიან ბინაში. ერთი წელი გავიდა, ბავშვი დღემდე არ უნახავს, ალბათ, თვალებში შეხედვის რცხვენია, მაგრამ როდემდე დაიმალება?!.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
გია
აუ რა გოიმი ქმარი გყოლია. შენ კი გაგიმართლა, მაგრამ შეურაცყოფა დიდხანს დარჩება. ეცადე ბავშვს არ გადაედოს თორე დაკომპლეკსდება. აუუუუუ რა საზიზღრობა გაუკეთებია. ისე წასულიყო, ან ეცხუბა, ან გაბუტულიყო, ან ერთი კვირა დედამისთან ეცხოვრა. ეს რა ბოროტობა ჩაუდენია.
10:56 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
საქარათველოს კაცები უმრავლესობა ყბადაგებული დადიანნნ . მაგარი გოიმები არიან , ქალი მამაკაცის გარესეც იქნება ბედნიერი არ ინერვიულო იდიოტი კაცის გამოო .
10:45 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
სხვა დაქალებიც ტუ კავს გაკოტრიალებულიი
00:07 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
მარტალი უტკვამს დედამტილს ზედმეტი არაპელი არ ვარგა არც მეგობრობა და არც ნდობა კოველ ჰემტხვევაჰი ჰენი ქმარი არაკაცია და ის ქალი უკანასკნელი ბოზი ეტკობა ჰენი ქმარი სხვა ქალტან ნამკოპი არა იკო
23:42 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
lali
ჩემი თავი გამახსენდა, თუმცა შენგან განსხვავებით მე ფეხმძიმე მიმატოვა, ბავშვს არც ის ნახულობს, მე მჯერა რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააგებს, და ჩემი ყოფილი სამაგალითო სასჯელს მიიღებს, ეს მე არაფერს მომცემს, მაგრამ იმ ტკივილს მაინც შემიმსუბუქებს.
18:01 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS