06 იანვარი, 2015
''ახალი წლის ღამეს ქმარმა მიმატოვა და ჩემს მეგობართან ერთად გაიქცა...''
მითხრა, ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად ნიკასნაირი ქმარი მეყოლებაო ალბათ, ადამიანების დიდი ნაწილისთვის ახალი წლის დადგომა ბედნიერებასთან, სუფრასა და საყვარელ ადამიანებთან გატარებულ ლამაზ ღამესთან ასოცირდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც ახალი წლის ღამეს ცხოვრება დამთავრდა და დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობენ.

ლიზა, 26 წლის:

- სამი წელი მე და ნიკა ბედნიერად ვცხოვრობდით. პატარა ნიაკოს ვზრდიდით, ორივე ვმუშაობდით და ხშირად გამიგია ახლობლებისგან, რომ ჩვენზე მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცხოვრებაში არ უნახავთ. ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ ნიკაზე. ხშირად სტუმრად მოსვლამდე უთქვამთ, ქმარი სახლში
დაგვახვედრეო. საღამოების სული და გული იყო. გიტარაზე მღეროდა და უყურადღებოდ არავის ტოვებდა.
- შემდეგ რა შეიცვალა?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, დაშორებამდე ერთი თვე საკუთარ თავში ჩაიკეტა. ხშირად მოწყენილი იყო. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, გადავიღალე და სამსახურშიც პრობლემები მაქვსო, მაგრამ ცუდად არ მექცეოდა. არც ეჭვის საფუძველს მაძლევდა და ვფიქრობდი, გადაუვლიდა. ერთადერთი, რაც ახლა მახსენდება, ჩემი ბავშვობის მეგობრის, ფიქრიას გაუჩინარება იყო. მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ზარზე არ მპასუხობდა და ოღონდ ჩემთან არ მოსულიყო, ათას სისულელეს იგონებდა. მანამდე კი ღამეებიც რჩებოდა ჩემთან და ერთხელ მშობლებთან ჩხუბის შემდეგ ერთი თვე ჩვენგან დადიოდა სამსახურში.
- ნიკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- კარგი, როგორც ჩემს ყველა მეგობარს. განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. უბრალოდ, ერთხელ მითხრა, ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად ნიკასნაირი ქმარი მეყოლება, თუ არადა, მირჩევნია, ასე დავბერდეო. მაშინ ბევრი ვიცინე, ისიც კი ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებდა, შეიძლებოდა, მართლა მარტო დაბერებულიყო და თან დავპირდი, რომ მეუღლეს ნიკას ძმაკაცებიდან შევურჩევდი.
- მაჭანკლობა არ გამოგივიდათ?
- დიახ, ყველას იწუნებდა, მაგრამ იმ საბედისწერო ღამემდე ეჭვი მართლა არ ამიღია, რომ ჩემს ქმარზე სერიოზულად ფიქრობდა.
- როგორც ვხვდები, ახალი წლის ღამეს ძალიან ცუდი რამ მოხდა.
- შარშან 2014 წლის შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადე. მართალია, მეუღლე უხასიათოდ მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუმრებთან გაერთობოდა. ჩემი და ნიკას მეგობრებიდან ყველა დავპატიჟე და მათ შორის ფიქრიაც, რომელმაც დაიფიცა, რომ აუცილებლად მოვიდოდა. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით, თითქმის ყველა მოვიდა და სამ საათზე ფიქრიამაც შემოაღო კარი. ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა, არაფერი შემინიშნავს საეჭვო. გათენებისას სტუმრებმა წასვლა რომ დაიწყეს, ჩემი ქმარი ვეღარ ვიპოვე. ვიფიქრე, სადმე ჩაეძინა ან ვინმე გააცილა-მეთქი და ძალიან არ მინერვიულია. სახლში მარტო რომ დავრჩი და ქმარი მაინც ვერ ვიპოვე, ტელეფონზე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, შემდეგ კი საერთოდ გათიშა. ნერვიულობისგან ყველაფერი დამავიწყდა და ქვეყანა შევყარე, ქმრის მოძებნას ვთხოვდი. შუადღეს მისი ტელეფონი ორი წუთით ჩაირთო და მომწერა, - ნუ მეძებ, დრო დადგება და ყველაფერს გაიგებო. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ქალს უკავშირდებოდა. ერთი კვირა სრულ საგიჟეთში ვცხოვრობდი, ვერავინ მიბედავდა იმის თქმას, რომ ქმარი ჩემს საუკეთესო მეგობარ ფიქრიასთან ერთად იმ ღამეს ბათუმში გაიქცა.
- ბოლოს ვისგან გაიგე?
- ჩემმა დედამთილმა მითხრა. თან გამლანძღა, ქმარს ყურადღება არ მიაქციე და შენს დაქალებს კალთაში უსვამდიო. ახალი რძალი სამი თვის შემდეგ მიიღეს. მანამდე ქირით ცხოვრობდნენ. მე კი დავრჩი ჩემს პატარა გოგონასთან ერთად ჩვენი საერთო ფულით ნაყიდ ოროთახიან ბინაში. ერთი წელი გავიდა, ბავშვი დღემდე არ უნახავს, ალბათ, თვალებში შეხედვის რცხვენია, მაგრამ როდემდე დაიმალება?!.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ქალებს
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მაგარი ეგოისტები ხართ.თან მიყვარსო ამბობთ და თან მაგრად,რომ დაისჯება შვებას ვიგრძნობო.თუ ადამიანი გიყვარს, მისი ცუდი რატომ გიხარია? არც ვინმე გიყვართ და საერთოდ არ იცით სიყვარული რა არის.
17:41 / 10-02-2016
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მაგ კაცს არაკაცი ქვია და სხვა არაფერი ცოლი და შვილი როგორ მიატოვა მეძავის გამო ? ეგეთი ქალი ბოზიააა ალბათ სახმარად უნდოდა ან და დაევასა მაგარი ნაშა არისო მერე მობეზდრება მისი ხმარება და მიატოვებს ნუ ბოზებს ესე ექცევაინ :) და იმ დედამთილის რა ვუთხარი უხარია ბოზი რძალი რო ყავს ))) ეს შენზე არ მითქვამს შენ კარგს იმსახურებ ლიზი ვინმე გამოჩნდება და გაგაბედნიერებს და მარტო არ დაგტოვებს ❤️❤️❤️
10:59 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
tina
დიდი ხნის წინ მსგავსი ისტორია მეც გადამხდა...ძალიან ცუდად დაამთავრეს მოღალატეებმა სიცოცხლე,ამას შვება არ მოუტანია ჩემთვის,არ ვარ ის ადამიანი ვისაც მხოლოდ თავისი სიმართლე ჰგონია მართალი,მაგრამ მეცოდებიან ისინი ვისაც არაფრად უღირთ სხვის უბედურებაზე ააგონ "ბედნიერება" დამიჯერეთ სასტიკია ღვთის განაჩენი მოღალატეების მიმართ!
09:35 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
NEლი
ლიზი ეხლა კარგად Mომისმინე გენაცვალე..შEნ არ გყოლია Kარგი ქMari arC DAQალები არც ქმრის Xალხი შენს თAვს Gაუფრტხილდი ჯობია ...ამ Mწერლების ტუტუცურ Aზრებს ნუ Mოუსმენ ერთI ზაზას Aზრი მომეწონა ის Nორმალურად მიუდგა სჰენს საქმეს Aგერ ლალიც რა დგესჰი YოფილA ცჰემი დაიხსომე KარGად ის სჰენტან Dაბრუნებას მოიტხოვს დრო Mოვა მარა სჰენ Aრ უნდა მოუსჰვა Iცოდე ...სჰენ შHენი სიალალიტ და სიკეთIთცხოვრობდი და Nდობის ფაქტორი გქონდა Dა სხვამ რომელსაც ქმრების წარტმევის ინსტიტუტი Aქვს დამტავრებული ისინი Xელად არტმევენ ( ახევენ) სჰენნაირ Aლალ და ნდობიტ Aგსავსე გოგოებს ქმრებს მაგრამ დიდხანს Aრ გასტანს ლალის თQმის არ იყოს სხვისუბედურებაზე ის Bედნიერი არ იქნება ....ტვიტმფრინავი Yოველტვის აფრენილ პასატკას Uბრუნდება საიდანაც ფრინდება თU კატასტროფა არ Mოხდა დაიყნარე ნერვები Dა მიხედე შVილს Vინც გირსი არ Aრის ნამდვილი Oჯახის და სიყვარულის ჟOბია რომ სჰორს Iყოს....ბევრს რომ ტლიკინებენ აბა თVიტონ მოსვლოდატ ესეტი რამე ან ტავისიანებს...ეგ Iს ხალხია ვინც თVიტონ ამჯობინებენ ესეტ ცხოვრებას Dა მიცჰვეულები არიან...სჰენი Qმარია დამნასჰავე იცოდე თU უყვარდი Iმსჰენ დაქალს იცი ღAს ეტყოდა ( შEნ გირსი არა Xარ ლიზის Mეგობარი იყოვო ..სჰენ Lიზი რომ გიყვარდეს ჩHემტან ესე არ Mოიქცეოდიო და გაქრი ცჰვენი ცხოვრებიდანო ) და ავასმევინებდი Aსე რომ სჰენ Qმარს აწყობდა ესეიგი Aრ ყვარებიხარრრრრ I
20:04 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
რუსას ვეთანხმები. და კიდევ რა გინდათ ხალხო? იმ კაცს ბოზი უნდოდა ცოლად და რას ერჩით? ალბათ საწოლში მაგრად აციამოვნა. ჰი,ჰი,ჰი
03:49 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ალბათ მიზეზი ქონდა,იმ კაცს...ეხლა გიჟადაც გამოაცხადეთ
ალბათ თავმოუვლელი,საშობაო ბურვაკივით ჩასუქებული დედაკაცი იყავი, იმიტომაც გაიქცა შენი ქმარი სხვასთან,თავს მოუარეთ ბლიად.....ნუ ხართ ეგეთი ჩაქონილები,და კაციც,არ დაუწყებს ყურებას მეზობლის ცოლებს,ან საუკეთსო დაქალებს.....
14:06 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მირიამ
გოიმი არა გოი ნიშნავს არა ებრარლს
16:30 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
goimi
ისე,ცნობისათვის!სიტყვა გოიმი-ძველი ებრაული სიტყვაა.ებრაელები ქრისტიანებს გოიმს ეძახდნენ!ანუ ქრისტეს მიმდევრებს!
13:56 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალებმა ქენდერული თანასწორობა დაიცავით
ყველა მამაკაცს რომ ამტყუნებთ და ქალს არა, ორივე თანაბრადაა არაა დამნაშავე? პლიუს ცოლიც კაი ტიპი ყოფილა ყველა რომ წავიდა მაშინ გაახსენდა ქმარი. ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო ნათქვამია. გამგები გაიგებს.
11:16 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსა
კაცისგან არ მიკვირს ეგ მაგრამ ქალისგან ვერ ვიტან ასეტ საქციელს, დარწმუნებული ვარ ფიქრიას დაქალსაც გაეკიდება ტან უფრო ადვილად, პირველია დზნელი ყველაფერი
12:19 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS