22 დეკემბერი, 2014
"ყველამ რომ მიგატოვოთ, მაინც არ თქვათ შვილზე უარი" - 18 წლის ქართველი გოგონას წერილი, რომელიც შეგძრავთ
მინდა ჩემი პრობლემის შესახებ გიამბოთ. 17 წლის ასაკში შემიყვარდა პიროვნება, რომლისგანაც დავფეხმძიმდი. ეს ამბავი ვერავის გავანდე და გადავწყვიტე დამემალა. მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცოდა ჩემი დარდის შესახებ. რატომღაც არც მიფიქრია, ბავშვი მომეცილებინა. ეს ყველაფერი ასევე იცოდა ბავშვის მამამ, რომელმაც თავი აარიდა ჩემს პრობლემას. მას აზრადაც არ გაუვლია, რომ ე.წ. ტესტი შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო.

ჩვენი ურთიერთობა ორსულობის 4 თვემდე გაგრძელდა და როცა დაზუსტებით მივიღე ექოსკოოპიის პასუხი, ის ბიჭი ადგა და უსიტყვოდ დამტოვა.
ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო,
ჩემი მდგომარეობა მშობლებმა გაიგეს,რომლებმაც გადაწყვიტეს, ბავშვი მოეშორებინათ ჩემთვის, ექიმებმა კი პასუხისმგებლობა არ აიღეს საკუთარ თავზე, რადგან ამ დროს უკვე 17 კვირის ორსული ვიყავი. აბორტი გამოირიცხა და ახალი ეტაპი დაიწყო: მოდიოდნენ მსურველები, რომლებსაც ბავშვის აყვანა უნდოდათ. ერთ-ერთ ოჯახს ჩემებმა უარი უთხრეს - ჩვენი თანაქალაქელები იყვნენ და ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვს იოლად მოვძებნიდი. ამიტომ ისეთი ხალხი მიიღეს, რომლებიც ჩემი რაიონიდან შორს ცხოვრობდნენ.

მთელი ეს პერიოდი სახლში ვიყავი - მმალავდნენ, რომ არავის გაეგო ჩემი ორსულობის ამბავი. მე ამ პერიოდში სახლში მმალავდნენ. არც იმ ხალხთან მაჩენდნენ, ვინც მომავალი ბავშვის აყვანას ცდილობდა.

ერთ დღესაც დედამ გამომიცხადა, რომ მივყავდი ოჯახში, რომელიც თავისი მეგობრისთვის შვილს ეძებდა. ჩანთა ჩამილაგა და წამიყვანა.
რატომღაც არ დამიჯერებია, რომ მათ ბავშვი მეგობრისთვის უნდოდათ. თავად იყვნენ უშვილოები და სურდათ, მათ თვალწინ ჩაევლო ჩემი ორსულობის ბოლო პერიოდს. დედამ დამტოვა მათ ოჯახში და თავად სახლში დაბრუნდა.

სამთვენახევარი ვიცხოვრე მათთან,იქიდანვე დავდიოდი ექიმებთან გამოკვლევებზე. არაფრით მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი სხვისთვის უნდა მიმეცა. ერთ დღეს კატეგორიულად მოვითხოვე, იმ ოჯახიდან წავეყვანე, მაგრამ დედაჩემმა ჩემი აზრი არ გაითვალისწინა და დამემუქრა, რომ ფეხმძიმეს ქუჩაში დამტოვებდა(ამ დროს 8 თვის ორსული ვიყავი). სხვა გამოსავალი არ მქონდა - არასრულწლოვანი ვიყავი, არავითარი სახსარი არ მქონდა, და ისევ იქ დავრჩი.

18 წელი იმ ოჯახში შემისრულდა. როცა მშობიარობის თარიღი მოახლოვდა, ამ ოჯახმა კიდევ სხვა ქალაქში წამიყვანა, სადაც მათი თქმით, გაშვილება მოსული "პონტი" იყო. მშობიარობა დამეწყო და როგორც კი ბავშვი გავაჩინე, ისევ სკანდალი ავტეხე,ვითხოვდი, ბავშვი ჩემთან შემოეყვანათ. იმ ქალსაც ვუთხარი, რომ ბავშვს არ მივცემდი. მოვითხოვე, რომ ჩემი შვილისთვის ძუძუ მეწოვებინა, მაგრამ მკერდი უკვე წინასწარ მოწამლული მქონია - ეს თავად ამ ქალბატონმა მითხრა... ყველაფერი ნელ-ნელა და გულმოდგინედ იგეგმებოდა.

ამის შემდეგ მათ დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს მომხდარის შესახებ. სანამ დედა ჩამოვიდოდა, პალატაში მარტოს არ მტოვებდნენ - ჩემი პატარის მომავალი დედობილი გვერდიდან არ მშორდებოდა. მე კი სულ მიტრიალებდა თავში ბავშვის წართმევის ამბავი. ერთ ღამეს დავინახე, რომ ჩაეძინა, შევიპარე შვილის ოთახში და ხელში ავიყვანე, გულში ჩავიკარი ჩემი პატარა... 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS