17 დეკემბერი, 2014
ჩაშლილი ქორწილი ''სადედამთილომ გვარის გამო შემიძულა...''
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი აღმოვჩნდებოდი ალბათ, ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ დღეს გვარის გამო შეიძლება, სადმე პრობლემა შეგექმნას, განსაკუთრებით თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება. ქეთი 28 წლისაა, ამბობს, რომ გათხოვება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ შეუქმნელი ოჯახი თავზე დაენგრა და დღეს ისევ მარტოა.

ქეთი:
- როდესაც ჟურნალ-გაზეთებში მკითხველის ისტორიები წამიკითხავს, ხანდახან ეჭვი შემპარვია, ჟურნალისტები ხომ არ იგონებენ-მეთქი. ხშირად გამცინებია კიდეც მთავარ გმირებზე, ალბათ ისე, როგორც ახლა ჩემზე გაიცინებენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი
აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალს ჩემი დედამთილი წაიკითხავს. თემუკა ოთხი წლის წინ გავიცანი. ტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობ, მობილური ტელეფონის შესაძენად შემოვიდა და შერჩევაში დავეხმარე. ნომრები გავცვალეთ და შემდეგ შეხვედრამდე თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით. თავიდან - იშვიათად, თითქოს მემეგობრებოდა, შემდეგ კი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს.
- შეყვარებული არ გყავდა?
- არა, არასოდეს მყოლია, რაღაც არავისთან გამომდიოდა ურთიერთობა. ვაღიარებ, რომ პირველი პაემნის შემდეგ ყველა გარბოდა. ალბათ, პრობლემა ჩემშია, მაგრამ ფაქტია, რომ თემუკას სიგიჟემდე შევუყვარდი. სიყვარულის ისტორია წლები გაგრძელდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობდა, სანამ ერთხელ მამაჩემი არ დაელაპარაკა. უთხრა, რომ დაიღალა ჩვენი ყურებით, პატარებიც აღარ ვიყავით და ქორწილზე უნდა გვეფიქრა. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი უცნაური ის იყო, რომ მის მშობლებს არ ვიცნობდი, მხოლოდ - მეგობრებს და რამდენიმე უახლოეს ნათესავს. მამას იშვიათად ახსენებდა, დედას - თითქმის არასოდეს.
- შენ არ დაინტერესდი მომავალი დედამთილით?
- კი, როგორ არა, მაგრამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ბოლოს მითხრა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდნენ. მამაჩემთან საუბრის შემდეგ ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ოღონდ ჩუმად. გაპარვას ვაპირებდით და ჯვარის დაწერას, შემდეგ კი - თურქეთში გამგზავრებას ერთი კვირით. თემუკას მშობლებთან ცხოვრება არ უნდოდა და ბინა ვიქირავეთ. ვხვდებოდი, რომ დედამისს ჩემში რაღაც არ მოსწონდა, მაგრამ რა, ვერ ვიგებდი. ორივე ვმუშაობდით და თავის შენახვა არ გაგვიჭირდებოდა. მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი თავზე დამენგრეოდა.
- რა მოხდა?
- სამზადისის შესახებ ჩვენმა რამდენიმე საერთო მეგობარმა იცოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ მოსწონდა ეს ურთიერთობა და ჩემს მომავალ დედამთილს ყველაფერი უთხრა. ალბათ მას ეგონა, ეს ამბავი ქორწილამდე არ მივიდოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში გამოგვეცხადა. მშობლებს უთხრა, რომ ჩვენი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიზეზი კი ჩემი გვარი გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის დედაც ჩვენი მოგვარე ყოფილა და რძლად ნათესავს ვერ შემოვიყვანო. მამაჩემს თავბრუ დაახვია. ვიღაცებზე უთხრა, რომ ჩვენი საერთო ნათესავები იყვნენ და კაცი ჩემზე საცემრად იწევდა.
- შენ არ იცოდი, რომ თემუკას ბებია შენი მოგვარე იყო?
- არა, ამის შესახებ არასოდეს უთ­ქვამს, ახლა ვხვდები, დედამისს ასე გამწარებით რატომ მიმალავდა. იმ დღის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მხოლოდ ის მომწერა, დედაჩემის მაგივრად მე მრცხვენია და სამუდამოდ გემშვიდობებიო. თუმცა მანამდე მამაჩემმა დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა, თან ცემით დაემუქრა. იმ დღის შემდეგ ორი თვე გავიდა, რაღაც პერიოდი სამსახურში არ დავდიოდი, ახლა გავედი, მაგრამ ცხოვრება არ მიხარია.
- ყოფილმა საქმრომ ცოლობა რომ ისევ გთხოვოს, გაჰყვები?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიჭირს, მასაც ვაპატიო ასე გაქრობა. ისიც არ ვიცი, დედამისთან ცხოვრობს თუ არა. მისი მეგობრები კი ჩემს ზარებსაც არ პასუხობენ. ალბათ, თვითონ გააფრთხილა.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
maka
maindamainc erti muclidan xom ar unda iyot nashobni, natesavebi, rom iyot? Saqartveloshi gvarebis farto archevania da raga monatesave gvars unda miaxtet? axali taobis umetesobam, arc ician winaprebis shvrebi. daukidet shvilebs geniologiis xe, rom shexedon da icodnen vin ra gvarisa yavdat...
14:45 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
???
რაში გჭირდება ეგეთი იდიოტი, უნდა გიხაროდეს, რომ ქორწილი არ შედგა, მერე უფრო დაიტანჯებოდი.
14:04 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ტიტე
ეს რა სისულელეა, ჩემი რძალი და ბებიაჩემიც მოგვარეები არიან მაგრამ ამაზე ხმა არავის არ ამოუღია, ამ ოჯახს ალბათ ეს გოგო რძლად არ უნდოდა ეს რა სისულელე მიზეზია, მოგვარეობა ნათესაობას არ ნიშნავს....
12:39 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
იანა
მოგვარე ნათესავს არ ნიშნავს. კარგად გაარკვიე რააა. აი მამაჩემი მასე რომ მომქცეოდა მის გვერდით კი ნამდვილად არ გავჩერდებოდი. რას ქვია საცემრად იწია??????
11:54 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
უიმეეეეეეეეეეეეეეეეე
---------------------- რას გაყვები უთავო ბიჭია. დედაც ხომ ვარსკვლავი ყავს დაანებე თავი
10:01 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მამაშენიც კაი დებილი ყოფილა რა. შEნ რა იცოდი რომ ნათესაური კავშირი შეიძლებოდა გქონოდა.
09:13 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS