17 დეკემბერი, 2014
ჩაშლილი ქორწილი ''სადედამთილომ გვარის გამო შემიძულა...''
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი აღმოვჩნდებოდი ალბათ, ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ დღეს გვარის გამო შეიძლება, სადმე პრობლემა შეგექმნას, განსაკუთრებით თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება. ქეთი 28 წლისაა, ამბობს, რომ გათხოვება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ შეუქმნელი ოჯახი თავზე დაენგრა და დღეს ისევ მარტოა.

ქეთი:
- როდესაც ჟურნალ-გაზეთებში მკითხველის ისტორიები წამიკითხავს, ხანდახან ეჭვი შემპარვია, ჟურნალისტები ხომ არ იგონებენ-მეთქი. ხშირად გამცინებია კიდეც მთავარ გმირებზე, ალბათ ისე, როგორც ახლა ჩემზე გაიცინებენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი
აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალს ჩემი დედამთილი წაიკითხავს. თემუკა ოთხი წლის წინ გავიცანი. ტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობ, მობილური ტელეფონის შესაძენად შემოვიდა და შერჩევაში დავეხმარე. ნომრები გავცვალეთ და შემდეგ შეხვედრამდე თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით. თავიდან - იშვიათად, თითქოს მემეგობრებოდა, შემდეგ კი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს.
- შეყვარებული არ გყავდა?
- არა, არასოდეს მყოლია, რაღაც არავისთან გამომდიოდა ურთიერთობა. ვაღიარებ, რომ პირველი პაემნის შემდეგ ყველა გარბოდა. ალბათ, პრობლემა ჩემშია, მაგრამ ფაქტია, რომ თემუკას სიგიჟემდე შევუყვარდი. სიყვარულის ისტორია წლები გაგრძელდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობდა, სანამ ერთხელ მამაჩემი არ დაელაპარაკა. უთხრა, რომ დაიღალა ჩვენი ყურებით, პატარებიც აღარ ვიყავით და ქორწილზე უნდა გვეფიქრა. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი უცნაური ის იყო, რომ მის მშობლებს არ ვიცნობდი, მხოლოდ - მეგობრებს და რამდენიმე უახლოეს ნათესავს. მამას იშვიათად ახსენებდა, დედას - თითქმის არასოდეს.
- შენ არ დაინტერესდი მომავალი დედამთილით?
- კი, როგორ არა, მაგრამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ბოლოს მითხრა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდნენ. მამაჩემთან საუბრის შემდეგ ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ოღონდ ჩუმად. გაპარვას ვაპირებდით და ჯვარის დაწერას, შემდეგ კი - თურქეთში გამგზავრებას ერთი კვირით. თემუკას მშობლებთან ცხოვრება არ უნდოდა და ბინა ვიქირავეთ. ვხვდებოდი, რომ დედამისს ჩემში რაღაც არ მოსწონდა, მაგრამ რა, ვერ ვიგებდი. ორივე ვმუშაობდით და თავის შენახვა არ გაგვიჭირდებოდა. მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი თავზე დამენგრეოდა.
- რა მოხდა?
- სამზადისის შესახებ ჩვენმა რამდენიმე საერთო მეგობარმა იცოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ მოსწონდა ეს ურთიერთობა და ჩემს მომავალ დედამთილს ყველაფერი უთხრა. ალბათ მას ეგონა, ეს ამბავი ქორწილამდე არ მივიდოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში გამოგვეცხადა. მშობლებს უთხრა, რომ ჩვენი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიზეზი კი ჩემი გვარი გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის დედაც ჩვენი მოგვარე ყოფილა და რძლად ნათესავს ვერ შემოვიყვანო. მამაჩემს თავბრუ დაახვია. ვიღაცებზე უთხრა, რომ ჩვენი საერთო ნათესავები იყვნენ და კაცი ჩემზე საცემრად იწევდა.
- შენ არ იცოდი, რომ თემუკას ბებია შენი მოგვარე იყო?
- არა, ამის შესახებ არასოდეს უთ­ქვამს, ახლა ვხვდები, დედამისს ასე გამწარებით რატომ მიმალავდა. იმ დღის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მხოლოდ ის მომწერა, დედაჩემის მაგივრად მე მრცხვენია და სამუდამოდ გემშვიდობებიო. თუმცა მანამდე მამაჩემმა დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა, თან ცემით დაემუქრა. იმ დღის შემდეგ ორი თვე გავიდა, რაღაც პერიოდი სამსახურში არ დავდიოდი, ახლა გავედი, მაგრამ ცხოვრება არ მიხარია.
- ყოფილმა საქმრომ ცოლობა რომ ისევ გთხოვოს, გაჰყვები?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიჭირს, მასაც ვაპატიო ასე გაქრობა. ისიც არ ვიცი, დედამისთან ცხოვრობს თუ არა. მისი მეგობრები კი ჩემს ზარებსაც არ პასუხობენ. ალბათ, თვითონ გააფრთხილა.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
––––
მე მგონი, ბიჭს არ უყვარდი და უღირსად დაიძვრინა თავი!!!!!
11:16 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
გრიშა, შენ დედა გყაავს? შტერი თავი გაბია გაბურძგნული
23:50 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გრიშას
მაგარი დედიკოს ბიჭი ჩანხარ საწყალი შენი ცოლი.
23:59 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
მე უფრო მეტსაც გეტყვით, ვიცი ოჯახო, სადაც რძალ-დედამთილი მოგვარეები იყვნენ და ამაზე პრობლემა არ ჰქონიათ. მთავარი იყო, რომ ისინი ნათესავები არ იყვნენ.
20:52 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
კომენტარები წავიკითხე, დედამთილებს რომ არ უკბინოთ არ შეგიძლიათ, ნუ გავიწყდებათ, რომ სანამ მისი რძალი გახდებოდით ცდილობდით თავი მოგეწონებინათ მისთვის, გაინაღდეთ ქმრები და ახლა ყველაფერს დედამთილს აბრალებთ, შტერო რძლებო;;- კაცი ცოლშვილს კიდევ იშოვის და დედას ვეღარ, ამიტომ ნუ ლანძღავთ ქმრის დედას, თუ გინდათ ქმარს მართლა უყვარდეთ!
18:53 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მე მყავდა შეყვარებული ბავშვები ვიყავით მაშინ, 15-16 წლისები და ბებია ყავდა ჩემი მოგვარე, ხოდა დედამისი ძალიან ბრაზობდა რაღა დედაჩემის მოგვარე ამოარჩიეო,ხოდა ეს ჩემი შეყვარებული მწარდებოდა და ხო მოკვდება მერე დედაშენიო?:)))))))))) ამ გადმოსახედიდან ძალიან მეცინება ამ ისტორიაზე
18:12 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
089
ზუსტად ჩემ ბიძაშვილს მსგავსი შემთხვევა ქონდა,თავის ბებია ქმრის მოგვარე იყო სამი თვის გაცნობილმა ხელი სთხოვა, მაშინ ამბავი ატყდა ბიძაშვილმა ჯერ უარი თქვეს ამის გამო,ბიძასჰვილის გარდა არავინ ჩარეულა ისეტი სანდო ხალხი ყავთ, საქმრომ მერე რა რო მოგვარეები ვართო ან აივნიდან გადავხტები ან თავს მოვიკლავო და ძლივს დააწყნარეს. ჩემ ბიძაშვილს ვეუბნებოდი ნათესავები არ ხართქო მე ვიცი ის შენი გახდებათქო, მამცირებდა არ შეიძლებაო. :დ ჰოდა მოძღვართან მივიდა და უპრობლემოდ ჯვარი დაწერეს. დღეს ბედნიერი ოჯახი აქვს ორი შვილი ყავს და მესამეს აპირებენ. ძალიან დიდ პატივს სცემს და ძალიან მიხარია რომ ასეთ ქმარს გაყვა ცოლად ბებიის მოგვარეს. ტუმცა არ ყოფილა ნატესავებიი. ხალხოოოო სიყვარულია მთ ავარიიიიიი და გაერკვიეთ ბოლომდე.
13:51 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგე
იცი რაა. ეს რა და როგორ არ ვიცი მარა ასე ჩემი ცოლი დეიდაჩემის ქმრის მოგვარეა მარა მოძღვარს ვუთხარი მე ამის შესახებ თავიდანვე და უპრობლემოდ დაგვწერა ჯვარი. კარგად გაერკვიეთ ხალხო
23:54 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბედნიერი
მეც მქონდა მსგავსი ისტორია, მყავდა შეყვარებული რომლის დედას მისი თქმით ძალიან მოვწონდი, მაგრამ როცა გვარი გაიგოო, ჰოი საოცრებავ, აუკრძალა მის ბიჭს ჩემთან ურთიერთობა, ახლა მეცინება კიდეც ამ ყველაფერზე მაშინ ძალიან მეტკინა. როცა ამ ბიჭმა დედა დაარწმუნა რომ მივეღე მე არ ვაპატიე. ახლა სხვისი ცოლი ვარ და ყოველ დღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ჩემი ყოველდღიურობა არის ერთ-ერთი ბედნიერი ქალის :)
17:19 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მეც მქონდა ეს პრობლემა,ოღონდ პირიქით,ჩემი ბებია იყო ჩემი მეუღლის მოგვარე.ეს რომ შეიტყო მეუღლის ოჯახმა,განსაკუთრებით დედამთილმა,ერთი ამბავი ატეხა,თუმცა საყვირალი არაფერი იყო,რადგან ნათესავები არ ვიყავით,ეს მანამდე ვიკითხე,ვიდრე გავყვებოდი.დღემდე ტკივილით ვიხსენებ იმ დღეებს,მართალია ამას ჩვენი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია,დღემდე მოსიყვარულე და ერთგულია ჩემი მეუღლე,მაგრამ დედამთილის სიტყვები სულ ყურში მიდგას,შევურიგდი,პატივს ვცემ,მაგრამ ვერაფრით შევიყვარე,რადგან მაშინ როცა ყველაზე ძალიან მიხაროდა,გული მატკინა არაფრის გამო....
15:01 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS