30 ივნისი, 2013
ყოფილ ცოლს ჩემგან შვილის გაჩენა უნდა
სახლთან დავხვდი, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უხეშად მომიშორა მე და სესილი ათი წლის წინ დავქორწინდით და ერთად სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ. მეუღლეს ბავშვის გაჩენა არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ტანი გაუფუჭდებოდა. მდიდარ ოჯახში გაიზარდა და ჩემი სიღარიბე იმდენად არ მოსწონდა, რომ მთელი დღეები დედამისთან იჯდა და შინ დასაძინებლად მოდიოდა.

სკანდალის გარეშე დავშორდით და მალე ისიც დამავიწყდა, რომ ცოლი მყავდა. ერთხელ საერთო ნაცნობი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, რომ სესილი ვიღაც მილიონერზე გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.

ექვსი თვის წინ
ყოფილმა მეუღლემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვერაფრით წარმოვიდგინე, რა უნდოდა ან საიდან გავახსენდი. შეხვედრისას მითხრა, რომ მეუღლე უშვილო აღმოჩნდა. თვითონ კიდევ ბავშვის გასაჩენად მზად იყო და უნდოდა შვილი ჩემგან ჰყოლოდა.

თავი ვერ შევიკავე და რამდენიმე დღე მასთან ერთად სასტუმროში გა ვატარე. ამის შემდეგ სესილი ისევ გაქრა. ტელეფონი მუდამ გამორთული ჰქონდა.

ორი კვირაა, რაც გავიგე, რომ ფეხმძიმედაა და ჩემგან შვილს ელოდება. სახლთან დავხვდი, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უხეშად მომიშორა. მითხრა, იქ მისვლას კიდევ თუ გავბედავდი, მიჩივლებდა. ვიცი, ჩემი ბრალია, მის ავანტიურას არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ. არ მინდა, ჩემი შვილი სხვას ეძახდეს მამას.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნინია
იცით რაშია საქმე?თქვენ იმ ქალბატონმა წინასწარ გითხრათ,რომ თქვენგან შვილი უნდოდა და არა თქვნთან ცხოვრება ,შერიგება.თქვენ შეგნებულად გადადგით ეს ნაბიჯი.ეხლა რა გნებავთ?იმედია დამშვიდდებით,ინტრიგებს არ დაიწყებთ და ცხოვრებას ტაილანდურ სერიალს არ დაამსგავსებთ!უკაცრავად,მე ასე მესმის!
20:23 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმა
სისულელეა ახლა შენი ბრძოლა ჯიგარო.შეეშვი მაგ წაკლას,იმიტომ რომ შეიძლება ჯოჯოხეთად გიქციოს ცხოვრება.შეეგუე,რომ შენს შვილს შორიდან მიკრავ თვალს.ბავშვზე იფიქრე,რომ მომავალი არ დაუნგრიო და მორალურად არ გაანადგურო.
19:53 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რას ლაპარაკობთ, ეს ქალი არის ყოვლად გახრწნილი, ფულზე გაქსუებული ქალი, რომელიც ცდილობს შეძლებული ქმარი ბავშვის მეშვეობით შეინარჩუნოს. ყოფილ ქმარს ახლოსაც არ მიიკარებს და თუ ზედმეტ აქტიურობას გამოიჩენს, შეიძლება დააჭერინოს კიდეც. ისე, რომ შეეგუე შენს ხვედრს და დამორჩილდი ბედს.
18:38 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კრისტი
ქალი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვამტყუნებ ქალებს, რომლებიც შვილთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევენ მამებს. შენ სრული უფლება გაქვს შენს შვილთან გქონდეს ურთიერთობა. ეგ სესილის გადასაწყვეტი არაა შენ გექნება თუ არა შვილთან კონტაქტი. ის ბავშვი ისევე როგორც მაგ ქალბატონის, ასევე შენი შვილიცაა. შესაბამისად, უფლებაც ორივეს თანაბრად გაქვთ. ბავშვი ხომ გაჩნდება, კიდევ თუ არ მოგცა ურთიერთობის უფლება, სასამართლოს გზით მოიპოვებ შენს უფლებებს. თავხედი ქალი ეგ. შვილთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აუკრძალო მშობელს, თუ ის თავისი ქცევებითა და ცხოვრების წესით შვილის ნორმალურ აღზრდას ხელს შეუშლის.
16:49 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS