30 ივნისი, 2013
ყოფილ ცოლს ჩემგან შვილის გაჩენა უნდა
სახლთან დავხვდი, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უხეშად მომიშორა მე და სესილი ათი წლის წინ დავქორწინდით და ერთად სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ. მეუღლეს ბავშვის გაჩენა არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ტანი გაუფუჭდებოდა. მდიდარ ოჯახში გაიზარდა და ჩემი სიღარიბე იმდენად არ მოსწონდა, რომ მთელი დღეები დედამისთან იჯდა და შინ დასაძინებლად მოდიოდა.

სკანდალის გარეშე დავშორდით და მალე ისიც დამავიწყდა, რომ ცოლი მყავდა. ერთხელ საერთო ნაცნობი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, რომ სესილი ვიღაც მილიონერზე გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.

ექვსი თვის წინ
ყოფილმა მეუღლემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვერაფრით წარმოვიდგინე, რა უნდოდა ან საიდან გავახსენდი. შეხვედრისას მითხრა, რომ მეუღლე უშვილო აღმოჩნდა. თვითონ კიდევ ბავშვის გასაჩენად მზად იყო და უნდოდა შვილი ჩემგან ჰყოლოდა.

თავი ვერ შევიკავე და რამდენიმე დღე მასთან ერთად სასტუმროში გა ვატარე. ამის შემდეგ სესილი ისევ გაქრა. ტელეფონი მუდამ გამორთული ჰქონდა.

ორი კვირაა, რაც გავიგე, რომ ფეხმძიმედაა და ჩემგან შვილს ელოდება. სახლთან დავხვდი, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უხეშად მომიშორა. მითხრა, იქ მისვლას კიდევ თუ გავბედავდი, მიჩივლებდა. ვიცი, ჩემი ბრალია, მის ავანტიურას არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ. არ მინდა, ჩემი შვილი სხვას ეძახდეს მამას.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
......
siesilis kmars mgoni tavisi gaketebuli gonia es bavshvi ,aramgonia sesils, kopili kmris istoria moekola axlandel mdidartan,pulis dakargva ar unda memkvidres uchens....gmerti samartliania nu shegeshindeba kanonis dzalas mimarte .
01:55 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
****
შენს ყოფილ ცოლს როგორც ვატყობ უყვარხარ, მაგრამ მას ფული ურჩევნია. ისიც მიხვდება ერთ დღეს რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდის და მოგაკითხავს მაგრამ შენ თუ შენი შვილისთვის იბრძოლებ ყველაფერი უკეთ იქნება. ადვოკატი აიყვანე და როცა შვილი გაჩნდება DNA მოითხოვე, თუ რათქმაუნდა მართლა გინდა შენი შვილი.
22:24 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ცქვიტი
ყველაფერი შეიძლება მოხდეს...ეჭვი აგარ მეპარება, მთავარია გქონდეს ფული რომ არ იყო დაჩაგრული...
13:56 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გ.დ.
რა სესილი რის სესილი
17:21 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუშკები
შენ ალბათ იმიტომ დაუწექი რომ მაგრად გადაგიხდიდა გეგონა..მედზავივიტ მოიკეცი..ახლა წუწუნებ..ისე კაცები მაგრად გამატხოვრდნენ ამ ბოლო დროს.ისეტი შტაბეჭთილება მრჩება რომ სასურველ ტიპს ადვილად ვიყიდი..მტავარია მკონდეს ფული და რადგან ტავარი ჩაწვაა ..და სეილია კაცების..პ.ს.კაცურ კაცებს ეს არ ეხებატ და არ გამოუწმენდენ ალფონსებს ნამუსს..ისევე როგორც მე საცოდავ გზააბნეულ გოგონებს...
12:02 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუშკები
შენ ალბათ იმიტომ დაუწექი რომ მაგრად გადაგიხდიდა გეგონა..მედზავივიტ მოიკეცი..ახლა წუწუნებ..ისე კაცები მაგრად გამატხოვრდნენ ამ ბოლო დროს.ისეტი შტაბეჭთილება მრჩება რომ სასურველ ტიპს ადვილად ვიყიდი..მტავარია მკონდეს ფული და რადგან ტავარი ჩაწვაა ..და სეილია კაცების..პ.ს.კაცურ კაცებს ეს არ ეხებატ და არ გამოუწმენდენ ალფონსებს ნამუსს..ისევე როგორც მე საცოდავ გზააბნეულ გოგონებს...
12:02 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
მისგან გაჩენა იმიტომ უნდოდა რომ ისევ უყვარს ის ქმარი კი ფულიანი როგორც ხდება ხოლმე რაღა სხვისაგან გავაჩინო როცა ყავდა კაცი ვინც უყვარდა ,ვერ ვიტან ასეთ ქალებს
15:26 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ოეეეეეეე
ოეეეეეეეეეე ბრაზილიაა , ნუ ნერვიულობ ყველაფერი რომელიღაც სერიალივით იქნება და ბოლო ჰეფიენდია. შენც გამილიონერდები უცებ რა და ასე შემდეგ, ფეხებში გაგიგორდება ცოლი , ისე დნმ ის ანალიზიც მოდაშია სერიალებში, რა იცი კიდევ რომელ სასტუმროში გაატარა დრო
14:21 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეხლა აღარ გაუფუჭდება ტანი?!
01:37 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
ნინია გეთანხმები!! ისე ხელოვნური განაყოფიერება გაუჭირდა? :)
12:52 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS