სკანდალის გარეშე დავშორდით და მალე ისიც დამავიწყდა, რომ ცოლი მყავდა. ერთხელ საერთო ნაცნობი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, რომ სესილი ვიღაც მილიონერზე გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.
ექვსი თვის წინ
თავი ვერ შევიკავე და რამდენიმე დღე მასთან ერთად სასტუმროში გა ვატარე. ამის შემდეგ სესილი ისევ გაქრა. ტელეფონი მუდამ გამორთული ჰქონდა.
ორი კვირაა, რაც გავიგე, რომ ფეხმძიმედაა და ჩემგან შვილს ელოდება. სახლთან დავხვდი, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უხეშად მომიშორა. მითხრა, იქ მისვლას კიდევ თუ გავბედავდი, მიჩივლებდა. ვიცი, ჩემი ბრალია, მის ავანტიურას არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ. არ მინდა, ჩემი შვილი სხვას ეძახდეს მამას.
ჟურნალი „რეიტინგი“