09 დეკემბერი, 2014
დედის გარდაცვალებიდან ორი საათის შემდეგ მამა ''ფეისბუქზე'' მადლობებს იხდიდა
სოციალურ ქსელში დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დარეგისტრირებული. უამრავი ვირტუალური მეგობარი გვყავს და ხშირად მათზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ჩვენს უახლოეს ნათესავებზე. განსაკუთრებულად რთულია, როცა სოციალური ქსელიდან იგებ, რომ შენი ვირტუალური მეგობარი გარდაიცვალა და ისე გლოვობ, როგორც ახლობელს. დეას დედასაც ასე გლოვობდნენ სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს ხვდება, რომ ინტერნეტმა სამყარო შეცვალა და ამის მსხვერპლი გახდა მამამისიც.

- წელიწად-ნახევრის წინ გავიგე, რომ დედას სიმსივნე ჰქონდა. მშობლები კლასელები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ. მე მათი ერთადერთი
ქალიშვილი ვარ. ჩემი კარიერა საკმაოდ კარგად ავაწყე, მშობლებიც მუშაობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, გათხოვებას ჯერ კიდევ არ ვჩქარობ.
- დედამ ავადმყოფობის შესახებ თავად გითხრა?
- ჯერ კარგა ხანს მიმალავდნენ, მაგრამ ოპერაცია რომ დასჭირდა, ერთ საღამოს ტირილით გამიმხილა. სამსახურიდან ხშირად მიწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება და რაც გავიგე, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მის გვერდით დიდი დრო გამეტარებინა, არაფერი მომიკლია.
- გადარჩენის იმედი მაინც გქონდა?
- იმედი ბოლოს კვდება. თან ძვირად ღირებული ნემსები შევიძინე და მართალია, მანამდე ორი ოპერაცია გავუკეთეთ და ექიმები იმედს ვეღარ გვაძლევდნენ, მე მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მამას სამსახურიდან წამოსვლა ვთხოვე, რომ დედა შინ მარტო არ დარჩენილიყო. მამა სკოლაში მუშაობდა და თავის დანებების შემდეგ, კერძო მოსწავლეები აიყვანა და ამეცადინებდა. საღამოობით დედას ვეკითხებოდი, მამა ხომ გივლის, ყურადღებას ხომ არ გაკლებს-მეთქი. არა, შვილო, მთელი დღე ჩვენს ოთახშია, კომპიუტერთან ზის და ''ფეისბუქზე'' სასაცილო რაღაცებს მიკითხავსო. პირველად მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულა.
- კი, მაგრამ ამით ხომ არაფერი დაუშავებია?
- არც მწყენია, უბრალოდ გამიკვირდა, რომ ჩემთვის იქამდე არ უთქვამს. შემდეგ მოვძებნე სოციალურ ქსელში და სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა. ამხელა კაცი იდგა და მთელი დღე ლექსებსა და სიმღერებს აქვეყნებდა. და თან ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, დედას შესახებ ჩანახატები იყო. ღიად წერდა, როგორ იტანჯებოდა მისი მეუღლე განუკურნებელი სენით და ხალხი ანუგეშებდა. ამ დღის შემდეგ რამდენიმე თვე ისე გავიდა, მამას პროფილი აღარ დამითვალიერებია. არც მითქვამს, რომ მისი ჩანახატები ვნახე. წამლებმა თითქოს დედას უშველა და კიდეც გაიარა, სწორედ იმ პერიოდში მთხოვა უფროსმა, მივლინებით ერთ-ერთ ქვეყანაში წავსულიყავი. სულ ოთხი დღე უნდა გამეტარებინა და ამიტომ დავთანხმდი. თან დედა იმ პერიო-დში ძალიან კარგად იყო.
- დედამ ადვილად გაგიშვათ?
- კი, პირიქით, ძალიან გაუხარდა, ჩემს ავადმყოფობას გადაჰყევი და წადი, ცოტა გაერთობიო. ჩასვლიდან ორ დღეში რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. ღამეც ვერ დავიძინე. თითქოს თბილისში რაღაც საშინელება ხდებოდა. ტელეფონზე დარეკვა ვერ გავბედე, დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ღამის ოთხ საათამდე ვერ დავიძინე. ბოლოს სოციალურ ქსელში შევედი და არ ვიცი, რატომ, პირდაპირ მამის პროფილი მოვძებნე. თავზარი დამეცა, დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა ვაპატიო ეს საქციელი. მის კედელზე სტატუსი დამხვდა. თავის ვირტუალურ მე-გობრებს ატყობინებდა, რომ ორი საათის წინ საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა და ახლა ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს. ხალხი დამამშვიდებელ წერილებს სწერდა და ისიც მადლობას იხდიდა. რომ წარმოვიდგინე, გარდაცვლილი დედა და ჩართულ კომპიუტერთან მჯდომი მამა, კინაღამ გავგიჟდი. უფროსს დავურეკე და თბილისში ერთი დღით ადრე დავბრუნდი.
- მამას აგრძნობინეთ, რომ მისი ''ფეისბუქი'' ნახეთ?
- არა, უბრალოდ, ძალიან ცივად შევხვდი. მითხრა, არ მპატიობ, დედაშენი შენი აქ არყოფნისას რომ დაიღუპაო. დედის დაკრძალვიდან ერთ თვეში მშობლიური სახლიდან ქირით გადავედი. მამაც სკოლას დაუბრუნდა. მეც ვეხმარები ეკონომიკურად. კვირაში ერთხელ შევუვლი ხოლმე და სულ კომპიუტერთან ზის. ერთხელ დეიდაშვილმა მითხრა, მერიდება და იქნებ, მამაშენს მიხედო, ''ფეისბუქზე'' დასცინიან, ისეთ რაღაცებს წერსო. არ ვიცი, რა გავაკეთო, თან ვხვდები, რომ ვირტუალური სივრცე ადამიანებს ტკივილს ადვილად ატანინებს. რამე რომ ვუთხრა, ვიცი, დაკომპლექსდება და შეიძლება, უარესი შედეგი გამოიწვიოს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
bachanaaaaaaaaaa
3 წლის წინ,მეგობარმა გამაგებინა,დიდი ხნის უნახავ კურსელს-სიმსივნე აქვსო.მივედით,ბევრი ვიტირე და წამლებისთვის,საკმაოდ დიდი თანხა ვაჩუქე.მისი გარდაცვალებიდან,დაახლოებით ერთ საათში,მისმა მეუღლემ დამირეკა-სოფო გარდაიცვალაო და პირდაპირ გასვენებაში დამპატიჟა.ეს იმდენად ამაზრზენი იყო ჩემთვის,წარმოვიდგინე მოვკვდი-ჩემი ქმარი დაჯდეს ტელეფონთან და ე.წ.,,ფულიან,, დასაპატიჟებელ ხალხს ურეკოს.პანაშვიდზე წავედი,გასვენებაში არა.მის ქმარს კი დღემდე დასანახავად ვერ ვიტან.ეხლა განმსაჯეთ.
22:20 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანდალე
ჯერ ეს ისტორია შეთხზულია, რითაც განებივრებული ვართ ამბები.გი დან მაგრამ მაინც ამ წერილში კარგად ჩანს რომ ამ კაცსს თავის ცოლი უყვარდა, და ფეისბუკში იჯდა თუ ოთახში იჯდა წამოწოლილი მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა
22:00 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ეს რაღაც არ მჯერა,ადამიანი რომ გარდაიცვლება,2 საათის განმავლობაში იმდენი რამეა მოსაგვარებელი,ნამდვილად ვერ დაჯდებოდა კომპიუტერთან,როცა მოიცლიდა მაინც ვერ დაიძინებდა და გული გადააყოლა რაღაცას,რა მოხდა?დაინგრა ქვეყანა?
21:56 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკები
ეგ ისეტი დაავადება რომ სჰენი დედიკო უკვე გამოტირებულიც ყავდა და მეტიც და რომ გარდაიცვალააისეტი რეაქცია აგარ ექნებოდა და ეს ბუნებრივიცაააა,მომაკვდავის გვერდიტ ამდენი დრო გაატარაა და მეტი რას იტხოოვ,,,და არც გაქვს უფლება ცჰაერიო მის პირადსჰიიი,,,დედიკოს გამო კი ვწუხვარ
19:04 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოკვერი
კარგიტ რახალხო,მარტლა რაქნას ამ კაცმა დეპრესიასჰი ცჰავარდეს და ტავი მოიკლას?ტუკი გულს აყოლებს სოც.ქსელსჰი იყოს ამიტ სჰენ რა გისჰავდება,მარტლა რა ეგოისტები ხარტ სჰვილები.გრცხვენოდეტ.
18:31 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
ნუ გაგიკვირდება, ჩემს მეზობლად შვილის ქორწილში მამა მოკლეს, ეს ამბავი ტელევიზიებმაც გააშუქა, მიუხედავად ამისა მაღლა მიცვალებული ესვენა და დაბლა სართულზე ქორწილის კასეტას უყურებდნენ. ეს გახშირებული უაზრო სერიალების ცქერის ბრალია, გადაუბრუნეს ქართველებს ჭკუა.
17:36 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მოკლედ მშობლებს სულ არ უწევთ ანგარიშს, რა მოხდა კაცმა თუ ამ სოციალურ ქსელებს გული გადაატანა და თან ამით იკლავს მის დარდს, რა ქნას დაიწყოს გულზე ხელები, მიაშტერდეს ჭერს და დაელოდოს სიკვდილს???კაი ტიპები ხართ რა ეს შვილებიიიი
17:31 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ადრე დეპეშები მოდიოდა ფოსტით მაგ პრინციპით ტელეფონსაც არ უნდა უპასუხო და არავის შეატყობინო მეუღლის გარდაცვალება რომ არ გაგამხნევონ და მოგისამძიმრონ ! რა განსხვავებაა როგორ მოგისამძიმრებენ, ღამე ვინ გამოიქცევა პანაშვიდზე თუმცა ადრე ღამესაც უთევდა ხალხი მიცვალებულს ლოცვით! ?შენ რაღატო დაძვრები სოციალურ ქსელში თუ არ მოგწონს და რასაც შენ აკეთებ მამაშენმა რაღა დააშავა? თან თუ სახლში იღებდა მოწაფეებს ? მომაკვდავ ადამიანს თუ ამხიარულებდა სასაცილო რაღაცეებს მიკითხავსო ,მაგას რა ჯობია, მაგარი კაცი ყოფილა შეეწიოს ღმერთი!
16:01 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დადიანის ფანტაზიებმა სხვა მიმართულება აიღეს :))
15:00 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS