09 დეკემბერი, 2014
დედის გარდაცვალებიდან ორი საათის შემდეგ მამა ''ფეისბუქზე'' მადლობებს იხდიდა
სოციალურ ქსელში დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დარეგისტრირებული. უამრავი ვირტუალური მეგობარი გვყავს და ხშირად მათზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ჩვენს უახლოეს ნათესავებზე. განსაკუთრებულად რთულია, როცა სოციალური ქსელიდან იგებ, რომ შენი ვირტუალური მეგობარი გარდაიცვალა და ისე გლოვობ, როგორც ახლობელს. დეას დედასაც ასე გლოვობდნენ სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს ხვდება, რომ ინტერნეტმა სამყარო შეცვალა და ამის მსხვერპლი გახდა მამამისიც.

- წელიწად-ნახევრის წინ გავიგე, რომ დედას სიმსივნე ჰქონდა. მშობლები კლასელები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ. მე მათი ერთადერთი
ქალიშვილი ვარ. ჩემი კარიერა საკმაოდ კარგად ავაწყე, მშობლებიც მუშაობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, გათხოვებას ჯერ კიდევ არ ვჩქარობ.
- დედამ ავადმყოფობის შესახებ თავად გითხრა?
- ჯერ კარგა ხანს მიმალავდნენ, მაგრამ ოპერაცია რომ დასჭირდა, ერთ საღამოს ტირილით გამიმხილა. სამსახურიდან ხშირად მიწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება და რაც გავიგე, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მის გვერდით დიდი დრო გამეტარებინა, არაფერი მომიკლია.
- გადარჩენის იმედი მაინც გქონდა?
- იმედი ბოლოს კვდება. თან ძვირად ღირებული ნემსები შევიძინე და მართალია, მანამდე ორი ოპერაცია გავუკეთეთ და ექიმები იმედს ვეღარ გვაძლევდნენ, მე მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მამას სამსახურიდან წამოსვლა ვთხოვე, რომ დედა შინ მარტო არ დარჩენილიყო. მამა სკოლაში მუშაობდა და თავის დანებების შემდეგ, კერძო მოსწავლეები აიყვანა და ამეცადინებდა. საღამოობით დედას ვეკითხებოდი, მამა ხომ გივლის, ყურადღებას ხომ არ გაკლებს-მეთქი. არა, შვილო, მთელი დღე ჩვენს ოთახშია, კომპიუტერთან ზის და ''ფეისბუქზე'' სასაცილო რაღაცებს მიკითხავსო. პირველად მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულა.
- კი, მაგრამ ამით ხომ არაფერი დაუშავებია?
- არც მწყენია, უბრალოდ გამიკვირდა, რომ ჩემთვის იქამდე არ უთქვამს. შემდეგ მოვძებნე სოციალურ ქსელში და სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა. ამხელა კაცი იდგა და მთელი დღე ლექსებსა და სიმღერებს აქვეყნებდა. და თან ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, დედას შესახებ ჩანახატები იყო. ღიად წერდა, როგორ იტანჯებოდა მისი მეუღლე განუკურნებელი სენით და ხალხი ანუგეშებდა. ამ დღის შემდეგ რამდენიმე თვე ისე გავიდა, მამას პროფილი აღარ დამითვალიერებია. არც მითქვამს, რომ მისი ჩანახატები ვნახე. წამლებმა თითქოს დედას უშველა და კიდეც გაიარა, სწორედ იმ პერიოდში მთხოვა უფროსმა, მივლინებით ერთ-ერთ ქვეყანაში წავსულიყავი. სულ ოთხი დღე უნდა გამეტარებინა და ამიტომ დავთანხმდი. თან დედა იმ პერიო-დში ძალიან კარგად იყო.
- დედამ ადვილად გაგიშვათ?
- კი, პირიქით, ძალიან გაუხარდა, ჩემს ავადმყოფობას გადაჰყევი და წადი, ცოტა გაერთობიო. ჩასვლიდან ორ დღეში რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. ღამეც ვერ დავიძინე. თითქოს თბილისში რაღაც საშინელება ხდებოდა. ტელეფონზე დარეკვა ვერ გავბედე, დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ღამის ოთხ საათამდე ვერ დავიძინე. ბოლოს სოციალურ ქსელში შევედი და არ ვიცი, რატომ, პირდაპირ მამის პროფილი მოვძებნე. თავზარი დამეცა, დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა ვაპატიო ეს საქციელი. მის კედელზე სტატუსი დამხვდა. თავის ვირტუალურ მე-გობრებს ატყობინებდა, რომ ორი საათის წინ საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა და ახლა ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს. ხალხი დამამშვიდებელ წერილებს სწერდა და ისიც მადლობას იხდიდა. რომ წარმოვიდგინე, გარდაცვლილი დედა და ჩართულ კომპიუტერთან მჯდომი მამა, კინაღამ გავგიჟდი. უფროსს დავურეკე და თბილისში ერთი დღით ადრე დავბრუნდი.
- მამას აგრძნობინეთ, რომ მისი ''ფეისბუქი'' ნახეთ?
- არა, უბრალოდ, ძალიან ცივად შევხვდი. მითხრა, არ მპატიობ, დედაშენი შენი აქ არყოფნისას რომ დაიღუპაო. დედის დაკრძალვიდან ერთ თვეში მშობლიური სახლიდან ქირით გადავედი. მამაც სკოლას დაუბრუნდა. მეც ვეხმარები ეკონომიკურად. კვირაში ერთხელ შევუვლი ხოლმე და სულ კომპიუტერთან ზის. ერთხელ დეიდაშვილმა მითხრა, მერიდება და იქნებ, მამაშენს მიხედო, ''ფეისბუქზე'' დასცინიან, ისეთ რაღაცებს წერსო. არ ვიცი, რა გავაკეთო, თან ვხვდები, რომ ვირტუალური სივრცე ადამიანებს ტკივილს ადვილად ატანინებს. რამე რომ ვუთხრა, ვიცი, დაკომპლექსდება და შეიძლება, უარესი შედეგი გამოიწვიოს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ეკა
ფბ არის ჩვეულებრივი რამ ,რა არის აქ დასაძრახი ვერ ვხვდები.მაგ ლოგიკით თავად რატომ მოშორდი გვერდიდან ავადმყოფ დედას?:(
18:06 / 23-01-2017
გამოხმაურება / 0 /
დეას
რა ცოტაც უნდა იყოს, ადამიანს საკუთარი ხელფასი ურჩევნია სხვის(თუნდაც შვილის) ხელებში ყურებას. ხომ ასეა?! დეას მამამ კი შვილს ანგარიში გაუწია, სამსახური დათმო. აღარაფერს ვწერ იმაზე, რომ მან ცოლს მოვლა არ დააკლო. როგორია, მომაკვდავთან მთელი დღე თავთით ჯდომა და მის გახალისებაზე ზრუნვა?! მამაშენი არაფერშია ჩაჭრილი, ქ-ნო დეა და მისდამი ზურგის შექცევაში თავად ხარ ჩაჭრილი! დედა აღარ გყავს ბუნების ნებით, მამასაც კარგავ შენი ნებით?! გაურთხილდი მას. მასზე მეტად არ ვინ მიიტანს გულთან შენს წარმატებას თუ მარცხს! მთელი მსოფლიო ინტარნეტდამოკიდებული გახდა და მამაშენი რატომ გინდა გამონაკლისი იყოს?
02:46 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კაირააა
ბიჭი მახარაძის მარაზმზე ერთი ამბავი ატეხეთ, თანამედროვეობაო, ევროპაო, მინეტი მოსული პონტიაო და ტიპი ფეისბოქზე შედის, თან ხომ არ უხაროდა, უბრალოდ გაუზიარა ტკივილი. აი რა მოხდა თქვე მართლა აზიელებო.
11:06 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ყველა ადამიანი ინდივიდია,არაფერია აქ გამოკვეთილად ცუდი ქალბატონო,ბინიდან ცალკე გადასვლა კი არა,მამასთან დაბრუნდით და მის გვერდით იცხოვრეთ,ასაკთან ერთად იცვლებიან ადამიანები,მაგრამ ისენი ჩვენი მშობლები არიან სიკვდილამდე და ვალდებულებიც ვართ,არ მოვაკლოთ მათ სიბერეში ჩვენი თანადგომა
01:35 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ნუ განიკითხავთ.ზოგი ისე გამოთქვამს თავის გულისტკივილს და ზოგი ასე.რაც მთავარია სამსახური მიატოვა ცოლის გამო და მარტო არ დაუტოვებია მეუღლე.არც შვილი უნდა გადასულიყო ცალკე. მე მამაკაცის ქმედებას მივიღებ როგორც საკუთარი თავის ნუგეშს.დაუბრუნდი მამას ოჯახში და ერთად ილოცეთ დედის სულისათვის ღმერთმა გაგაძლიეროთ.
00:48 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
იკა
რა არის აქ უჩვეულო ვერ გავიგე..ფბ ჩვეულებრივი ფორმაა ადამიანებთან ურთიერთობისა...კარგია თუ ცუდი ვირტუალურმა ურთიერთობებმა ჩაანაცვლა რეალური..ამ უბედურების პირველ საათებში ალბათ მარტო იყო ადამიანი და შევიდა,რომ ადამიანებს ეთანაგრძნოთ მისთვის,პანაშვიდზე ადამიანების მიუსვლა თითქმის არაფრით განსხვავდება ვირტუალურისგან. მამას ნორმალურად მოექეცი შტერო გოგონა
23:51 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
კაცს ცოლი მოუკვდა და ეგრეფე ფეისბუქს ეცა. მესმის ამ გოგოსი და მეც ვერ ავიტანდი ამ საქციელს. ის კი არაა ცუდი მამას ფეისბუქი ქონდეს, ისაა ცუდი ცირკად რო აქცია თავისი ტკივილი
10:57 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
?!
ვერ გავიგე _ რატომ არ შეიძლება მამას ჰქონდეს პროფილი სოც. ქსელებში! თუ ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი ყველაზე უმნიშვნელო განცდებიც კი გაასაჯაროვონ და დღე "ფეისბუქით" დაიწყონ _ დღეს წვიმს და ძალიან მეზარება გარეთ გასვლაო, ხანშიშესულ ადამიანს რატომ არ შეუძლია თავისი ტკივილი მეგობრებს გაუზიაროს?!მარტო იყო, მის გვერდზე მისი შვილიც კი არ იყო ამ დროს! რა ექნა, ფანაჯარა გაეღო და ყვირილი დაეწყო?!
14:55 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია.
კველაPერზე ნუ გადაირევით ცხოვრებას შეხედეთ ლაითად .......
17:46 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გთ
არ მესმის ამ გოგოს გულის ტკივლის... ადამიანი უვლიდა როგორც შეეძლო, ბოლოს კი თავისი დიდი ტკივილი ყველას გააგებინა (რა მნიშვნელობა აქვს როგორ? ქუჩაში გამოვიდა და ყვირილი და ტირილი დაიწყო თუ სტატუსად დადო)... სამძიმარს რომ ეუბნებოდნენ მადლობა არ უნდა ეთქვა მწუხარების თანაგრძნობისთვის???
01:01 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS