08 დეკემბერი, 2014
გზასაცდენილმა მულებმა ოჯახი დამინგრიეს და შვილები წამართვეს
21 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებული ჩხუბის დროს მომიკლეს როდესაც უსმენ რესპონდენტს, რომელიც საკუთარ ტკივილზე გიყვება, რთულია, არ დაგაინტერესოს მეორე მხარის პოზიციამ. ამიტომ როდესაც ელენემ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გვიამბო, სატელეფონო კომენტარის გაკეთება მის მულებსაც ვთხოვეთ, მაგრამ ქალებმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს, განსაკუთრებით კი ყოფილ რძალზე.

ელენე:

- 26 წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე გივი რომ ვნახე, არ მომეწონა, მაგრამ ერთმანეთი ჩემმა ნათლიამ გაგვაცნო და ისეთი მოწადინებული იყო, რომ მომერიდა და გათხოვებაზე თანხმობა განვაცხადე.
ალბათ, ვიღაცას სულელი ვეგონები, მაგრამ მართლა ასე იყო. 21 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებული ჩხუბის დროს მომიკლეს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემი ქმარი გივი იქნებოდა თუ ვინმე გენადი. გაცნობიდან ერთ კვირაში ცოლად გავყევი.
- სამსახური გქონდათ?
- კი, ახლაც ვმუშაობ საბავშვო ბაღში. მასწავლებელი ვარ. ჩემი საქმე და ბავშვები მიყვარს და სიმართლე გითხრათ, გათხოვებაც შვილების გამო მინდოდა. გივის მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. სამაგიეროდ, სახლში ორი უფროსი მული დამხვდა, ორივე გასათხოვარი. უმცროსი, ლეილა - ცუდად არ მექცეოდა. ხანდახან საჩუქარსაც მიკეთებდა ხოლმე. მაგრამ უფროსი – სანათა, ნამდვილი მონსტრი იყო. მასთან ერთად ჩემი ქმარი ზედმეტად ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.
- გივი მუშაობდა?
- არა, დები ინახავდნენ და მერე როგორც მივხვდი, თვითონ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას. ნაბოლარა ძმას ხელის გულზე დაატარებდნენ. ისიც მთელი დღე დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა ან კომპიუტერთან თამაშობდა.
- მულები რას საქმიანობდნენ?
- გათხოვებიდან ერთ კვირაში სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა სანათა იცნო, მაგ ქალს ჩემს უბანში ოჯახური სასტუმრო აქვს და ცნობილი მამაშააო. უმცროსი მულიც იმავე გზას ადგა, ოღონდ ის სხეულით თავად ვაჭრობდა. არ ვიცი, ძმამ არ იცოდა, თუ თავს იტყუებდა. ყოველ შემთხვევაში, მშვიდად ვცხოვრობდით. ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ზოგჯერ ორი კვირა ისე გავიდოდა, მულები არც მეკონტაქტებოდნენ. ერთ წელიწადში ტყუპი გოგონა შემეძინა. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ახლა ვხვდები, რომ მულების მთავარი მიზანი ბავშვები იყვნენ და მერე, მე კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, თავიდან მოიშორებდნენ.
- შვილები როგორ წაგართვეს?
- ორი ძიძა აიყვანეს, ერთი ბავშვებს დღისით უვლიდა, მეორე - საღამოს და ღამეც რჩებოდა. საკუთარ შვილებს არ მაკარებდნენ და ბავშვები ვერ მცნობდნენ. სახლში ორივე დიდ დროს ატარებდა და ყველაფერს განაგებდნენ. რამდენჯერმე გივის შევჩივლე და არც მომისმინა. ერთხელ კი მითხრა, თუ არ მოგწონს, წადიო. მაშინ ჩავიდინე სისულელე და ერთი კვირით დედასთან გავიქეცი. დღემდე იმას ლაპარაკობენ ჩემი მულები, რომ ერთი თვის ბავშვები დავტოვე და სახლიდან გავიქეცი. უკან მიმიღეს, მაგრამ იმ ოჯახში არავინ არაფრად მაგდებდა. მინდოდა, ჩემი შვილებით წამოვსულიყავი, მაგრამ სახლში დასაბრუნებლად პირობები არ მქონდა, თან ორი ბავშვით. ჩემი იქ ცხოვრებაც უკვე გაუსაძლისი იყო და მშობლებთან დავბრუნდი. ახლა ბავშვები უკვე სამი წლის არიან. კვირაში ერთხელ მივდივარ სანახავად, მეტად უფლებას არ მაძლევენ. ისევ ისე ცხოვრობენ, გივი დივანზე წევს, ძიძები ბავშვებს უვლიან და საკუთარი შვილები ნორმალურად ვერ მცნობენ. მინდა, ისეთი პირობები მქონდეს, რომ ჩემი ტყუპიანად სადმე თუნდაც ერთ ოთახში მაინც ვცხოვრობდე.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მმმ
გმადლობთ კარგად ვიცინე.
21:14 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი სჰენს პატრონს სჰვილები ვი. უნდა აგახიოს
17:54 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე, როგროც სასტუმროს მეპატრონე და პატიოსანი ადამიანი, მოვითხოვ: შასწორეთ სტატია, ამოიღეთ სიტყვა სასტუმროს მეპატრონე. მიზანმიმართულად , ამ სტატიაში, სასტუმროს მეპატრონე და " მამაშა" გაიგივებულია ერთმანეთთან, რითიც უამრავ პატიოსან ადამიანს შეურაცხჰყოფას აყენებთ. არ გეკადრებათ ამხელა ჰოლდინსგს.
16:32 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
marika
ჩემი განსაკითხი არავინ არაა,მაგრამ აფთარივით გადავეფოფრებოდი შვილებს,რას ქვია შვილებთან ვინმემ არ მიმიშვას?ღამე როგორ უნდა გეძინოს შვილების გარეშე ვერ ვხვდები.
16:30 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
amat uyure
როგორ მალე იციტ ადამიანს გაწირვა, არადა ტავად უარესებს აკეტებტ,ეგეტები არრ აგცდეტ ტქვენ და ტქვენს ქალიშვილს
15:21 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
რა პრობლემა უნდს გქონდეს ქალს ეგეთი 1 თვის შვილები დატოვო და გაიქცე, მითუმეტეს თავიდანვე არ მაკარებდნენ ბავშვებსო. ესეთი სუსტი ქალი ღირსია რასაც იმკის...
11:54 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატაშკა
ისევ ის მენტალიტეტი: ქმრის გარეშე ბავშვები მარტომ როგორ გავზარდოო. არადა, ზოგჯერ ბავშვები მამის გარეშე უკეთესები იზრდებიან. ვის ადანაშაულებს? მულებს? დამნაშავე თავად არის.
11:05 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თა
მდაააააა
18:04 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS