08 დეკემბერი, 2014
გზასაცდენილმა მულებმა ოჯახი დამინგრიეს და შვილები წამართვეს
21 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებული ჩხუბის დროს მომიკლეს როდესაც უსმენ რესპონდენტს, რომელიც საკუთარ ტკივილზე გიყვება, რთულია, არ დაგაინტერესოს მეორე მხარის პოზიციამ. ამიტომ როდესაც ელენემ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გვიამბო, სატელეფონო კომენტარის გაკეთება მის მულებსაც ვთხოვეთ, მაგრამ ქალებმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს, განსაკუთრებით კი ყოფილ რძალზე.

ელენე:

- 26 წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე გივი რომ ვნახე, არ მომეწონა, მაგრამ ერთმანეთი ჩემმა ნათლიამ გაგვაცნო და ისეთი მოწადინებული იყო, რომ მომერიდა და გათხოვებაზე თანხმობა განვაცხადე.
ალბათ, ვიღაცას სულელი ვეგონები, მაგრამ მართლა ასე იყო. 21 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებული ჩხუბის დროს მომიკლეს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემი ქმარი გივი იქნებოდა თუ ვინმე გენადი. გაცნობიდან ერთ კვირაში ცოლად გავყევი.
- სამსახური გქონდათ?
- კი, ახლაც ვმუშაობ საბავშვო ბაღში. მასწავლებელი ვარ. ჩემი საქმე და ბავშვები მიყვარს და სიმართლე გითხრათ, გათხოვებაც შვილების გამო მინდოდა. გივის მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. სამაგიეროდ, სახლში ორი უფროსი მული დამხვდა, ორივე გასათხოვარი. უმცროსი, ლეილა - ცუდად არ მექცეოდა. ხანდახან საჩუქარსაც მიკეთებდა ხოლმე. მაგრამ უფროსი – სანათა, ნამდვილი მონსტრი იყო. მასთან ერთად ჩემი ქმარი ზედმეტად ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.
- გივი მუშაობდა?
- არა, დები ინახავდნენ და მერე როგორც მივხვდი, თვითონ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას. ნაბოლარა ძმას ხელის გულზე დაატარებდნენ. ისიც მთელი დღე დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა ან კომპიუტერთან თამაშობდა.
- მულები რას საქმიანობდნენ?
- გათხოვებიდან ერთ კვირაში სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა სანათა იცნო, მაგ ქალს ჩემს უბანში ოჯახური სასტუმრო აქვს და ცნობილი მამაშააო. უმცროსი მულიც იმავე გზას ადგა, ოღონდ ის სხეულით თავად ვაჭრობდა. არ ვიცი, ძმამ არ იცოდა, თუ თავს იტყუებდა. ყოველ შემთხვევაში, მშვიდად ვცხოვრობდით. ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ზოგჯერ ორი კვირა ისე გავიდოდა, მულები არც მეკონტაქტებოდნენ. ერთ წელიწადში ტყუპი გოგონა შემეძინა. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ახლა ვხვდები, რომ მულების მთავარი მიზანი ბავშვები იყვნენ და მერე, მე კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, თავიდან მოიშორებდნენ.
- შვილები როგორ წაგართვეს?
- ორი ძიძა აიყვანეს, ერთი ბავშვებს დღისით უვლიდა, მეორე - საღამოს და ღამეც რჩებოდა. საკუთარ შვილებს არ მაკარებდნენ და ბავშვები ვერ მცნობდნენ. სახლში ორივე დიდ დროს ატარებდა და ყველაფერს განაგებდნენ. რამდენჯერმე გივის შევჩივლე და არც მომისმინა. ერთხელ კი მითხრა, თუ არ მოგწონს, წადიო. მაშინ ჩავიდინე სისულელე და ერთი კვირით დედასთან გავიქეცი. დღემდე იმას ლაპარაკობენ ჩემი მულები, რომ ერთი თვის ბავშვები დავტოვე და სახლიდან გავიქეცი. უკან მიმიღეს, მაგრამ იმ ოჯახში არავინ არაფრად მაგდებდა. მინდოდა, ჩემი შვილებით წამოვსულიყავი, მაგრამ სახლში დასაბრუნებლად პირობები არ მქონდა, თან ორი ბავშვით. ჩემი იქ ცხოვრებაც უკვე გაუსაძლისი იყო და მშობლებთან დავბრუნდი. ახლა ბავშვები უკვე სამი წლის არიან. კვირაში ერთხელ მივდივარ სანახავად, მეტად უფლებას არ მაძლევენ. ისევ ისე ცხოვრობენ, გივი დივანზე წევს, ძიძები ბავშვებს უვლიან და საკუთარი შვილები ნორმალურად ვერ მცნობენ. მინდა, ისეთი პირობები მქონდეს, რომ ჩემი ტყუპიანად სადმე თუნდაც ერთ ოთახში მაინც ვცხოვრობდე.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ანი
რა მაგრები ხარტ სხვისი საკმის გარცჰევასჰი მაგრამ დარწმუნებული ვარ ტვიტეული ტკვენგანი უარესს გააკეტებტ ან გააკეტეტ ანდა კიდეგ გამკეტებელი ხარტ.ვინ მოგსატ სხვისი განსცის უფლება.ტვიტონ უსოდველი ხარტ ტუუუუუუუუუუუუუუუ დაფიკრდიტ და სუუუუუუუუუუუუუ ტკვენ ამჯავებულ ტს მიხედეტ
04:59 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკ
არ მინდა დავიჯერო რომ ეს ამბავი სიმართლეა და ესეთ სიმნელეთში ვცხოვრობთ. არ მყოფნის სიტყვები ამ ქალის გასალანძღად. არ ვიცი ესეთ დედას რა ვუწოდო! რასქვია შვილი წაგართვა? წაგართვა და ხმას არ იღებ? არ გიყვარს შვილები? თუ საცოდავი ხარ და არ შეგიძლია არაფერი შენთითონ, პატრული გამოიძახე, უჩივლე, რავიცი... რახან ამას არ აკეთებ, გამოდის შვილები მიგიტოვებია! შვილები სად დატოვე? მამაშასთან და ბოზ... თან? მაგას ჯობია ბავშვთა სახლში გაიზარდონ. / რას ამბობ! შვილი ვინმემ რომ წამართვას ხომ გავგლეჯ შუაზე!
01:41 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
წურო:D
ხალხო დამშვიდდით რატო აკრიტიკებთ ერთი იკო და ვერ შეძლო არც პატრონი ყავს ალბათ ხო იციტ დგევანდელ ცხოვრებაში პატრონი ტუ არ გყაავს დაკარგულიხარ
03:19 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
რა საშინელებაა მულებმა წამარტვენო რო ამბობ შენ თითონ მიგიტოვებია რო გარბოდი სად გარბოდი პირობებს რო იმიზეზებ ნამდვილი დედა რასაც ქვია შვილებს გაჭირვებაში გაზრდის და არ მიატოვებს კაი რა სენც დედახარ კიდე
16:30 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ვაი შენს პატრონს!ნეტა ვინმემ გაბედოს და შვილი წამართვას.სულს ამოვხდი,ქმარსაც ზედ მივაყოლებ.შენ შვილები არ გყვარებია და მიტომაც წაგართვეს შე უდღეურო!
21:28 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
anka
გოგოოოოოოოოოოოოო მულებმა კი არ წაგართვეს შენ დაგიტოვებია ბავშვები, სენ თუ დებილი ხარ პატრონი მაინც არ გყავს გაგიფენდი წიხლქვეშ, თურმე მულებმა წაართვეს. დებილი
20:58 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
იანა
ნეტა სიმართლე თუა ეს ისტორია? თუ სიმართლეა ძალიან მინდა სადმეს გნახო თმით უნდა გითრიო. არ ხარ შენ შვილების ღირსი. პირობები მომინდომა!!!!!
10:37 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ადამიანო ქალი ხარ თუ ქათამი???????? რას ქვია ვინმემ შვილი წამართვას? დედას თუ ის დედაა წინ ვერ აღუდგება ვერავინ და ვერაფერი. მაგრამ მე ისეთი დედებიც ვიცი შვილები ალაგ-ალაგ რო ჟირდებათ.
12:14 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გეტყვი ერთს შენ არ ვარგიხარ რას ქვია მულებმა შვილები წაგართვეს სამართალი არ არსებობს სასამართლოების მეტი რა არის ჩვენს ქვეყანაში შვილები როგორ უნდა დატოვო თუ მაგათ წინაშე მართალი ხარ. მეც დედა ვარ შვილი ვინ უნდა წამართვას და ან როგორ უნდა დავტოვო,როგორ იდზინებ შვილების გარეშე ხის დზირში ვიქნებოდი შვილებთან
13:43 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თაამ
არ შეიძლება ისე გოგოც რომ შვილი იყოს ამ ქვეყანაში და ვიღაცა ანგარიშს უწევდეს ამ საცოდავ გოგოებს გაათხოვებენ სასწრაფოდ და ვსიო
00:43 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS