03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
Mარი
მე შენი უფრო არ მესმის ვიდრე მისი. ვერ ვხვდები რას ნიშნავს სწავლა არ შემეძლო და მაგიტო გავთხოვდი.თუ ადამიანი არ გიყვარს და მისი შეხება ზიზღს გგვრის მისგან რას ელოდები ვერ ვხვდები?იქნებ გეცადა და გეკითხა რატო იქცევა ასე და ერთად გადაგეწყვიტად საკუთარი ბედი და ცხოვრება. მე არ ვამბობ რომ კარგად იქცევა მაგრამ თუკი არ გიყვარს თუკი გეზიზგება მაშინ იქნება შენც ხარ პრობლება.დღეს ოჯახის შექმნა აუცილებელი გონიათ მაგრამ თუკი ადამიანი არ გიყვარს მაშინ შენ მატერიალურს ნუ დააბრალებ შენ სულიერ განუვითარებლობას და გათხოვებაში საშველს ნუ ეძებთ. ჯერ ეცადეთ რომ იყოთ სემდგარი ადამიანი რომ მომავალში მყარად შეგეძლოთ ფეხზე დგომა და საკუთარი თავი თავად დაიცავით
21:32 / 06-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ქალზე ბევრია დამოკიდებული გაიპრანჭე გალამაზდი მარტო ოჯახს ნუ გადაყვები და დაგაფასებს კი არა ზედ გადაგყვება თუ ვერ ც შიშველი ენახვები და ვერც ლამაზ საცვლებში გამოწყობილი შენს მიმართ გრძნობა როგორ ექნება რა გინდა მაგ კაცთან შეიფერე ყველა კი არ ყიდულობს ცოლს ლიფებს
09:57 / 06-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ვფიქრობ ერთხელ უნდა გარისკო და კითხო მიდგომით რას გრძნობ შენს მიმართ რომ თითონ რატომ არის დახურული და რა არის ამის მიზეზი შეპირდე რომ გაუგებ რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს შენთვის პასუხი ვფიქრობ ეს გარისკვა დაგეხმარება გადაწყვეტილების მიგებაში თუ არაფერი გითხრა და დაგარტყა კიდეც ეს ნიშანი იქნება იმისა რომ ადგე შენ შვილებს ხელი მოკიდო და წახვიდე შენს გზაზე ნუ შეგეშინდება ცხოვრების ან გარისკავ ან შეეგუები და თუ გაგეხსნა და გითხრა რა აწუხებს მაშინ იმოქმედე როგორც ჭკვიანმა ქალმა მოითმინე და დაეხმარე რომ გადალახოს და თუ მიზეზი იქნება სხვა ქალი უთხარი არჩევანი გააკეთოს რომ შენ წინააგმდეგი არ იქნები რომ ამით ორივე ბედნიერი იქნებით და შვილებიც ტყუილში და თვალთმაქცობაში აღარ დაიზრდებიან აბა შენ იცი მოგვწერე რას იზავ
18:26 / 29-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
სწავლა რა შუაშია..ნასწავლიც ვარ და მეტიც იურისტი ვარ,თუმცა ოჯახს რომ ქმნი და მითუმეტეს სააართველოში თმენის ვალდებულებაც გაქვს,თუმცა ცხოვრება არ უნდა შეწირო ნაბიაჭვარს.ჩემი ქმარი დანით მისერავდა ხელებს,სიგარეტებს მაწვავდა ზედ და მაიძულებდა მადლობის თქმას.2თვეში დავშორდი საბედნიეროდ და სასამართლომდეც კი მივიდა საქმე,თუმცა ეს საკმაოდ დიდი სტრესი იყო ჩემთვის. არ შეწიროთ თქვენი ცხოვრება არავის,იყავით და იბრძოლეთ ბედნიერებისთვის..მონებად არ დავბადებულვართ..მე მტკივა და ვუთანაგრძნობ ყველა ქალს.
16:45 / 30-04-2017
გამოხმაურება / 0 /
თამარი
უმიზეზოდ ამ ქვეყნად არაფერი არ არსებობს. მის ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუცილებლად ექნება მიზეზი. ჰოდა გაიგე რაშია აქმე და სცადე ამ მიზეზის გათვალისწინებით ამ კაცის შენსკენ შემობრუნება, შეძულება და პატრული ადვილია სიყვარული, მეგობრობა და დახმარებაა ძნელი. ის შენი შვილების მამაა თუ ჭკვიანი და ძლიერი ქალი ხარ შეძლებ იყო ბედნიერი და ლამაზ ოჯახში გაზარდო შვილები. აი მაშინ იქნები ყოჩაღი ქალი.ასე იქცევიან ჭკვიანი და ძლიერი ქალები. აბა შენ იცი წარმატებებიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!
11:38 / 30-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS