03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ტემო
ვეტას....ყველაფერს როგორ სამსახარაოდ ხდიტ.
16:34 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
...მაკუნააა
გმერთმა გაძლება მოგცეს ჩემო კარგო.ძნელია ისეთ ადამიანთან ცხოვრება რომელიც არაფრად გაგდებს.ვიცნობ ადამიანებს რომლებიც დაახლოებით მაგ სიტუაციაში არიან და მხოლოდ შვილებით ხარობენ და ცხოვრობენ.წარმატებები და გისურვებ გეპოვოს ცხოვრებაში შენი წილი ბედნიერება
16:31 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
aseti qmris kola girchevdi vinme iseti mamakaci gagecno visganac sitbos da sikvaruls igrdnobdi shvilebi ki daizrdebian da tavis cxovrebas tviton mixedaven shen ki bolos marto darchebi da codo xar mag ugulo kactan
16:17 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
.....
მარტო ყოფნა ჯობია ასეთ ქმარს
16:12 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვეტა
ბავშვები როგორ გააკეთეთ თუ შიშველი არ უნახიხარ ?
16:02 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თავს მიხედეეეეეე.......ახალგაზრდა ქალი ხარ! ცხოვრება წინა გაქვს....უფალიც შეგეწევააა......პ.ს. ხო მასეთნაირ ადამიანთან წუთით არ უნდა გაჩერდე!
15:10 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინმე
კი მარა თუ შიშველი თუ არასდოს უნახავს შვილები ჩაცმულებმა გააკეთეს?
15:01 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
აი ეს მოიტანა თანამედროვე ცხოვრებამ, ყველაფერი აქვს და მაინც უკმაყოფილოა. ერთი წინადადებით ,რომ ვთქვათ მოეწყინა ერთი კაცი და ეხლა სხვა უნდა... ჩემი აზრით, ამათ საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოს, და არც არავის აქვს ჩარევის უფლება, ვფიქრობ რომ ზუსტად ესეთი უნდა იყოს ყველა ცოლ-ქმრის ურთიერთობა, გარდა ამათი ინტიმური ცხოვრებისა... პს:განქორწინების შემთხვევაში კაცს მეტი უფლებები ექნება,ბავშვები და ქონების 80-100% ქმრისია იმიტომ, რომ ამ ქალს არ აქვს საფუძვლიანი უფლება, რომ რამე პრეტენზია განაცხადოს.
14:49 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS