03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ნანა
რა საცოდავია ეს გიგაა თუ ვიღაც...ან კიდევ მეორე საცოდავი, ვეტა...ადამიანობა მთლად დაკარგეთ ზოგიერთებმა! მარინას ვეთანხმები,ჩემი დიდი სურვილიც ესაა,ავაშენო დიდი ლამაზი სახლი და ვაცხოვრო იქ ასეთი გაუბედურებული ქალები თავისი შვილებით ბედნიერად! რა დააშავეს,მხოლოდ სიყვარულს,სითბოს და მოფერებას ითხოვენ,მეტს არაფერს,ეს ნაგავი ქმრები კი, როგორ ექცევიან...გული მტკივა ძალიან და ვწუხვარ,რომ ვერაფრით ვეხმარები...ასეთ ქმარს,სიკვდილი სჯობს,რაა აბა ამ ქალის სიცოცხლე? შვილებიც რომ მამას დაემსგავსნონ,მერე რა იქნება? მოკვდება სადღაც უცრემლოდ და უსიყვარულოდ,თითქოს არც ყოფილა......
18:03 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
გიგა, ვაი სჰენს პატრონს უბედურს, რა საცოდავი ხარ ასეთი ფიქრები რომ გაქვს, აბა რაა ქალი ხო მხოლოდ ნივთია რომელსაც სადაც გინდა იქ მოისვრი და როგორც გინდა ისე მოექცევი, შე უბედურო. მაგ აზროვნებით იარე მთელი ცხოვრება და დაინახავ რას დაიჭერ ბოლოს.
18:01 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მარტლა რამდენ გასატირს ვუზლებტ კალები რამდენი ერტს უნდა გაუზლო მეტირება ჰემ ტავზე ბევრი რამარის გადავლილი სჰვილების გულიზე ვიტმენ მარა ყველაპერს კონია ზგვარი.ჯამრტელობა აგარ მივარგა არც არავინ დაგიპასებს ტურმე სჰენ ტავს ტუარ მიხედე და უსჰველე ბოლოს ყველაპერი გვიანია
17:57 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნ
თავშესაფარს მიაკითხე. იქნებ დაგეხარონ. რატო იწამლავ ცხოვრებას
17:56 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
mania
ნეტა მქონდეს საშუალბა ასეტ ქქალებს ერტი დიდი სახლი ავუგო და ბედნირად ვაცხოვრო, ასეტი Yლეებისგნა შორს, აი, აქაც რამდენი დაუნი აკომენტარებს, ანუუ ამატი ცოლებიც იგივე ან უარეს დღეში არიან, დაგეცეტ მეხი!რომ ჩაგიტანოტ ერტ დღეს
17:43 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nata
goga kiara kvercxia sheni saxeli!! Shennairebi verasodes gaigeben ras nishnavs ojaxi da harmoniulad tanacxovreba meuglestan ertad!
17:15 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
გიგა, რა საცოდავი ხარ
17:07 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
ეკა, სამწუხაროდ მაგ სიტუაციაში ბევრია დღეს, მაგრამ ეგ არაფერი ნუგეშია...გამოსავალი ერთია, ადამიანი როდესაც პარტნიორთან ამ შემთხვევაში ქმართან თავს ცუდად და უფრო მეტიც(საშინლად) გრძნობს - სჯობს საკითხი სერიოზულად დასვა და გადაწყვეტილებაც უმალ მიიგო. ამასაც სამწუხაროდ ყველა ვერ აღწევს რაღაც მიზეზების გამო, მიზეზის რომელიც ხშირ შემთხვევაში ვფიქრობ გაუბედავობის და მარტოდ დარჩენის შიშის ბრალია. ამ დროს კი გადის დრო იმ რიტმში რომელიც ასე მტანჯველია....მარტო არავინ არასოდეს არ დარჩენილა, ერთი რამ მჯერა: გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ერთი რამ გვავიწყდება ხოლმე, დრო ძალიან ძვირფასია და არ ვიცით მისი დაფასება...კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა და შეიძლება...მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ ეკა. თემა ისეთია რომ გადაწყვეტილებას შენს მაგივრად სხვა ვერ მიიღებს.
17:00 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
უგნობი
ზალიან უნამუსოები ხარტ.ამ ბავსჰვმა ტავისი გასაçირი გვიტხრა და ტქვენ სახუმაროდ აქციეტ.მიხედე სჰვილო სჰენს ტავს და გმერტი არ გაგცირავს.რა გინდა ასეტ კაცტან
16:44 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
საქართველოში ოჯახიანი ქალების დიდი ნაწილი მასე ვხოვრობს სამწუხაროდ თუ არა უარესად გაცილებულები კი უყურებენ შურით ხშირად და ოჯახიანები კი გაცილებულების შურთ (ნერვებს რო მაინც არავინ უშლით და ა.შ)
16:42 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS