03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ინკოგნიტო
ვაჟბატონო გიგა?ეგ იმიტო ითმენს რო გვერდში მდგომი არავინ ყავს და მაგ შეხედულებით ვერასოდეს გაიგებ ოჯახის ფასს.ქალს დაფასება სჭირდება და არა შეფასება.ხო და აფთიაქშიც პაკეტები თქვენ უყიდეთ
20:04 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ver gavige raaaa
ara idzaxis ro aseti mamis gamo chem shvilebs fsiqika umaxinjdebato da she kai qalo tu amdens azrovneb da grdznob ro mamas shemxedvare shvilebi ver chamokalibdebian srulpasovan adamianebad da shenc tu ase nivtad kevxar da tan dzan cud nivtad radgan nivts tu gikvars gijdebi da uprtxildebi uvli da ver gamigia martla dzan kaxurad unda gitxrat ro gaigot?ade ra ade ram shegashina tavs pativi eci mixede tavs,shvilebs da naxe adamiani vinc shens suls,shens adamianobas,sxeuls tundac daapasebs da srul pasovnebas dagibrunebs,sasocarkvetil dedakacebs ver vitan raaaa mapatiet dzalian magram kacebs kursebi chautarono idzaxis sasaciloa ra kursebi unda chautaro roca kaci gaizarda qvis xanashi albat :( gaecale raaaaa
19:58 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
Yველაფერი აგზრდის ბრალუა. Hო,, ზმები განსხვავდებიან,, მაგრამ ალბად დედა არ ზრდიდა მატ. ძმები სხვადასხვა გარემოსი მოხვდნენ და გარემოებებმა აგზარდეს. Dედა უნდა ზრდიდეს სვილებს, ტუ.ისინი უყვარს და ბედნიერებას უსურვებს, დარწმუნებული ვარ ეს კაცი ვერ უნდა იყოს ტვიტონაც ბედნიერი.
19:30 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ალბერტა ბლარტყიაშვილი
მოდი ჩაგაღვრიჭნინო
19:17 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
...
იდიოტო გოგა შენ უნდა დაბადებულიყავი ქალათ და ამაზე უარეს დღეში უნდა ყოფილიყავი და რა ჭკუაზე და აზრზე იქმებიდი ვნახავდი!!! ქალიც ადამიანია და არა მონა და მოსამსახურე... და იურიდიულზე რომ გველაპარაკები რაც თურმე მამაკაცს მეტი უფლება აქვს ვიდრე ქალს გინდა ქონებასთან და გინდა ბავშვებთან ორი წიგნი რომ წაგეკითხა მაგას არ იტყოდი ცოლ ქმრის ქონევა 50-50% იყოფა და შვილებს რაც შეეხება დედა მეტი პრივილეგიით სარგებლობს... მარა შენაირ ხეპრეს რას ვუხსნი სად დაიბადე ან სად გაიზარდე მშობლებმა ქალის პატივისცემა არ გასწავლეს?! ქალები არ ვართ მონები და არც მოსამსახურებიი ჩვენ ვართ დედები და ცოლები და გვეცით პატივი როგორც ჩვენ ქცემთ!!!
18:57 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ალისა
გიგა ქმარი თუ მოკვდა ქალიც ხო არ დავმარხოთ მის გვერდით ცოცხლად?
18:50 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
irina
Dzalian codoa yvela qali romelic msgavs mdgomareobashia, tumca meore mxriv rom shevxedot tvitona arian damnashave amashi, tu ar icnobda normalurad momaval meugles rato gatxovda? Albat interesis gamo rogorc 85-90%-shi msgavsi shrmtxvevebisa, arc ganatleba miigo,zustad gaunatlrblobis bralia es yvelaferi, me ase vpiqrob asakic ro gemateba da tineijeruli asakidan gamodixar cota sxvanairad afaseb yvelafers, es imas ar nishnavs rom ganatlebul da sakmaod mozrdil adamizns msgavsi ram arasdros sheemtxveva, tumca ststistikas tu gadavxedavt, aset mdgomareobashi patara asakshi gatxovili qalebi agmochndebian xolme, romlrbsac gatxoveba marto erti zgapruli game hgoniat, tumca is erti gamec koshmarad eqcevag xolme. Es mxolod chemi azria.
18:29 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუბა
სახედარს კურსები ვერ უშველის
18:23 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
mm
ეს კაცები ხომ სულ მაიმუნობენ რა .ქალი ტავის გასაჯირს ამბობს და ესენი იცინიან. ერტი ცნობილი კარგი ქალბატონი ამბობდა;ქმარი პატარა ბავსვივიტ მანებივრებსო.ყველა ქალს რომ ესეტი ქმარი ჰყავდეს,ხომ იქნებოდა ყველა ქალი ბედნიერი და გახარებული?პატიოსანი და წესიერი? სოდვა არ არი ეს გოგო?მტელი ცხოვრება როგორია იყო მონა?
18:11 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
მე გირჩევ რაც შეიძლება მალე დააღწიო მაგ ცხოველისაგან თავი... ვერაფერს ვერ გიზავს მერწმუნე.... ადამიანი იმისთვის არ იბადება რომ მთელი ცხოვრება ტანჯვაში გაატაროს.. აუცილებლად ნახავ ისეთ ადამიანს ვინც ყველაფერს მოგცემს რაც გაკლია.. ასერომ მოიკრიბე ძალა და დაიწყე ახალი ცხოვრება ნურაფრის ნუ გეშინიააა
18:08 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS