03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
გიგას
აი ასეთი აზროვნებისთვის,რაც შენ შენს კომენტარში ასე ,,იდეალურად" ჩამოაყალიბე,უდიდესი სიამოვნებით გავხდებოდი 2-3 თვით შენი ,,მონა-მორჩილი" მეუღლე, რომ შენი უფერულ-უინტერესო ცხოვრება ,,მხიარული" და ,,შინაარსიანი" გამეხადა უცებ, შვილის ნახვაც სანატრებელი მექცია მართლა შენთვის და ის შენი შექმნილი ქონებაც ისე დამეკარგინებინა,აზრზეც ვერ მოსულიყავი. და არა მარტო შენ,ყველა შენნაირად მოაზროვნე ,,კაცს" გულით ვუსურვებ ასეთ ცოლს!!!
03:31 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგასსსსს
ვინ გაგზარდა ასეთი ჩლუნგი, არ მეცოდება შენი ცოლი იმიტომ , რომ ისიც შენნაირი ჩლუნგი იქნება შენ რომ გიძლებს. გისურვებ გეყოლოს გოგოები და შენნაირი ქმრები შეხვდეთ, რომ მაშინ მაინც მიხვდე რას ნიშნავს ამ ქალის მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა არც მაშინ მაქვს ამის იმედი რადგან შენნაირი მამებიც არსებობენ საუბედუროდ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი ქალიშვილი სადაც გათხოვდა ქმარი ავია თუ კარგია იმ ოჯახში უნდა მოკვდეს. გადაშენდნენ ერთ დღეს თქვენნაირები, რომ არცერთი ქალი აღარ იყოს უბედური. პ.ს. დედებო მოგმართავთ, აღზარდეთ თქვენი ვაჯები ადამიანებათ, პიროვნებებად, ჩაუნერგეთ სიყვარული ქალის მიმართ, ასწავლეთ ქალის პატივისცემა, თქვენზე ბევრია დამოკიდებული.
02:42 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანჯი
ძალიან მიჭირს იმ ადამიანების გაგება ვინც ამ გოგოს აკრიტიკრბს, ცოტა გონზე მოდით ხალხნო, არავინ არ იცის ვის რა ელის წინ, შენ კი ჩემო კარგო, ჯობია თავს უშველო, ბედნიერება შენი უფლებაა და გამოიყენე
02:11 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
არა მე მამაზე გამეცინა, მოვხუცდი და შენს ქმარს ვერ გავუმკლავდებიო თუ როგორც წერია :))))))))) ანუ თავში ქვა გიხლია გაუძელი??? მაგარი მამაა ძალიან. და კიდევ ეს ქალი არის დებილი, რომ ცხოვრობს ასეტ იდიოტთან
00:42 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ეს გარდამავალი პერიოდია,საზოგადოების კულტურის ერთი საფეხურით წინ წაწევის ეტაპზე.პროცენტულად ქალთა80 %ასეთ ძალადობას განიცდიდა და იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ რომ თუ ვინმე ღვთისნიერი მამაკაცი ცოლს პატივს სცემდა,იმ კაცს ამცირებდნენ ცოლი თავზე აზისო.ასე რომ ნუ გიკვირთ,ქალი რომელსაც მაჭანკლით ათხოვებენ ერთხელ დანახულ მამაკაცზე,მათ შორის რა სიყვარული რა პატივისცემა უნდა იყოს.ქალს აღიქვამდნენ ნივთად,რომელსაც ფეხმძიმობის დროსაც კი არ უფრთხილდებოდნენ რათა ნორმალური ბავშვი გაეჩინა. სასიხარულოა დადგა დრო საზოგადოების უმრავლესობის ჯუნგლებიდან გამოსვლის.
23:46 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ხო და
ხო და კარტველ ვაჟკაც ზე გადაგებულ ვიდოები კ. არ მოგსონტ და... აბსოლიტური რეალობა ქარტველი კაცების 80% ის .
22:14 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ცოდო ხარ გიგა ნამდვილად :(
22:04 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
გიგა მე მგონი იმ მამაკცების რიცხვს მიეკუთვნები მიჩმორებული რომ ყავთ ცოლებს მეგობარო ;) იმიტომაც ანთხევ ასეთ ბოღმას :) მაგ ქალის ადგილზე შენი დედა ან და რომ იყოს ,ან თუნდაც შენი შვილი იგივეს იტყოდი? თუ იგივეს იტყოდი ......ეჩვენე ექიმს სანამ დროა ;)
22:01 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
siyvarulit unda shekmnat ojaxebi gogoebo , bichebo kalebo da kacebo , da ar aimitom rom shesakmnelia!!!!!ai mere tu gaudzlebt ertmanets . tkvens shemtxvevashi ki ar vici ra ushvelis sakmes, ise ase mekanikurad ojaxi rogor shekmenit eka?im mamakactan rom unda dacoliliyavit es nutu korcilamde ar mogividat tavshi?
21:10 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინმე-ს და გიგა-ს
დიდუუუუუუუუუუუუუუუ!გიგააააააა!ბიჭოოოოოო,რაცხა ძალიან გიჭირს გონია!პაპანდოპულო,შენ დედა გყაააავს???ჰაააა!.....დიდუ,დიდუ,დიდუუუუუუუუუუ!
21:01 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS