03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
კაზა-ს
:) :) აი,ყავის და სიგარეტის დროც მოვიდა და გადავავლე თვალი მსოფლიოს ახალ ამბებს. თქვენს კომენტარზე არანაირი სურვილი არ მაქვს,რომ რეაგირება გავაკეთო,თავს არ მივცემ ამის უფლებას :) ერთს გეტყვით მხოლოდ-გენაცვალე აზროვნება-მეტყველებაში და ქართულ ლიტერატურა-გრამატიკაში :) კაი ხანია ასე აზრიანად და ლამაზად ჩამოყალიბებული აღარაფერი წამიკითხავს :) და კიდევ ერთი კითხვა დამებადა, თქვენ-,,არაკლავიატურის მამაკაცი ,,ოჯახის ბურჯი " და ,,მარჩენალი" საიდან მოხვდით აქ,ამ გაუგებრობაში და ზუსტადაც ,რომ ქალების გასარჩევ თემაში,რას აკეთებთ აქ?
17:05 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
Kახა ჩხეტია. ყავას სიგარეტს ვაყოლებ და სახლსაც მილაგებს ხანდახან ქმარი. გასკდი Fულზე ახლა შე უწიგნირო ხეპრე
16:34 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაზა ჩხეტია
როგორ გაიქაფენ აქ ინტერნეტ ქალები ხედავ შენ? რომ გადაგიდვიათ ენები და თითები კლავიატურაზე და სკდებით გულზე თანაც ხან კაცის სახელით რომ ბეჭდავთ და ხან ქალის აზრს თუ ატანთ მაინც რომელიმე წერას? ამის დრო გაქვს და სახლში მოსამსახურე გყავთ ალბათ ან კიდე ფეხზე გკიდიათ ოჯახი დაულაგებელია თუ არა. სიგარეტი არ დაგავიწყდეთ და ისე იფხანეთ გულები, აბა ახლა რაც შეიძლება გამწეარდით და დამეტაკეთ ერთი სული მაქვს ახალს როდის მიაწერთ რამეს. ფუჰ თქვენი
15:12 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაზა ჩხეტია
ქალას ფარა ანახვე ფარა და რასაც გინდა იმას აქნევიებ. უჯიშოა ქალი ლაგამი უნდა და ფარა.
15:03 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მგზავრი
ძალიან მიკვირს იმ იდიოტი გოგოების ვინც აქ ესეთ კომენტარს წერს რომ ქალის ბრალია, ნუ შეიძლება რაღაც ქალსაც ეშლებოდე მაგრამ რა ქნას ადამინმა წასასვლელიც რომ არ აქვს არსად, მე პირადად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ესეთ რამეს არ ავიტანდი, ნუ არც უსიყვარულოდ გავთხოვდებოდი მაგრამ ჩემი სახლი მაქვს, ჩემი შემოსავალი და დამოკიდებული არ ვარ არავიზე, სულითაც ძლიერი ვარ და შევეცდები გავუძლო ცხოვრებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ესეა, კაცების 90% ხომ მუშტებზე იყურება ეხლა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ბიჭი ოჯახში რას ხედავს და ისე იქცევა, ცოლი ტუ მონად ყავს ეს ჩვეუკლებრივი ამბავი გონია, არაკაცები არიან ესეთები
14:42 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დავიტ
ადექი და წამოდი რაგას უცდი სჰვილებიც ტან წამოიყვანე
14:07 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ss
Koshmari pirvelive games daiwyoo ro idzaxis, tavidanve ro sheizizga qmari, misgan rato itxovs siyvaruls? Madloba tqvas ro aset sidzulvilshi mainc ar agdebs cols da ojaxs inaxavs. Tu ar uyvarda ragas miyveboda da ragas aubedurebda kacs. Xshiria aseti shemtxvevebi, imis gamo, rom unda gatxovdnen, miyvebian kacs romelic arc ki moswont, mere ufro izizgeben, ichenen sayvarels an ar ichenen, da qmars abraleben yvelafers, madam bovari gamaxsenda.
12:46 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ, ეს რომ შიშველი არ უნახავს ქმარს. ღმერთო შენ გაუნათე ხალხს გონება. რას სტატიებია საერთოდ, რა ინტელექტი. სერიოზული კრიზისია ელემენტარული ინტელექტის.
11:31 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
აქედან მე პირადად ასე ვასკვნი, რომ იმ კაცს არ უყვარს ეს ქალი და იცის რომ იმიტომ გაყვა რომ "აბა გასათხოვარი ხომ არ დარჩებოდა"... რავიცი გოგოზეც ბევრი რამეა დამოკდებული თუმცა ისიც ფაქტია რომ ზოგადად უჟმური ადამიანები არსებობენ
10:59 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნმმმმ
ეკა, სადაც ამდენი გითმენია და არ გიფიქრია რომ ოჯახი დაგეგნგრია ზედმიწევნით ძლიერი ნებისყოფა და ფსიქიკა გქონია. ჩვენი თავის ექიმები ჩვენ თვითონ ვართ, ამიტომ შეეცადე შენ თვითონ, თუნდაც საღამოს მეუღლესთან მარტო რომ დარჩები თბილად, ალერსით დაელეპარაკო: რამდენი ხანია ერთად ვართ და ხომ შეიძლება ჩვენი ურთიერთობა შევცვალოთო, ხომ ხედავ რა ბედნიერები ვართ და ა.შ. ანუ შენი მეუღლე მეოჯახე ადამიანი, ლოთი და ნარკომანი არაა, ცოტა ურთიერ-გაგების ვცლილება და გაცნობიერება სჭირდება. ისევ შენ შეეცადე დაათბო სიტუაცია და თბილად აუხსენი რომ შენც გაქვს პიროვნული ,,მე” რომელიც ოდნავ მეტ ყურადღებას საჭიროებს : თუ მოფერება, თუ ყურადღება, თუ ალერსი, თუ ფული ; შვილები დაიზრდებიან , დაოჯახდებია და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. - არ ვიცი გადმოგეცი თუ არა ზუსტად რისი თქმაც მინდოდა.ღმერთმა გამძლეობა მოგცეს!
10:25 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS