03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
მარი
ასეთი კაცების სინსილა უნდა გაწყდეს. ყველა კაცი კაცს იცავთ რათქმაუნდა, მე ჩემ დეგენერატ ქმარს ზედ გადავყევი მაგრამ ბოლოს ეთი თვის ბავშთვან ერად მიმატოვა. არც მცემდა არც ასეთი უჟმური იყო სულ მთლად, სიყვარულითაც გავყეი მაგრამ იმდენი ქნა ბოლოს მძულდა. ადვილია ქალს დააბრალოთ ყველაფერი. ზოგი ქალიც არ ვარგა მაგრამ სულ ქალებიც არ არიან დამნაშავეები.
11:08 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანს უთანაგრძნოდ ერთმანეთის ლანძღვას უნდებით. რა უნდა აუხსნა ამისთანა ვითომ კაცებს მართლაც სიყვარული 30 წამიანი სექსი ჰგონიათ. ქალიშვილი გოგოები რომ გინდათ ცოლად სითბო და ალერსი ჯერ რომ არავისგან უგრძვნია თქვენ უნდა ასწავლოთ ალერსი,კაცმა უნდა აგრძნობინოს ქალური ბედნიერება და იგივე დაგიბრუნდებათ მაგრამ ვაი რო თქვენც არაფერი გაგეგებათ პირველი ჩახტებით საწოლში და მე ხომ არ გავხდი საცვალს რომანტიკულად თქვენს მეუღლეს????
00:24 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
სამაგიეროდ მთელმა სოფელმა იცის ტრაკზე რამდენი ხალი გაქვს
21:59 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯეფი
ნუ ახლა,უჟმური ხასიათის ადამიანები რომ არსებობენ ეგ თავისთავად ცხადია, მაგრამ რა არის ხოლმე ასეთი ისტორიის ბოლოში რომ მიადგებით ქალები კაცებს და ერთ ამბავში ატარებთ. ჯერ ერთი რა გარანტიაა რომ წარმოქმნილ ოჯახურ პრობლებაში ეს ადამიანი საკუთარ პასუხისმგებლობას არ იხსნის და ყველაფერს ქმარს არ აბრაბლებს,მითუმეტეს არ მიყვარდა ისე გავთხოვდი,პირველ გამეს ზიზგი ვიგრძენიო და შემდეგ კიდევ დგას და იმ ადამიანის ითხოვს უსაზღვრო სიყვურალს ვის მიმართაც უსაზგვრო ზიზღს გრძნობს და ბოლო-ბოლო კარგით რაა:) თავის თავს თვითონ შეუქმნა პრობლემები და ეხლა რას ითხოვს რავიცი აბა?
14:56 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ადამიანი რომელიც არაფრად გთვლის და 10 ცლის შემდეგ იგევ აკეტებს მისი შეცვლა ძალიან რთულია.ბავშვების ნერვებზე კი არაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ ესეთი ბავშვები გულით დიდ ტკივილს ატარებენ რადგან ფსიქოლოგიურად ყოველდგე დაძაბული იქნებიან.იმის გამო რომ ქმარი არჩენს,იმის გამო რომ ორი შვილი ყავს თუ იგივეს აკეთებს და გამოსწორებას არ ცდილობს ისევ შვილებს საკეტილღეოდ ასეთ ქმარს ყველა ქალი მიატოვებს.რადგან კაცებმა უნდა გაიგონ ოჯახში გინება და ფულის შემოტანა კაცობაა არაა და ასეთი ადამიანი ვერც ოჯახს დაიცავს.შეცდომა ყველას მოსდის მაგრამ შეცდომა ხასიათში არ უნდა გაავიდეს.უფალი გფარავდეთ ყველას ასეთ დედებს ვინც შვილების გამო ამდენს ითბენს.დედის ამაგი შეუფასებელია.
13:41 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ომათ
რას გირცევდი იცი? ვტქვატ ქმარმა ვერ გამოიჩინა ყურადგება და ტავი ვერ შეგაყვარატ ტქვენ ქალი რისტვისა ხარტ? მოეპერეტ წაეკეკლუცეტ შეაქეტ ტუნდაც იმიტომ რომ კარგი მამაა.ბავშვივიტ მოესიყვარულე ,აგრდნობინე რომზრუნავ მასზე და შენტვის არარაობა არ არის ტუნდაც იყოს .დაიცავი და აგრდნობინე რომ ყოველტვის მის გვერდიტ ხარ როგორც ამოგებული ხმალი და დამცავი აბჯდარი მოიპოვე მისი . სიყვარული.ზოგჯერ დედობაც გაუწიე და ზოგრჯერ მეგობრობაც ,ხანდახან საყვარლობაც რომ ცეცხლი დაანტო მის სულში და სხეულში მყინვარწვერივიტ კი ნუ უყურებ?
10:40 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჩემი აზრით ოჯახის შექმნა არაა ასე ხელწამოსაკრავი საქმე...და ახალგაზრდობის შეცდომის გამოსწორება ამდენი ხნის გასვლის შემდეგ მხოლოდ გაშორებაა...ან შეგუება სიცოცხლის ბოლომდე.არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს ადამიანი..მთავარია რასაც გადაწყვეტს ის გააკეთოს შეგნებულად და ღირსეულად.ვის არ მოსვლია შეცდომა,მთავარია როგორ გადალახავ მას.
05:48 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
lulu
katastropaa es yvelaperi rac wavikitxe, aranairi grdznobebi ar qondat ertmanetisadmi roca ertad dawvnen da sheidzules ertmaneti, usiyvarulod es aravin unda gaaketos, paqti saxezea amas rac moyva, orive ubeduri adamiania.gatxoveba marto ojaxi ar aris xalxo gatxoveba aria chveni meore mes povna
00:33 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაზა ჩხეტია
გულზე შენი ქმარი არ სკდება რომ გაუკვამლავ ოჯახს და მე აბა სულ ერთ ადგილას მახატიხარ სახლიანად. ხეხ. აბა ახლა შენ იცი ჩაუსაფრდი და კიდევ მოიფხანო ენა და თითები ეგება.
17:36 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაზა ჩხეტია
იმას ვაკეთებ რისიც არ მჯეროდა და ნაძლევი დავდე მაგაზედ. არ ეცლება ქალებსთქვა ამას ვამტკიცებდი სულ. მაგ ყავას და სიგარეტს რომ მორჩები გარეთაც გაიხედე, შენი ოჯახის მამაკაცზე ლამაზს ეძებდე უნდა მგონია მე. რა გენაღვლება ჯადო შენს ხელში არაა?
17:35 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS