03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
თემო
რა უნდა აბა ასეთ კაცთან.. ცამოდი ჩემი გოგო და მოდი ცემთან, მე გაგაშიშვლებ და მოგეფერები გაგაგიჟებ ისე.. მპუაააააააა
23:38 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დურგალი
თქვენი დედა ვატირე სათითაოდ, კომენტარში ერთერთმა წარმოთქვა რა აიძულებს ამ კაცთან ყოპნაო, შვილი აიძულებს და ალბათ გირსება, იცის რომ შვილებს მარტო ვერ გაუმკლავდება და ვინუჟდენში არის თავის ქმართან, რომ გადმოგიგდიათ ეგ 2მეტრიანი ენები და ჭორაობთ სხვის ცხოვრებაზე თქვენ თავებს ჩახედეთ და თქვენი თავი განსაჯეთ, ამ გოგომ იმისთვის არ გამოაქვეყნა ეს წერილი რომ თქვენ გაგეჭორათ... მარტო უარყოპით და ცუდ საქციელებს რომ წერთ, იქნება შეხვიდეთ ამ გოგოს მდგომარეობასში მაინც და გაიაზროთ თუ რა გაჭირვებაშია.... შეიგნეთ რომ სხვისი ცხოვრება არ უნდა გაჭოროთ ხალხო
01:09 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დებილო კაცებო
თუ ტვინის ნასახი დაგრჩათ თავში ჭკუა ისწავლეთ თუ არ გინდათ ცოლებმა ასე გაგაფარჩაკონ ზურგს უკან მიწა გაგითხარონ და საყვარლები გაიჩინონ! ღირსები კი ხართ მაგრამ მაინც
22:30 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს გოგო დამნაშავე იმაშია რომ უსიყვარულოდ გათხოვდა,, და თუ ქმარი არ უყვარს ან რაგაც მიზეზი არ აქვს არ გაჩერდებოდა და თუ მიზეზი აქვს მაშინ უნდა იტანოს კიდეც მე ასე ვფიქრობ,, თუ კაცს სიყვარულს სითბოს არ მისცემ ვერც მისგან მიიგებ გინდ უყვარდე იმიტომ რომ კაცები ამპარტავნები და ამაყები არიან ერთ ცუდს ტუ გაუკეტებ ისინი ატს გაგიკეთებენ ასე რომ იჯექი ახლა და ითმინე.
16:39 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კაზა-ს
ასეტი მდაბიო საიდან მოხვედი? ჯუნგლებიდან თუ მე-15 საუკუნიდან? ეტყობა შენ ხარ ისეთი ხეპრე, რომ ფულის გარეშე, არავინ არაფრად გაგდებს და შენნაირებს იზიდავ!
00:26 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნა
სანამ ამ უაზრო და მწარე კომენტარებს დაწერდეთ, ჩაუწეთ ენა ტვინში ,იქნებ მერე ასეთი პირველყოფილი აზრები აღარ მოგივიდეთ თავში.....
16:36 / 31-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ამ უაზრო და მწარე კომენტარების დამწერებმა ,სანამ რაიმეს დაწერთ ენა ჩაუწეთ ტვინში ,იქნებ მერე ასეთი პირველყოფილი აზრები აგარ მოგივიდეთ თავში....
16:27 / 31-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კარგიტ რა ხალხო!
ქალი იმას წერს, რომ ქმარი არ უყვარდა რომ გათხოვდა და მისი მიკარებაც კი აგიჟებდა და ახლაც აგიჟებს!ის კაცი დებილი კი არაა, მიხვდა რომ არ უყვარს ცოლს და ზუსტად ისე ექცევა როგორც ცოლი მას!! თუ არ გიყვარდა რას მიყვებოდი??კიდე მადლობა თქვი 10 წელი რომ გაგიძლო! ეშინია ალბათ რომ არ გაიჩინო საყვარლები და მაგიტომ არ გიშვებს არსად!თუკი არ გინდა მასტან ცხოვრება ადექი და წადი! ან ამდენი ხანი რაღას ელოდებოდი?ß2 ბავშვი როგორ გაუჩინე კაცს, რომელიც გეზიზღება??კარგი რაა, თავად ხარ ყველაფერში დამნაშავე!
05:16 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაზა ჩხეტიას
შიგქურეს გინქურეს?
05:46 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
Bavshvebis fsiqikaze ra imoqmedebs uaryofitad mamas deda shishveli rom ar unaxavs?
07:35 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS