03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ქქქ
არაფერიარ შემიძლია ვთქვ რადგან არანაირი პრობლემა ქმართან ურთიერთობის დროს არ მქონია, მისრულებდსა ყველა სურვილს და ყოველ ნაბიჯზე მაგრძნობინებდა რომ ძალიან ვუყვარდი, არაფერი დასამდური არ მქონდა..ნამდვილად ბედნიერი ვიყავი მიუხედავად იმისა ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდი და დიდი სიყვარული მკვებავდა, მერე როცა უკეთ დავიწყეთ ცხოვრება,, ყველაფერი გავიუმჯობესეთ, ჩემმა ქმარმა, რომელზედაც მართლა შეყვარებული იყო მთელი ჩემი სამსახური,,,საყვარელი გაიჩინა, თქვენ მეტყვით ამაზე დიდი დანაშაული აღარ არსებობსო,,,,მაგრამ ამისთვის ოჯახი ვერ დავანგრიე.ახლა დრო გავიდა და ერთმანეთს შებერებულები ვფიქრობ, რომ გავყროდი უკეთესი იქნებოდა?მითხარით აბა!
23:40 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
Monebad Ar ibadebian monebi xdebian!Ras elodebi ver vxvdebi,adeki tsadi da igrdzeni tavi adamianad.shvilebits mets dagapaseben da sitsotsxlesats azri mietsema!
21:47 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სხვისთვის მიცემა რატო გგონიათ გამოსავალი?
20:35 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
?????
ასეთ კაცს უნდა უღალატო....ღირსიაა.და თავი უნდა გაიბედნიერო სანამ ცოცხალი ხარ.ეგ არასოდეს გამოსწორდება დამიჯერე.უარესი მაქვს გამოცდილი
10:12 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
ჩემი რჩევა იქნება ეცადე შენ მოეფერო შენ თვითონ გადადგი ეს ნაბიჯი და ნახე იქნებ იმანაც გამოამჟღავნოს სიყვარული,თუ არადა დაიკიდე და სხვა გაიჩინე იქნებ ისეთი ადამიანი შეგხვდეს რომ შეგიყვაროს
22:31 / 08-07-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
Eხლა ასეტი კაცი ხოა გირსი რომ უგალატო და გასĥორდე.მაგრამ აქ კომენტარები რომწავიკიტხე ზოგის დზალიან სიბნელეა სქარტველოსჰი კაიტ რა ხალხოოო ტქვენი იდიოტური აზრები ტქვენტვის სსჰეინახეტ
11:34 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
Bednierebis ufleba yvelas aqvs da arc aravin aravis sakutreba araa, vinc ar gvifrtxildeba arafris girsi araa
13:00 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაიიი
კარგით რააა
09:18 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
??
როცა ასთ დღეშია ქალი და შანსი მიეცემა,ის აუცილებლად გაიჩენს ვინმეს და არც გაემტყუნება. ქალს უნდა გაფრთხილება.ქალი უნდა იყოს ბედნიერი ,დაცული და გახარებულ ქმრის ხელში.
09:08 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Eseti kalebi DA ojaxebi bevri gvekoleba tu tvalebi Ar agvexileba-18 tslis kali rom txovdeba imas ra unda mostxovo tviton bavshvia.katsebi kidev ikvnen DA dgseats tvlian chveni mesakutreni Arian,es monuri tavdaxra didxans ikneba manamde sanam sakutari tavis pativistsemas Ar vistsavlit.monebad Ar ibadebian,monebi xdebian!
01:50 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS