03 დეკემბერი, 2014
წერილი რეგიონიდან - "10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ...''
"ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს'' - ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა.

ეკა:

18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან.

ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული.

ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.

არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის.

მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან.

ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.

ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ.

მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ.

ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ... არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ...''

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ანა
მესმის რა მდგომარეობაში ხარ.. ყველაზე ცუდია როცა შენი ოჯახიდან ვერ გრძნობ მხარდაჭერას. მერე რა რომ არ გცემს.. ის რასაც შენ ამბობ, არის არა ფიზიკური,მაგრამ მორალური ძალადობა. თუ ბავშვები სკოლის ასაკის არიან თავისუფლად შეგიძლია იმუშაო და მოშორდე ასეთ კაცს. მე არ მინდა ოჯახის დანგრევაში მივიღო მონაწილეობა,მაგრამ ბავშვებისთვისაც და შენთვისაც ალბათ ასე აჯობებს. როდესაც ოფიციალურად ხარ დაშორებული არანაირი უფლება არ აქვს მოგივარდეს სახლში..
19:56 / 07-02-2016
გამოხმაურება / 0 /
რა მნიშვბელობა აქვს
მე-ს, ისეთი მამა, რომელიც შვილების დედას საგინებლად და სარტყმელად იმეტებს,შვილებს არ სჭირდებათ! დეგრადირებული და ველური ორფეხა,ქალზე მოძალადე დამნაშავეა. მეზიზღებიან ასეთი კაცუნები..
01:26 / 11-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
მეც ქალი ვარ, ხშირად გამიგია მსგავსი ისტორიები და ვერ ვგებულობ.21 საუკუნეში რატო უნდა დააჩაგრიო თავი ვიღაცას. ამ შემთხვევაში ის პიროვნება ქმარი არაა, ის ვიღაცაა.ქმარი და ცოლი არიან ადამიანები ვინც ურთიერთშეთანხმებით, სიანტკბილობით და სიყვარულით ცხოვრობენ, ერთად განიცდიან სიხარულს და ებრძვიან სიძნელეებს, ზრდიან სიყვარულით ბავშვებს.ასეთ "ოჯახში" გაზრდილი ბიჭი მამამისისნაირი იქნება და გოგო დედამისის. ამიტომ მომავალში კიდევ ორი არასრული "ოჯახი" შეიქმნება და ამას არ ჯობია შენი შვილების მომავალზე იზრუნოდა მათ გაულამაზო ცხოვრება, რომელსაც მამის გარეშე უკეთესს მისცემ? ხსნა ყოველთვის მოიძებნრბა ხელს თუ არ ჩავიქნევთ და სანუკვარისთვის ვიბრძოლებთ. ეს სანუკვარი კი დედისთვის შვილების ლამაზი მომავალია. მე მგონი ჩემი სათქმელი გითხარი, წარმატებებს გისურვებ. ღმერთი გფარავდეს.
11:07 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
me
Tu ar giyvarda da ar giyvars sheni bralia yvelaveri, kacebi debilebi nu ggoniat xvdeba ro ar giyvars da sworadac iqceva.
21:37 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლადო
სექსი ჩაცმულებს გაქვთ ხოლმე?
16:52 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვარ, მაგრამ შვილებს მინდა რომ ჰყავდეს მამა, ძალიან უყვართ, ვერ აიტანენ ჩვენს დაშორებას და ფსიქიკურ ტრამვას მიიღებენ, არ ღირს ჩემი ბედნიერება ამათ უბედურებად. წამოვზრდი და მერე ვნახოთ.
12:06 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
თემო რისი გამშიშვლებელი ხარ მე ცისფერი მგონიხარ იმიტომ სწერ ასეთ კომენტარს
10:01 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
კუზიანს სამარეც ვერ გამოასწორებს,იმის იმედი არ გქონდეს რომ შეიცვლება,უარესები ხდებიან წლების შემდეგ,ბოროტ ადამიანს რა გამოასწორებს,იცხოვრე შენი შვილებისთვის,საყვარლის გაჩენას არ გირჩევ ისევ შენ დაზარალდები,ქმარი ვინ ოხერია რომ თავი გაისაზიზღრო,ღმერთთან მართალი იყავი და გეშველება,დამიჯერე
09:57 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
სამწუხაროდ მეც ასეთი ქმარი მკავს,კველაფერს მიშლის არსად არ მიშვებს ჩაკეტილი ვკავარ სახლსში.10 ცელია ასე ვცხოვრობ,დაურტკია კიდეც იმდენჯერ აგარც მახსოვს.ოჯახის დანგრევა რომ მინდოდა მშობელმა დედამ არ წამოხვიდე არ მიგიგებო და ხალხს რა უთხრაო.რომ დავანგრიო სად ჯანდაბაში წავიდე სამსახურის დაწკეფილ უფლება არ მომცა,შვილი მკავს ჩემ თავს რას დავეძებ.იცით არ მიკვარს და ვარ ასე იძულებიტ ვცხოვრობ,სად წავიდე ტორე ამ კაცის გვერდით ერთI წამი არ გავჩერდებოდი
07:35 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
ganatleba chirdeba chvens ers,mshobeli ver ascavlis albat mamakacs mandilosantan mokcevas,ikneb ganatlebulma skolam shezlos,tumca 300 larse momushave gaupasurebuli pedagogi rogogs rogor vaizulot es
03:57 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS