01 დეკემბერი, 2014
სასტიკი შურისძიება - ''მამამთილის ძაღლები მოვწამლე''...
მაშინ შვიდი თვის ორსული ვიყავი გამოთქმა: ''არასოდეს თქვა არასოდეს'' მგონი, ყველაზე მეტად ამართლებს ცხოვრების გზაზე. ადამიანი ძალიან ხშირად ყველაზე რთულად წარმოსადგენ ნაბიჯს დგამს. ან ისეთ საქციელს სჩადის, რომლის გამო შესაძლოა, მანამდე სხვა გაეკრიტიკებინა და გაეკიცხა. როგორც წესი, ასეთ დროს ჩადენილი მცირე თუ დიდი დანაშაულის განცდა სიცოცხლის ბოლომდე არ გტოვებთ...

ლიკა ბ:

- სიმართლე გითხრათ, საუბარი ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვიღაცას თუ არ გავენდე, ალბათ მოვკვდები. იცით, ყოველთვის მეგონა, რომ რამდენიმე სახის ტყუილი არსებობდა, მაგრამ ახლა ვხვდები,
რომ ნებისმიერი არასწორი წინადადების წარმოთქმა გაუმართლებელია. ჩემი ბრალი ის არის, რომ თავიდანვე მოვიტყუე. ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ, საერთოდ, ცალკე თემაა.
- ვის რა მოატყუეთ?
- ჩემს საქმროსა და მის ოჯახს მოვატყუე. მათ ოჯახში ცხოველები ძალიან უყვარდათ. თუთიყუშებისა და ზაზუნების ყოლაზე არაფერს ვამბობ. ასეა თუ ისე, ორივე მათგანს საკუთარი კუთხე აქვს, არავის არაფერს უშლიან, ერთი გალიაში ზის და მეორე აკვარიუმში. თუმცა, მერწმუნეთ, ბინაში ძაღლი და კატა რთული შესაგუებელია. საშინელი დისკომფორტია. ვინც არ უნდა გიმტკიცოთ, ამა და ამ ჯიშის კატასა და ძაღლს ბეწვი არ სცვივაო, არ დაიჯეროთ. ცხოველი რაც უნდა სუფთად გყავდეს და დღეში ორჯერაც რომ დაბანო, მას სპეციფიკური სუნი აქვს. ბინაში ფეხს შედგამ თუ არა, სუნი მაშინვე იგრძნობა. სხვასთან სტუმრად რომ მივდიოდი და ვხედავდი ძაღლი ყავდათ, იმ ოჯახში ყავასაც ვერ ვსვამდი.
- და თქვენ ქმრის ოჯახში კატა და ძაღლი დაგხვდათ?
- არა, მე რომ გავთხოვდი კატა უკვე აღარ ჰყავდათ. ჩემს დედამთილს თავისი საყვარელი კატა, რომელსაც თურმე 7 წელი უვლიდა, ჩემს მისვლამდე ერთი თვით ადრე დაეღუპა. კატა არა, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს მამამთილს ჰყავდა ორი ძაღლი.
- რამდენ ოთახიანი ბინა გქონდათ?
- ექვსი, მაგრამ მერწმუნეთ, ოთახების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. დიდი ლოჯია გვქონდა და წესით, ძაღლები იქ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ძაღლი თუ არ დააბი, ერთ ოთახში რას გააჩერებ?! ძაღლები დარბოდნენ სამზარეულოში, მისაღებში, აბაზანაში და საძინებლებშიც კი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მე და ჩემი ქმარი საძინებელში განვმარტოვებულვართ და ამ დროს ოთახში ძაღლი შემოგვვარდნია. ამის ატანას ვერავინ შეძლებს, მაგრამ ჩემი ბრალია, ეს ფაქტი თავიდანვე რომ არ გავაპროტესტე. სანამ ლაშას ცოლი გავხდებოდი, ვატყუებდი, თითქოს ცხოველები ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებით კი ძაღლებზე ვგიჟდებოდი. როცა ჩემი საქმროს ოჯახში მივდიოდი, ძაღლებისთვის საკვები მიმქონდა და თბილად ვეფერებოდი. ხშირად ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სწორედ ეს ცხოველები იყვნენ და მაშინ ვერ გავბედე, სიმართლე მეთქვა. ჩვენი ქორწილის შემდეგ, როცა უკვე საცხოვრებლად მათთან გადავედი, ძაღლების მიმართ საშინელი აგრესია გამიჩნდა. თავდაპირველად კარგად ვინიღბებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თანდათან მოთმინების ფიალა მევსებოდა. სახლს რომ ვალაგებდი, სახლიდან ბეწვის დიდი გროვა გამქონდა. ჭამაც კი მეზიზღებოდა, ყველაფერი გულს მირევდა. ამ ''ბედნიერებას'' ჩემი ტოქსიკური ორსულობაც დაემატა. მთელი დღე ოთახში შეკეტილი ვიყავი, იქიდან მხოლოდ აბაზანაში გავდიოდი, სულ ეს იყო.
- თქვენი განწყობის შესახებ თქვენს მეუღლეს რატომ არ ესაუბრებოდით?
- მხოლოდ ერთხელ ვცადე. ვუთხარი, ორსულად ვარ და მეშინია ძაღლის ბეწვი არ შემყვეს-მეთქი. ათასი მაგალითი მოვიყვანე, ვისაც ძაღლის ბეწვისგან ექინოკოკი დაემართა და მერე საოპერაციო გახდა. ჩემს ქმარს გაეცინა, მთელი ცხოვრება ძაღლთან ერთად ვცხოვრობთ და ჯანმრთელები ვართ, შიში შენი მდგომარეობიდან გამომდინარეა. ორსულად რომ ხარ, მგრძნობიარე გახდი, თორემ ძაღლები შენც ხომ გიყვარს, ბავშვი რომ გაჩნდება, გადაგივლისო. დედამთილთანაც ვცადე დალაპარაკება, ვიფიქრე, მაინც ქალია და გამიგებს-მეთქი, მაგრამ მანაც ჩემი განცდები ორსულობას დააბრალა.
- მამამთილისთვის რომ გეთქვათ რამე?
- არა, მამამთილს ამ თემაზე საერთოდ ვერ დაველაპარაკებოდი. ''ჩემი ლამაზი გოგოებიო'' - ასე ეძახდა თავის ძაღლებს, პირიდან ლუკმას გამოიცლიდა და მათ აჭმევდა. არადა, იცით როგორი დედამთილ-მამამთილი მყავდა?! საოცნებო, სანატრელი, უტკბილესი და უთბილესი ადამიანები. ორსულად რომ ვიყავი, ჩემი მამამთილი ორ დღეში ერთხელ დილაობით ბაზარში მიდიოდა და ჩემთვის ახალ-ახალი ხილი მოჰქონდა. დედამთილიც სულ თვალებში შემომციცინებდა, რა გაგიკეთო, რა გესიამოვნებაო. სახლის საქმეს საერთოდ არ მაკარებდა, თავად ალაგებდა და რეცხავდა. ეგ კი არა, წარმოიდგინეთ, ბროწეული რომ შემოვიდა, ჩემი მამამთილი წვენს მიწურავდა და მომართმევდა ხოლმე. უსაყვარლესი კაცია, მაგრამ მე რაც გავუკეთე, ალბათ არ მეპატიება.
- იქნებ ორსულობის დროს დროებით დედასთან გადასულიყავით?
- აზრი?! ბავშვი როცა დაიბადებოდა, ეს ძაღლები მაინც ძველებურად იპარპაშებდნენ. ასე რომ, დროებით სახლიდან გადასვლას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ დღეს სახლში მარტო ვიყავი, როცა კარზე ზარი დარეკეს. ვიღაც ქალი იყო, მწერებისა და მღრნელების საწინააღმდეგო წამლებს ყიდდა. მართალია, არც თაგვები გვაწუხებდნენ და არც ტარაკნები, მაგრამ საწამლავი მაინც ვიყიდე. სწორედ მაშინ გავივლე გონებაში ის საშინელება, რომელიც რამდენიმე დღეში სისრულეში მოვიყვანე. მაშინ შვიდი თვის ორსული ვიყავი. ჰოდა, ერთ ღამესაც, როცა ყველამ დაიძინა, ლოჯიაში გავედი და ძაღლებს საკვებში საწამლავი ავურიე. ვიცი, საშინელი საქციელია. ალბათ ყველას მონსტრი ვეგონები.
- წარმომიდგენია, თქვენს ოჯახში რა მოხდებოდა, როცა დახოცილ ძაღლებს ნახავდნენ...
- ეს იყო სრული შოკი მთელი ოჯახისათვის. ყველაზე იოლად მათი სიკვდილი ჩემმა ქმარმა გადაიტანა. დილით დედამთილის ხმამაღალი შეძახილი მომესმა, ის მოთქმით უხმობდა საშველად ჩემს მამამთილს. როცა მათ შევუერთდი, ასეთი სურათი დამხვდა: ჩამუხლული მამათილი ორივე ძაღლს გულზე იხუტებდა და ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული ჩემი ჩადენილი იყო, როცა ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში დავინახე, მეც ხმამაღლა ავქვითინდი. რასაკვირველია, ეჭვი ჩემზე არავის მიუტანია. იფიქრეს, რომ ძაღლებმა სადღაც ჭამეს საწამლავი და ამით დაიხოცნენ. დღეს ერთი თვის ბავშვი მყავს, დედაჩემთან ვცხოვრობ, ქმართან განქორწინებაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ შევიტანე. ჩემი საქციელი არასოდეს მომცემს იმის საშუალებას, რომ დედამთილ-მამამთილსა და ჩემი ქმრის გვერდით ამ ტყუილით ვიცხოვრო. სიმართლე საკუთარ მშობელისთვისაც კი არ მითქვამს. რასაკვირველია, ვერავინ ხვდება, რატომ და რის გამო ვითხოვ ქმართან განშორებას, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას ასე ვარჩიე.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
თამუნა
ძაღლის და კატის ადგილი ეზოა,რა უნდათ მათ სახლში.რა მოვლილიც არ უნდა იყვნენ მაინც ბინძურები არიან
23:54 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარ
რაღაც არ მჯერა ასეთი სტატიების, ვკითხულობ,მაგრამ მაინც მგონია ყოველთვის , რომ გამოგონილია და ღმერთის ნებით იმედი მაქვს მართლაც მოგონილი იქნება! ვერ წარმომიდგენია! ვერა და ასეთ ცუდ ამბებს, რომ ვიგებ ძალიან ცუდად ვხვდები, თავს ვერ ვაკონტროლებ!ასეთი სასტიკი ადამიანი და მით უმეტეს ქალი, რომელიც სიცოცხლის წყაროა როგორ უნდა იყო არ მესმის! ეხლა დაიწყეთ ამდენი საშინელება ხდება და რაღა ძაღლებხე გაგისკვდა გულიო და კიდევ გამომივიდა ცხოველების დამცველიო და ა.შ სხვათაშორის ძალიან ვერიდები ზოგადად კომენტარების გაკეთებას, თუ ძაან არ გამოვედი მდგომარეობიდან და ეს შემთხვევაა სწორედ ეხლა; არა,არა და ისევ არა, უფრო ზუსტად ვერააა, იმიტომ , რომ ამის პატიება არ შემიძლია,მე ამის ჩამდენ ადამიანს ადამიანად ვეღარ ჩავთვლი! ვისაც ცხოველებთან ურთიერთობა არ გაქვთ ტქვენ მინდა მოგმართოდ რომ იცოდეთ რამდენს კარგავთ ვერ წარმოიდგენთ, ისე გულწრფელად და უანგაროდ, როგორც მათ უყვარხართ არავინ, არავინ არ შეგიყვარებთ არასოდეს.... მათ თვალებს კი საოცარს, რომელიც ყველაფერს ამბობს სხვაგან ვერსად ნახავთ
16:44 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მაგ ოჯახის ღირსი არ ყოფილხართ და საერთოდ მსგავსი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებთ.
14:54 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანო
ამ გოგოს ამბავიდან გამომდინარე უნდა გაითვალისწინონ გოგოებმა რომ ტყუილით შექმნილი ოჯახი მალე დაინგრევა თავიდანვე უნდა ეთქვა სიმართლე და არ შესულიყო იმ ოჯახში ეს ტრაგედია ხომ არ დატრიალდებოდა მართალია ნანობს მაგრამ ეს არ ამართლებს თუმცა მე ვინ ვარ რომ განვსაჯო უფალმა განსაჯოს
22:12 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ეგ გოგო მკვლელია!!! შვილივით გაზრდილ ცხოველს რომ მოგიკლავს ვინმე,მერე ჭკუა აღარ მოგეკითხება,გამწარებულმა შეიძლება მკვლელი ზედ მიაყოლო!!!რას შეეთრა იმ ტკბილ ოჯახში,არ იცოდა რომ იქ ცხოველები უყვარდათ?ან ფეხმძიმემ როგორ აიკიდა ამხელა ცოდვა?ჩემთვის ცხოველი ოჯახის წევრია,არავის არ ვაპატიებ ჩემი ოჯახის წევრის მოწამვლას,გავაყოლებ უკან!!!
14:08 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანინა
ნეტა ცხველების მიართ რომ გაქვთ ისეთი თანაგრძნობის უნარი ადამიანების მიმართ გქონდეთ! ყველა ერთნაირი საქონლები ხართ!გამომივიდნენ ცხოველთა დამცველები! ეს გოგო კი ეგოსიტია და მეტი არაფერი!
15:11 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
orsuli
Me rom gavtxovdi chem kmars ukve yavda dzagli chem dedamtils ki kata 3 otaxiani bina gvakvs ..germanuli Avcharka mogexsenebat didi dzaglia :) orive imdenad miyvars loginshi micevs dzagli ki ara shvilivit myavs :) axla ukve 9 tvis orsuli var da am 9 tvis ganmavlobashi odnavi diskomportic ar shemkmnia cxovelebisgan romelic saxshi gvyavs pirikit roca cudad viyavi dzagli modioda momicveboda da mucels milokavda tavs madebda da tiroda .. Amas bevri kmaric ki ar izavs rac sheexeba am cerils shen shvilo avadmyofi xar da unda imkurnalo boroteba gchams amas normaluri sulis adamiani ar gaaketebs romc dzuldes mainc .. 7 tvis orsuls amxela siborote rogor gaakete kmars shordebi da shen shvils shexedav tvalebshi ???? Fu ai ak ro iyo magrad. Gaglandzgavdi ra ai mag muclis miuxedavad orsuli qali aset rames ro gaaketeb yvelafris girsi xar. Gmerts txove shegindos da sheni codva bavshvma ar ataros avadmyofooo !!!!
17:11 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ჰო და კიდე რას ეთანხმებით ამ მეორე დეგრადირებულს, იმ კაცს უყვარდა ძაღლები და უნდა კორპუსში იცხოვრებდა და უნდა პადვალში. ვინ აძალებდა ერთი იმათ ოჯახში შესვლას? ქმარი რო ყვარებოდა ეგეთ ამაზრზენობას არ გააკეთებდა მარა რა სიყვარულზეა ლაპარაკი ადამიანი როცა ასეთ რამეზე მიდის არც თავისი შვილი არ უყვარს. საერთოდ არ იყო ეგ ქალი შვილის ღირსი და დიდი იმედი მაქვს რომ ცხოვრებაში ისევე გამწარდება როგორც ის კაცი გაამწარა. ეგეთი ცოდვა გადადის შვილებზე და ძაან რო ეტკინება მაშინაც ღისრი იქნება!
22:10 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
სიმართლე გითხრათ, საუბარი ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვიღაცას თუ არ გავენდე, ალბათ მოვკვდები.
22:01 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
red bull
8-იანს ვეთანხმები, მართალს ამბობს, მეც მიყვარს ძაღლები მაგრამ კორპუსში მათთან ერთად ცხოვრება საშინელებაა, ყველგან ბეწვი დაფრინავს და ყველგან ალიაქოთია, ძაღლები კარგია როცა გაქვს კერძო სახლი ან კიდევ სოფელი, კორპუსი არაა შექმნილი იმისტVის რომ ძაღლები იყოლიო, იმიტომ რომ იმ ძაღლსაც თავისუფლება უნდა, მიწა უნდა, ჰაერზე უნდა სირბილი და არა პატიმარივით 4 კედელშუა გამოკეტვა, თანაც როგორც აღვნიშნე ყველგან ბეწვს ტოვებს და ეს კი აუტანელია, ჰოდა შე დალოცვილო თუ ასე ძალიან გიყვარს ძაღლები წადი სოფელში, ან კერძო ბინა გქონდეს და იყოლიე, 4 კედელშუა ცხოველს რომ გამოკეტავ, ან შენ რას იტანჯები, ან იმას რას აწვალებ?
11:20 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS