28 ნოემბერი, 2014
''ქალიშვილმა თოთხმეტი წლიდან რომ აიწყვიტა, დღემდე ვერ ჩერდება''…
რასაკვირველია, მალევე დაშორდნენ ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს დადებითი კუთხით არ ახასიათებდეს. დედას შვილი ისეთი უყვარს, როგორიც არის. რაც არ უნდა ცუდად მოექცეს ის მშობელს, ახლობლებს, ნათესავებსა თუ მეგობრებს, ის მშობლისთვის იდეალური თუ არა, მაინც საუკეთესოა. ამ კუთხით ქალბატონი ლილი გამონაკლისი აღმოჩნდა. ის საკუთარი შვილების დახასიათებისას საკმაოდ ობიექტურია...

- მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს, მაგრამ რად გინდა. არც ერთი არ გამოგვადგა. ერთი ალთასაა და მეორე ბალთას. შეიძლება, თვე ისე გავიდეს, არც
ერთს არ გავახსენდეთ. ვის დაემსგავსნენ, ვერ გავიგე. არც მე ვარ ცივი, უხეში და უპასუხისმგებლო და არც ჩემი ქმარი. რა შემეშალა მათი აღზრდისას, დღემდე ვერ გამიგია... გოგონა 31 წლისაა, ბიჭი - 26-ის. ორივე საკეისრო კვეთით გავაჩინე. ორივეზე ისეთი მძიმე ორსულობა მქონდა, არავის ეგონა, თუ გადამარჩენდნენ. ყოველთვის მინდოდა სამი შვილი მყოლოდა, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავიხდინე. თუმცა მესამეც რომ გამეჩინა, ალბათ არც ის იქნებოდა გამონაკლისი.''მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველაო'' - ასე ყოფილა ჩემი შვილების საქმე.
- მაინც რა ქნეს ასეთი, რა დააშავეს?
- ქალიშვილმა თოთხმეტი წლიდან რომ აიწყვიტა, დღემდე ვერ ჩერდება. სახლიდან გაგვეპარა და 17 წლის ბიჭს ცოლად გაყვა. რასაკვირველია, მალევე დაშორდნენ. მერე მეორედ გათხოვდა, მესამედაც. ცოტა ხნის წინ მესამე ქმარს დაშორდა და ვინ იცის, მათ გარდა რამდენი არაოფიციალური კაცი ჰყავდა. ორი შვილის დედაა. ერთი შვილი მისი პირველი ქმრის ოჯახში იზრდება დედინაცვალთან, ხოლო მეორე ბავშვს მისი მესამე ქმრის დედა უვლის. ნათიამ მეორე ქმართან ცოტახანს იცხოვრა და ბავშვი არ გაუჩენია. ახლა ჩემი შვილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. დამირეკავს და მეტყვის ლონდონში ვარო, მეორე დარეკვაზე პარიზშია, მერე სტამბოლში და ასე გრძელდება დაუსრულებლად. მე და მამამისს გვეუბნება აღმზრდელად ვმუშაობო. არ ვიცი, ასე რამ გაუცივა გული, საკუთარი მშობლები თუ არა, შვილები მაინც არ ენატრება?! არც ერთი ქმარი არ უშლის ბავშვების ნახვას, მაგრამ ჩემს ქალიშვილს ამის სურვილი თავად არ აქვს. ჩემი შვილიშვილები ჩემთანაც ხშირად მოდიოდნენ, მაგრამ ახლა სად მივიყვანო, ბიჭის გამო ოთხოთახიანი ბინის გაყიდვა მომიხდა. მე და ჩემი ქმარი პატარა, უფანჯრო სოროში ვართ შემძვრალი. საერთო გვაქვს სამზარეულო და ტუალეტი. თან ჩემს ქმარს დიაბეტი აქვს, ათასი წამალი სჭირდება. ასე როგორ უნდა ვიარსებოთ, არ ვიცი.
- შვილები მატერიალურად არ გეხმარებიან?
- დამცინით?! ეგენი ვის უნდა დაეხმარონ, იქით დასახმარებლები არიან. ჩემს ბიჭს იმდენი ვალები დაუგროვდა, რომ იმალება. არც სახლი აქვს და არც კარი. ძმაკაცი არ დარჩა, რომ მისგან ფული არ ესესხა. ბავშვობის მეგობრებიც კი მტრად გადაიკიდა. ერთს ისე ააცალა კარადიდან ცოლის ძვირფასეულობა, რომ კარგა ხანს ქურდს გარე-გარე ეძებდნენ და არავინ იცოდა, რომ რაეალურად ქურდი ყოველ კვირა სტუმრობდათ. იმ ბიჭმა კიდევ მე მცა პატივი, რომ ჩემი შვილი არ მოკლა. ნიკა ფეხქვეშ გაიგდო და იმდენი ურტყა, ძვალი და რბილი გაუერთიანა. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი მიწაზე დაგდებულ ჩემს შვილს, წიხლებს როგორ უშენდა. არ მახსოვს, როგორ დავეშვი მესამე სართულის კიბეზე. წამებში გავჩნდი ეზოში და იმ ბიჭს მუხლებში ჩავუვარდი. ვემუდარებოდი ნიკასთვის მეტი აღარ დაერტყა. დამიჯერა, გაჩერდა. ფეხზე წამომაყენა და ბოდიში მომიხადა.
- ახლა თქვენი შვილი სად ცხოვრობს?
- ოჯახი დაენგრა. იმ გოგომ მოჰკიდა ხელი ბავშვს და სოფელში თავის ბებიასთან დასახლდა. კარგი რძალი მყავდა. ნიკამ რომ გაიცნო, ის უკვე სკოლაში მუშაობდა. ჩემმა ბიჭმა აიტეხა, არ მინდა ჩემი ცოლი მუშაობდესო და გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დააწერინა. XXI საუკუნეში ცოლს სახლში დაჯდომას ვინღა სთხოვს. ჩემი რძალი დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო და ახლა თურმე სოფლის სკოლაში მუშაობს. კიდევ ბევრს გაუძლო, თორემ სხვა მის ადგილას ოთხი წელი კი არა, ოთხი დღეც ვერ გაუჩედებოდა. ადრე უფრო ხშირად ვნახულობდი ჩემს შვილიშვილს, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე თვეა აღარ მინახავს. ხელცარიელი მისვლა მერიდება, არადა ხელდამშვენებულიც ვერ მივდივარ - ამის საშუალება არ მაქვს. მკითხეთ, თქვენი შვილი სად არისო და არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ბოლოს ვიღაც ქალთან ცხოვრობდა. ის ქვრივი ქალი ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილის დედა იყო. ეტყობა, მას ჩემი შვილი მართლა უყვარდა, თორემ რატომ შეიკედლებდა მშიერ, მწყურვალ, ჯიბეგაფხეკილ კაცს. ძალაუნებურად ის ქალიც მუდმივად საფრთხის ქვეშ იყო, ისეთ ადამიანს მალავდა, რომელსაც მოსაკლავად დასდევდნენ. მერე გავიგე, რომ თურმე იმ ქალისგანაც წასულა. ახლა ნიკა რომ რეკავს, არ ვეკითხები, სად არის და როგორ. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხალია და მისი ხმა მესმის.
- ახლა თავს რით ირჩენთ, რა არის თქვენი შემოსავალი?
- ჩემი მეუღლის პენსია არაფერში გვყოფნის. თან ახლა ზამთარი დგება და გამათბობელი უნდა ჩავრთო. რამდენი მოვა გადასახადი, ვინ იცის. მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს დიაბეტი დაემართა, ძალიან დასუსტდა. წარამარა ავად ხდება და მუდმივად თბილად უნდა მყავდეს. ახლა მე ვმუშაობ, თუმცა ამას მუშაობა არ ჰქვია. სახლიდან გამაქვს ნივთები და მშრალ ხიდზე ვყიდი. ან ლილოს ბაზრობიდან მომაქვს რამე და ცენტრისკენ უფრო ძვირად ვასაღებ. ქუჩა-ქუჩა ჩანთა აკიდებული დავდივარ. ამ ვაჭრობაში კაპიკები მრჩება და თან მეშინია არ დამიჭირონ. რა ვიცი, ათასი ისეთი კანონი აქვთ მიღებული, რომ შეიძლება ასეთი ვაჭრობა დანაშაულად ითვლებოდეს. ეგ კი არა, ამას წინათ ერთი ქალი დამემგზავრა; ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ცელოფნებში ექვს-ექვსი ლიმონი ჰქონდა გამოკრული და ჩანთაში მალავდა. ერთ შეკვრას ლარად ყიდდა. თან გაფაციცებული აქეთ-იქით იყურებოდა და როცა ამის მიზეზი ვკითხე, მითხრა, მეშინია, პატრულის თანამშრომელმა რომ დამინახოს, სამასლარიანი ჯარიმა გარანტირებული მაქვსო. თუ დავჯარიმდი, ამდენი ფული საიდან მოვიტანო, მთელი დღე ლიმონს ვყიდი და მოგება ოთხი ლარი თუ დამრჩა, იმ დღეს ჩემი შვილი პურის გარდა, მოხარშულ კვერცხს ან კარტოფილსაც შეჭამსო. ასეთ დღეშია ქვეყნის დიდი ნაწილი და ეს ჩვენი მთავრობა რომელ აღმშენებლობაზე ლაპარაკობს, ვერ გამიგია.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
სალო
დააფასეთ მშობლები
19:02 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ეს არც ბიძინას ბრალია და არც მიშასი. ეს კაპიტალიზმის კანონზომიერებაა. არიან მდიდრები და არიან ღარიბები.შეეგუეთ! ისე, ცემა გმართებს გამზრდელისაო...
16:02 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
რა ავადმყოფები ხართ,ყველგან ბიძინა და მიშა როგორ გელანდებათ და გესიზმრებათ?
11:00 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხევისცკლისპირლი
შენ დებილი იყო,ბიძინას რას ერჩი.
09:19 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინმე
ის მთავრობა ეს მთავრობა ხალხი ყველას ფეხზე ჰკიდია, მაგრამ მიშას დროს ასეთ გაჭირვებულ ხალხს კაპიკების შოვნის მცდელობისთვის არ აჯარიმებდნენ.აი ჩემი შვილები ჭკვიანები და განათლებულები არიან, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობენ.მე როგორ დამეხმარონ. ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა, მაგრამ სად წავიდე. ცხოვრება უფრო გაჭირდა, ვიდრე იყო.
23:55 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS