25 ნოემბერი, 2014
35 წლის მაჩოს აღსარება - "პირველ ღამეს ჩავფლავდი...''
ყევლა მამაკაცი ოცნებობს მაჩოს იმიჯზე, მაგრამ ყველა ვერ ხდება ასეთი. ყველას ქალაქსა თუ სოფელს ჰყავს თავისი მაჩოები, რომლებზეც გოგონებს ჭკუა ეკეტებათ. 35 წლის გელაც ერთ დროს ასეთი პოპულარული გახლდათ, მაგრამ წლები გავიდა და ამბობს, რომ ბევრმა გართობამ და ქალებზე ნადირობამ მისი ცხოვრებაც უინტერესო გახადა.

- ალბათ ყველაზე ბედნიერი 30 წლამდე ვიყავი, როდესაც ყველა ქალი, ვინც კი მომეწონებოდა ჩემი ხდებოდა. საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მშობლებიც კარგ ადგილებში მუშაობდნენ და დედისერთა გატუტუცებული ბიჭი ვიყავი. თავიდან ჩემ სასიყვარულო
თავგადასავლებს მშვიდად უყურებდნენ, მაგრამ 30 წელს რომ გადავაბიჯე, საკითხი დამისვეს, რომ დავოჯახებულიყავი.
- თუ ამდენი ქალბატონი გყავდა, არავინ შეგიყვარდა, რომ ცოლად მოგეყვანა?
- პატარა სიყვარულები მქონდა, მაგრამ ყველა მალე მბეზრდებოდა, თან იმდენად ადვილად ვიგებდი მათ გულებს, რომ ბრძოლის სურვილი მეკარგებოდა. დედამ გადაწყვიტა თვითონ ჩართულიყო საქმეში და მინიმუმ ათი გოგონა მაინც გახდა მისი მსხვერპლი. რამდენიმე სახლშიც მოიყვანა, რომ გამეცნო, მაგრამ ისევ ძველებურად ვცხოვრობდი და არაფერს ვიკლებდი.
- ამასობაში კიდევ ხუთი წელი გავიდა?
- კი და ერთ დღესაც დავიღალე და გადავწყვიტე ვინც მომეწონებოდა მაშინვე ცოლად მომეყვანა. ირინა მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მშვიდი გოგონა იყო, დიდი ლურჯი თვალებით, 21 წლის. გავიგე, რომ სწავლაზე და კარიერაზე შეყვარებული გახლდათ და ცოტა გამიჭირდა პაემანზე მისი მოტყუება. ორი კვირა მაინც მაწვალა და ბოლოს ისე შევუყვარდი, რომ უჩემოდ ერთი საათიც ვერ ძლებდა. საზღვარგარეთ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ჩემს გამო მომავლის გეგმები შეცვალა და ცოლობაზე დამთანხმდა. მისი მშობლები ამ ამბით არ აღფრთოვანებულან, განსაკუთრებით ასაკობრივი სხვაობა არ მოეწონათ, მაგრამ დედაჩემი ჩაერია და ყველაფერი ადვილად მოგვარდა.
- ირინა ნამდვილად გიყვარდა?
- ახლა ვხვდები, რომ არა. მაშინ კი უბრალოდ გატაცებული ვიყავი. ქორწილი ძალიან მეზარებოდა და ერთ დღეს ჩავკიდე ირინას ხელი და სახლში მოვიყვანე. თან მეგობრებს გადავურეკე რომ მოსულიყვნენ და ჩემი დაოჯახება აღგვენიშნა. ჩემი მშობლები სიხარულით ცას ეწივნენ, სიმამრმა კი ტელეფონით მისაყვედურა. იმ საღამოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბევრი ვიმხიარულეთ. მომავალი მეუღლე ძალიან ბედნიერი იყო. ყველა მას ადღეგრძელებდა, რომ ჩემისთანა ბიჭს რქები მოსტეხა და დაოჯახებაზე დაითანხმა.
- შენ თუ იყავი ბედნიერი?
- სუფრასთან მე სულ ბედნიერი ვარ და ვმხიარულობ, მაგრამ სტუმრები რომ დაიშალნენ ცოტა მოვიწყინე. საძინებელში ირინასთან ერთად მარტო დარჩენილი მივხვდი, რომ ეს გოგონა არ მიყვარდა და მასაც ვუნგრევდი ცხოვრებას. მოკლედ, პირველ ღამეს არაფერი გამომივიდა, ჩავფლავდი.
- იქნებ ბევრი დალიე, ამისგან ტრაგედია რატომ შექმენი?
- არა, მთვრალი არ ვყოფილვარ, მართლა გეუბნებით, ძალიან მეცოდებოდა ეს პატარა გოგონა, რომელიც სულ არ მინდოდა, რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო. ვიცი, რომ მაინც ყველა ნაბიჯზე ვუღალატებდი? მეორე დღეს იგივე განმეორდა, ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ტირილი დაიწყო. მეხვეწებოდა, ხალხის სასაცილოს ნუ გავხდიდი, მაგრამ სახლიდან წავედი.
- ირინა შენს მშობლებთან დატოვე?
- ერთი კვირა არ დავბრუნებულვარ. ტელეფონი გამორთული მქონდა. მარტო ერთხელ დავურეკე მეგობარს და ვუთხარი, რომ ჩემი მშობლები დაემშვიდებინათ. სახლში დაბრუნებულს ცოლი აღარ დამხვდა და ყველაზე მეტად ეს გამიხარდა.
- დაუჯერებელ ისტორიას ჰყვები...
- უარესებიც ხდება, მაგრამ ხალხი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. იმ დღის შემდეგ მშობლები ნორმალურად არ მელაპარაკებიან. ძმაკაცებიც შოკში არიან. მე კი მინდა, რომ ამ ქვეყანას გავეცალო და სადმე ისეთ ადგილას ვიცხოვრო, სადაც არავინ შემაწუხებს იმაზე ლაპარაკით, რომ აუცილებლად ცოლი მყავს მოსაყვანი.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
სარა
ხალხო რა გჭირთ? კი სისულელე გააკეთა, საერთოდ არ უნდა მოეტყუებინა ის გოგო და არ უნდა მოეყვანა, მაგრამ კარგი ქნა რომ იმ პატრა გოგოს მართლა არ დაუნგრია ცხოვრება და სიცრუეში არ აცხოვრა.. გასაგებია რომ შეეშალა, მასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ყველას გვეშლება რაღაცა, ასე რომ შევეშვათ სხვის განკითხვას და ჩვენ თავებს მივხედოთ, მეც და თქვენც მასე ჯობია
07:38 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
აი პროსტა ამ *ლეობებს საიდან იგონებთ?! დახურეთ ვაფშე ეს ჟურნალია თუ საიტია... 35 წლის გელა, არა 43 წლის ვართაპეტა. დილით მოუვა მუზები, და შეთხზავს ხოლმე რაღაცეებს))
03:54 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანდრო
დგება დრო როცა ერთი ადგილი უნდა დააყენო მეგობარო და ოჯახი და ბავშვები უნდა გყავდეს , ეს ცხოვრებაა და ამ ცხოვრებას ნუ შეცვლი, რაც არ უნდა გვიანი იყოს , ხალხი ოჯახს სიბერეშიც ქმნის და საერთოდ არაფერი არის გვიან, ყველაფერს საღი აზრიტ შეხედე და გული არ გაიტეხო.
01:28 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაბი
მიუხედავად მისი თავაშვებული ცხოვრებისა,ამ კაცს ძალიან დიდი პლუსი ქონია,ზოგიერტი მისნაირი ადამიანი იმ გამითაც ისარგებლებდა და ისე მიატოვებდა იმ გოგოს.შექების გირსიააააა
00:56 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამო
ერტი საცოდავი სტანდარტული ტბილისელი კაცმაცუნა და არაფრის მაქნისი ბაცჰუკი ხარ სჰენ. აი ეს ჩემგან
23:00 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მინური
რატოა არაკაცი ტოო არ დაუნგრია გოგოს ცხოვრება და სიყალბეში არ აცხოვრა და არც თვითონ იცხოვრაა მაგიტოო?სწორადაც მოიქცა ამას ბევრი ვერ გაბედავდაა ყოჩაღ
22:19 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
mzia
ra sakvirvelia.....es icic yvelafrit kmayofilebam
19:01 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინიი
ტიპიური არაფრისმაქნისი ტრაბახა ქართველი "კაცუნია"
17:51 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ოეეე
კაცი კი არა მთხლე ხარ!!! ფუიიი შენნაირს :)))))
17:50 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰჰჰჰ
ამ ჩემს ფეხებს თუარ მოიყვან...
17:21 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS